სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10731

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მოსე თოიძე 1871-1953წწ. მხატვარი.  დაბ. ქ. თბილისი.

1871-1953 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თოიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

მოსე თოიძე 1871-1953წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

მოსე თოიძე (1871-1953)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში; პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.

1890–1910წწ. აქტიურად მონაწილეობდა თბილისურ ჟურნალ–გაზეთებში; 1922-1930წწ. იყო სახელმწიფო სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელი; აქტიურად მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში; მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: "ვიწრო ქუჩა"(1895), "მრეცხავი"(1902), "ბაზაზხანა"(1914), "მაწვნის გამყიდველი"(1918), "მეთევზის დუქანი"(1919), "ნავი მტკვარზე"(1925), "ძველი თბილისის აშუღი"(1940), "თბილისის სახურავები"(1940); მას ეკუთვნის ასევე ციკლი – თბილისის მთვარიანი ღამეები: "თბილისი, მთვარიანი ღამე"(1910), "ქალები ბანზე"(1934); II მსოფლიო ომის თემას მიუძღვნა სურათები: "თბილისი ომის დროს"(1942); შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები: "ი. გრიშაშვილი"(1939), "მ. ჭიაურელი"(1943); მოსე თოიძის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი;  მისი სახელობის სახლ–მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922), ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი.


წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.176

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ სამხატვრო აკადემია, აკადემიკოსი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - სსრკ სახალხო მხატვარი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0