სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11217

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გია ციბაძე გარდ. 1992წ. გაგრა, აფხაზეთი თეთრი არწივი, დაბ. ქუთაისი გია ციბაძე გარდ. 1992წ. გაგრა, აფხაზეთი თეთრი არწივი, დაბ. ქუთაისი გია ციბაძე გარდ. 1992წ. გაგრა, აფხაზეთი თეთრი არწივი, დაბ. ქუთაისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ციბაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

გია ციბაძე გარდ. 1992წ. გაგრა, აფხაზეთი თეთრი არწივი, დაბ. ქუთაისი

    გია ციბაძე დღეს ჩვენთან აღარაა, უკვდავებაშია გადასული, შიშის ზარს რომ სცემდა საქართველოს ასაოხრებლად მოსულ, ჩვენს მიწაზე მყოფი უძღები შვილებისაგან დაქირავებულ მკვლელებს.


    იგი ჯერ კიდევ თბილისშა, სტუდენტობისას, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთეკურსელი, ოც ძმადნაფიცთან ერთად, სამაჩაბლოს დასაცავად გაეშურა.

გიას ეს ნაბიჯი არავის გაჰკვირვებია, რადგან მისი მშობლების, დედის რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის, ისტორიკოს ეთერ ტორძელაძისა და მამის, ქალაქისათვის სათაყვანებელი პიროვნების გრიგოლ ციბაძის შვილს ხვანაირად მოქცევა არ შეეძლო.

გია. ყარყარაშვილის „თეთრი არწივის“ მებრძოლებთან ერთად ყოფნის სამი წელი სამი საუკუნის ტოლფასია.


მტრისთვის რისხვადქცეული ვაჟკაცი გულით შეიყვარა სამაჩაბლოელმა ქართველობამ, ნათლიადაც მოიკიდეს. მან შვიდ ბავშვს აცხო ნათელ-მირონი.

მესამე ძალამ გამოცდისა და წამებისათვის მარტო სამაჩაბლო არ აკმარა საქართველოს და აფხაზეთი – ძირძველი ქართული მიწა გაგვიჩინა სატკივრად.

14 აგვისტოს „თეთრი არწივის“ ვაჟკაცებმა გენერალ გია ყარყარაშვილის მეთაურობით არწივის ფრთები შეისხეს და ფარად დაუდგნენ ქართულ მიწას გათავხედებული აფხაზებისა და ჩეჩენ-კაზაკებისაგან დასაცავად, ისინი ყველგან იბრძოდნენ – გუმისთაში, ეშერაში. ლესელიძეში, გაგრაში, მომხვდურებისაგან იცავდნენ უმწეო ადამიანებს, ეცემოდნენ და მაინც გმირულად უერთდებოდნენ მშობლიურ ზეცას.

„თეთრი არწივი“ განსაცდელში აღმოჩნდა. არწივივით  მხრებგაშლილ ვაჟკაცებს მტრის ურიცხვი ურდო შემოესია  და კიდევ ერთი დარტყმა, გაგრა-განთიადის მთების, მისი ამწვანდება ტყეების სახსნელად შეფრენილ არწივებს მტრის სნაიპერები. შეესივნენ და უღვთოდ  გაანადგურეს.

    მაიორ გია ციბაძეს, თანამებრძოლებთან ერთად, უკვე დღუპული ბიჭები გამოყავდა ტყიდან, მკვდარიც რომ არ“ გამხდარიყო მტრის საჯიჯგნად და. საკუთარ ჭირისუფალს მაინც დაეტირებინა.

    გიამ, ერთის გამოყვანა შეძლო, მეორის გამოყვანისას მუხთალი ტყვია წამოეწია,  „ქუთაისელ გიად“ წოდებული ვაჟკაცი  ხელით – იგი გია, 'ყარყარაშვილმა „გამოიყვანა ტჯიდან, საკუთარ. მკვდარ” ძმას რომ. ეძებდა, სწორედ მაშინ იპოვა. მტრის განგმირული. მანვე პირველმა დაიტირა უახლოესი მეგობარი.


    ვიცეპოლკოვნიკის წოდებაზე. წარდგენილი გია ციბაძე მტრის ხელით დაიღუპა. ალბათ, ურჯულომ ისიც არ იცოდა, სიკვდილისათვის გამეტებულს უკვდავებისაკენ რომ 'უკვალავდა გზა

    გია ციბაძე ჩვენთან აღარაა... გვიჭირს ამ სიტყვების განცდის გარეშე წარმოთქმა, მაგრამ ისიც. გვწამს, რომ სამშობლოსათვის დაღუპული რაინდის სულს

ღმერთი, ნათელ სასუფეველს დაუმკვიდრებს. ერი მის სახელს დიდებით შემოსავს. 117

მეოთხე სპეცდანიშნულების –_ „თეთრი არწივი“, გაზეთი „ქუთაისი“, 1992 წ. 17 აგვისტო

მასთან ერთდ გარდაიცვალა ნოდარ გასვიანი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.06.2021
ბოლო რედაქტირება 06.05.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0