აპოლონ ქუთათელაძე (1899-1972)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1926 წელს.
აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად, პარალელურად მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში; ამ პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები - "1905 წელი საქართველოში", "გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში", "ნასაკირალის ბრძოლა", ასევე მოხატა ქ. ფოთის თეატრი; 1928 წელს იგი პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში; ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში; მუშაობს საბავშვო სამხატვრო ლიტერატურის გაფორმებაზე; არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარი; ამ პერიოდში შექმნა სურათები - "სვნაეთი", "თურქეთის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში", "რუხის ბრძოლა" და სხვა მრავალი; 1942 წელს მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; იგი მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1959-1972წწ. იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი, ფერმწერ-ბატალისტი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.347
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს სამხატვრო ფონდი, თავმჯდომარე
- სსრ კავშირის სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- სსრ კავშირის სახალხო მხატვარი
ბიბლიოგრაფია
- ნადირები : სურათები ბავშვებისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი. - 11გვ.