ბორის ციბაძე 9 სექტემბერი, 1931 დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს.
1957 წელს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ("ქალიშვილის პორტრეტი", მარმარილო, საქართველოს სურათების გალერეა). ნამუშევრები: ნ. ბარათაშვილის (ბრინჯაო, 1976, თბილისი), ნ. ფიროსმანაშვილის (1961, შავი ქვა, ფიროსმანაშვილის მუზეუმი, მირზაანი), ვაჟა-ფშაველას (ხე, 1963, საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისი) ძეგლები, "მშვიდობის სადარაჯოზე" (1965, ტონირებული თაბაშირი, საქართველოს სურათების გალერეა) და სხვა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.210
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
- 1957 - მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი