ლაშა იმედაშვილი დაიბადა 1960 წელს ქალაქ თბილისში. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.
1985-2000წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1997-2000წწ. პრეზიდენტის პრესსამსახურში - საქინფორმი; 2004-2006წწ. ტელეკომპანიაში "იმედი''. 2008 წლიდან არის თბილისის საკრებულოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. არის ავტორი წიგნებისა: "ქართული ბესტსელერი" (1999), "იმიტაციური მწერლობა" (2000), "იესოს საქმე" (2001), "პატრიარქის ზაფხული" (2007) და სხვ. ასევე ავტორი კინოფილმების სცენარებისა: "გუშინ, დღეს, ხვალ" (1984), "ბარიერი" (1985), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (2000), "მატარებელი" (2001), "სკამი" (2004) და სხვ. თანაავტორი სცენარისა სერიალისთვის "მგლების ხორუმი".
საკანდიდატო დისერტაცია თემა - "თანამედროვე ქართული ლირიკული პოემა", დაიცვა 1985 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- თბილისის საკრებულო, წევრი (2008-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2007 - ლიტერატურული პრემია "საბა"
- 1996 - საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს არწივი", წლის საუკეთესო სცენარისტი
- გაეროს ბავშვთა ფონდი "იუნისეფის" პრემია, ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე შექმნილი საუკეთესო საბავშვო ნაწარმოები
ბიბლიოგრაფია
- პატრიარქის ზაფხული : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა,, 2007. - 82გვ.. - ISBN: 978-99940-999-0-0
- იმიტაციური მწერლობა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2002. - 191გვ.. - ISBN: 99928-946-3-6
- იესოს საქმე (ავტორი). - თბილისი, 2000. - 80გვ.. - ISBN: 99928-34-45-5
- ქართული ბესთსელერი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 336გვ. . - ISBN: 99928-16-33-3
- პოეტური აღსარება : ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 120გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001226/