რევაზ ცუცქირიძე 2 თებერვალი 1925-1987 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.
1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იქვე. მისი ნამუშევრებია: "ზაფხულის დღე" (1953, სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), "წყაროსთან" (1956, საქართველოს სურათების გალერეა), სერია "საქართველოს რევოლუციური წარსული"(1970-1973). ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი; გააფორმა "დედაენა"(1956), "რუსკოე სლოვო" (1961), პირველი საკითხავი წიგნი მოსამზადებელი კლასებისათვის (1978, რუსულ ენაზე) და სხვა. 1949 წლიდან თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალებში "დილა", "პიონერი". ფერმწერი, გრაფიკოსი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.245
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1976 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი