სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
იოველ ქუთათელაძე 1887-1963წწ. აკადემიკოსი, ფარმაკო-ქიმიკოსი. დაბ. ხონი.

1887-1963 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ქუთათელაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

408       ბეჭდვა

იოველ ქუთათელაძე 1887-1963წწ. აკადემიკოსი, ფარმაკო-ქიმიკოსი. დაბ. ხონი.

იოველ კონსტანტინეს ასული ქუთათელაძე (დ. 21 სექტემბერი1887ხონი — გ. 15 დეკემბერი1963თბილისი) — ქართველი ფარმაკო-ქიმიკოსი, საქართველოში უმაღლესი ფარმაცევტული განათლების ფუძემდებელი, საქართველოში ქიმიურ-ფარმაცევტული და ფარმაკო-ქიმიური მეცნირების ფუძემდებელი, პროფესორი (1921), ბიოლოგიის მეცენიერებათა დოქტორი (1935), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).


1910 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოდესაში აფთიაქის მმართველად დაიწყო მუშაობა. 1911 წელს გამოცდები ჩააბარა ნოვოროსიის უნივერსიტეტში ფარმაციის მაგისტრის წოდებაზე; იმავე წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის შტატგარეშე ასისტენტად. აქედან დაიწყო მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობა; 1913 წელს იგი გადავიდა ფარმაკოლოგიის კათედრაზე; 1919 წელს საჯაროდ დაიცვა დისერტაცია; 1915 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ აირჩია იგი ფარმაკოლოგიის კათედრის პროზექტორის თანაშემწედ, შემდეგ პროზექტორად; 1920 წელს ჯერ პირავტ-დოცენტის, ხოლო შემდეგ დოცენტის წოდება მიანიჭეს; 1920 წელს ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჯერ სამედიცინო ინსტიტუტად, შემდეგ კი სამედიცინო აკადემიად გადაკეთდა.


იოველ ქუთათელაძე ინსტიტუტის მდივნად და აკადემიის პრორექტორად აირჩიეს; 1921 წელს სამედიცინო აკადემიის საბჭომ იგი ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დანიშნა და პროფესორის წოდება მიანიჭა; ამავე პერიოდში იგი დაუსწრებლად სწავლობდა ნოვოროსიის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1921 წელს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორად; 1924 წლიდან განაგებდა უნივერსიტეტის ანალიზური და სასამართლო ქიმიის კათედრებს; 1927-1930წწ. სათავეში ედგა ბიოლოგიური ქიმიის კათედრასაც და კითხულობდა ლექციებს შესაბამის დისციპლინებში. 1930 წელს უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომელშიც შედიოდა ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტიც; 1937 წლიდან იგი გამოუკიდებელ ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთდა; ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანად, ხოლო შემდეგ ფარმაცევტული ინსტიტუტის დირექტორად პროფესორი ი. ქუთათელაძე დაინიშნა; 1948 წელს ფარმაცევტული ინსტიტუტი შეუერთდა სამედიცინო ინსტიტუტს და იგი კვლავ განაგებდა სასამართლო და ანალიზური ქიმიის კათედრებს და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა.


  • შრომათა კრებული // ნაწ. 1. - თბილისი, მეცნიერება, 1972
  • წამალთა ქიმიის ტერმინოლოგია, თბილისი, 1965
  • ანალიზური ქიმია, წიგნი 1, თბილისი, 1941
  • დარიგებანი ზოგიერთი სამკურნალ-წამლო მცენარეთა მოკრეფისა და გაშრობის შესახებ - ტფილისი, სახელგამი, 1931.
  • ქიმიის ტერმინოლოგიის მასალები - ტფილისი, 1930
  • ზოგიერთ სამკურნალ-წამლო ნივთიერებათა რაციონალურად გამოწერის და მომზადების შესახებ, ტფილისი, 1929.
  • ფარმაციის დარგში მომუშავეთა უმაღლესი სწავლა-განათლების საკითხი საქართველოში, ტფილისი, 1928
  • ფარმაცევტული რეცეპტურა, ტფილისი, 1924
  • ქემერტელიძე, ე.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 568-569.
  • ქემერტელიძე, ე. იოველ ქუთათელაძე, ბიბლიოგრაფია, თბილისი, 1984
  • ჩხატარაშვილი, ლ. იოველ გრიგოლის ძე ქუთათელაძე, თბილისი, 1967
  • თბილისის ფარმაკო-ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომათა კრებული, 1949




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0