შურა თოიძე (11 მარტი 1907-1985) მსახიობი.
სწავლობდა გ. პერინის საბალეტო სტუდიაში.
1929 წელს მიიწვიეს რეჟისორ ი. ჟელიაბუჟსკის ფილმ დინა-ზაზუში მთავარი როლის შემსრულებლად. 28 წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 40-მდე როლი განასახიერა. მათ შორის აღსანიშნავია კნეინა ჩიტუნია შ. დადიანის "გუშინდელნი", გაიანე ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ირინე გოდუნოვა ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე", ოტრადინა ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავე", ეკატერინე ჭავჭავაძე მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი", დეზდემონა უ. შექსპირის "ოტელო" და სხვა. ა. თოიძის მიერ შესრულებული დეზდემონა სამართილანადაა მიჩნეული მის შემოქმედებით მწვერვალად.
იგი ღირსეულ პარტნიორობას უწევდა სცენის ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც იყვნენ ა. ხორავა და ა. ვასაძე. ალექსანდრა თოიძემ დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოშიც. აღსანიშნავია მთავარი როლი მიხეილ ჭიაურელის "უკანასკნელ წუთს", ირინა "ქალაქში შესვლა აკრძალულია", ჟუჟუნა "ჟუჟუნას მზითევი", ნინო ჭავჭავაძე "მოგზაურობა არზრუმში", მარო "გაყრა", ნატო "ჭრიჭინა", დედა "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" და სხვა. კინოსა და თეატრში მის მიერ შექმნილი როლებისათვის აღსანიშნავია ფილმ "ქეთო და კოტეში" ილიკო სუხიშვილთან ერთად უზადოთ შესრულებული ცეკვა "ქართული". მხატვარ მოსე თოიძის ქალიშვილი.