ანა კორძაია-სამადაშილი დაიბადა 1968 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.
1989-1993წწ. იყო გამომცემლობების: "BBT", 1993-1999წწ. "სომაპრეს" რედაქტორი; 1998 წელს ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტო IBA-ისა და 2001–2004წწ. გაზეთ "24 საათის" ჟურნალისტი. 2005 წლიდან არის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ჟურნალისტი. არის ავტორი მოთხრობებისა: "ბერიკაობა"(2004), "მე მარგარიტა"(2005).
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ტექსტის ლინგვო–სტილისტური ანალიზი", დაიცვა 1997 წელს.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2005 - ლიტერატურული პრემია "საბა"
- 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა"
- 1998 - გოეთეს ინსტიტუტის ჯილდო, საუკეთესო თარგმანისათვის
ბიბლიოგრაფია
- ვინ მოკლა ჩაიკა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 160გვ.. - ISBN: 978-9941-15-808-7
- შუშანიკის შვილები : ერთი რომანის სცენარი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 119გვ.. - ISBN: 978-9941-15-312-9
- ქურდების მბრძანებელი (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 331გვ.. - ISBN: 978-9941-15-218-4
- მე, მარგარიტა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 184გვ.. - ISBN: 99940-30-34-5
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001349/