გივი კარბელაშვილი (1923-1994) დაიბადა ქალაქ გურჯაანში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1943 წელს, ხოლო 1946 წელს- სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა.
იყო სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშე, 1971 წლიდან გაზეთ "სამშობლოს" მთავარი რედაქტორი. მუშაობდა სხვადსხვა თანამდებობაზე ქალაქკომში. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.394
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურის კავშირის საქართველოს საზოგადოება, პრეზიდიუმის თავმჯდომარე
- სკკპ, წევრი (1946-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1973 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია
ბიბლიოგრაფია
- გათანგულნი : რომანი (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1989. - 479გვ.
- სულის ნაჟური : ლიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 765გვ.
- მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1979. - 385გვ.
- რაც მიფიქრია, რაც განმიცდია : წერილები, ლიტ. ნარკვევები, მხატვრული ჩანახატები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1975. - 269გვ.
- ერთი პეშვი მიწა : ნოველები და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1967. - 201გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009291/