სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 იური ცუცქირიძე 1973-93 წწ გარდ. 20 წლის კინდღი აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრამუხა ხაშური  იური ცუცქირიძე 1973-93 წწ გარდ. 20 წლის კინდღი აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრამუხა ხაშური  იური ცუცქირიძე 1973-93 წწ გარდ. 20 წლის კინდღი აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრამუხა ხაშური

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცუცქირიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

326       ბეჭდვა

იური ცუცქირიძე 1973-93 წწ გარდ. 20 წლის კინდღი აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრამუხა ხაშური

 იური ცუცქირიძე  თრიალეთის ქედის ძირას, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მდებარეობს სოფელი ცხრამუხა, წელიწადის ყველა დროს ერთნაირად ლამაზი და კოპწია. ამ მშვენიერ სოფელში დაიბადა და გაიზარდა გონერი ცუცქირიძის ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე და იმედი, იური ცუცქირიძე, სიცოცხლესა და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭაბუკი, თანატოლებისაგან თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ ახლა უკვე ღვთის და ერის



    იური ცუცქირიძე დაიბადა 1973 წლის 18 იანვარს. მისი ხალისიანი ბუნება ვერ იტანდაუმოქმედოდ ცხოვრებას. „ჰქონდა საოცარი ღიმილი. სულ იღიმებოდა, დასჯის დროსაც კი. ხშირად ვფიქრობდი, სად ჰქონდა ამდენი ღიმილი?“ -- იხსენებს კლასის ხელმძღვანელი, მანანა მასწავლებელი.


    სკოლის დამთავრებამ იმ წლებში მოუწია, როცა ეროვნული თვითშეგნება ადამიანში ყველა სხვა გრძნობას ჩრდილავდა და ბიჭები მზად იყვნენ, სამშობლოს ბედნიერებისათვის უყოყმანოდ შეეწირათ სიცოცხლე; მზად იყო იურიც.

    1992 წელს, იურიმ თბილისის შინაგან ჯარში დაიწყო სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაგრამ მალე ცხინვალში გახდა საჭირო სამშობლოს მტერთან ბრძოლა, შემდეგ კი აფხაზეთის ძმათამკვლელი ომი და...


    1993 წლის 2 ივლისი. ამ დღეს, შინაგანი ჯარების ის ნაწილი, რომელშიც იური მსახურობდა, საბრძოლო დავალებას ასრულებდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ნაწილი ალყაში მოექცა. მტერს ალყაში მოქცეულებზე პირდაპირი იერიში არ მიუტანია. სამაგიეროდ, გამოიყენა არტილერია, დაბომბა ჩვენი ჯარის ნაწილების პოზიციები და თითქმის მთლიანად გაანადგურა იგი. ამ საბედისწერო დღეს, იურისთან ერთად, მრავალი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საბრძოლო მოკვლევაში აღნიშნულია: „იური ცუცქირიძე მონაწილეობას იღებდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ კი საბრძოლო მოვალეობას ასრულებდა აფხაზეთში. გმირულად დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ძველ კინდღთან, თანამებრძოლებთან ერთად, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში“.

    მისი გარდაცვალების ცნობამ თავზარი დასცა შვილის ბედნიერებაზე მეოცნებე მშობლებს, რომლებმაც იურის დაღუპვის ამბავი მოგვიანებით, 2 თვის შემდეგ შეიტყვეს. მანამდე კი ტყვედ ჩავარდნილი ეგონათ და ყველაფერს 

სკოლის დამთავრება. ძალიან უხაროდა, ხშირად მხვედებოდა ხოლმე ბოღოს

ვნახე, მითხრა – ქართულ არმიაში. მივდივარ ვალის. მისასდელადო,

იღიმებოდა თავისი ლამაზი, ღაღი ღიმილით და თითქოს მემშვიდობებოდა.

მანანა მასწავლებელი

ტამიშის დესანტი





ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2021
ბოლო რედაქტირება 11.06.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0