კარლო ქუთათელაძე (1929-2011)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს.
1961 წლიდან თანამშრომლობდა არტელ "მხატვარში", მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში. ფლობდა ლითონების დამუშავების ყველა ხერხს (მოსევადება, მინანქარი, ამოკვეთის სხვადასხვა წესი, კვერვა, ზარნიში და სხვა). ნამუშევრები: ლიქიორის სერვიზი (ვერცხლი, ჭედვა), რუსთაველის პორტრეტი (ჭედვა), მოვერცხლილი ყანწები (ჭედვა, ფილიგრანი) და სხვა. მხატვარი, ოქრომჭედელი. მუშაობდა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების დარგში, იყო ფერადი ლითონების დამუშავების ოსტატი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.569