სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
იოსებ იმედაშვილი 1876-1952წწ გარდ. 76 წლის, კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი დაბ. ხაშმი, საგარეჯო, კახეთი

1876-1952 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი იმედაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

317       ბეჭდვა

იოსებ იმედაშვილი 1876-1952წწ გარდ. 76 წლის, კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი დაბ. ხაშმი, საგარეჯო, კახეთი

იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი (დ. 20 აპრილი1876ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 5 მაისი1952თბილისი) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

იოსებ იმედაშვილი დაიბადა 1876 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებლებში.



1890  წლიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში; ავცელებდა არალეგალურ ლიტერატურას; 1893 წელს ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების პირველი რეჟისორი იყორედაქტორობდა ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება"; გაზეთებს: "ხალხის ერთობა" და "ხალხის თავისუფლება"; 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად; 1905–1906წწ. ხელმძღვანელობდა ივერის ხეობას; 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო; 1910 წელს რევოლუციურ–პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლით კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. 1895 წლიდან დაიწყო ბეჭდვა; შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული – "ცხოვრების სარკე"(1899, 1901). 1902 წელს გამოსცა მ. გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული; 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი "აახ–ვაახ"; ლექსთა რამდენიმე წიგნაკი: "სიყვარულის ძალა"(1904), "პროლეტარიატის ჰიმნი"(1905), "წითელი დროშა"(1907); 1904 წელს გამოსცა პირველი უცხო სიტყვათა ლექსიკონი"(II, III გამოცემები, 1918, 1928); ავტორია რომანებისა "განახლებული სიცოცხლე"(1919–21) და "ციბრუტა"(1940); მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები "იოსებ ლაღიაშვილი"(1920), "უკანასკნელი დედოფალი"(1929), ისტორიულ–ბიოგრაფიული ნარკვევები  ლადო აღნიაშვილსა და ივანე როსტომაშვილზე, ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული  ენებიდან; შეადგინა ქართველ მწერალთა ლექსიკონი" (ძვ. წ. IV – ახ. წ. XX სს.).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.183



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ავლაბრის მუშათა თეატრი, ერთ–ერთი დამფუძნებელი (1902-)
  • ავჭალის მუშათა თეატრი, ერთ–ერთი დამფუძნებელი (1893-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია(რსდმპ), წევრი (1903-)

ბიბლიოგრაფია

ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწალებელში. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ია წევრი იყო. 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. „გარეკახეთის ერთობის“, რესოლუციურ მოძრაობას. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლიციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. 1918 წელს მოხალისედ მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში.

იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895 წლიდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული — „ცხოვრების სარკე“ (18991901). 1902 წელს გამოსცა მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი „აახ-ვაახ“, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი („სიყვარულის ძალა“, 1904; „პროლეტარიატის ჰიმნი“, 1905; „წითელი დროშა“, 1904) და სხვა. 1904 წელს გამოსცა პირველი „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (II, III გამოც. 19181928). რედაქტორობდა ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“, გაზეთებს „ხალხის ერთობა“, შემდეგ „ხალხის თავისუფლება“. ავტორია რომანებისა „განახლებული სიცოცხლე“ (1919-1921) და „ციბრუტი“ (1940). 1920-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები („ნამუსიანი ხალხი“, „ალების ცეკვა“, „მზე ჩაწსვება“ და სხვა) და პოემები („მზეთა-მზე“, „მშვენიერა“). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები „იოსებ ლაღიაშვილი“ (1920), „უკანასკნელი დედოფალი“ (1929). ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე. ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“ (ძვ. წ. IV — ახ. წ. XX სს., გამოქვეყნება დაიწყო მხოლოდ 2019 წელს).

მეუღლესთან, ანა ჟურულთან (მსახიობი, საზოგადო მოღვაწე; დ. 1884 — გ. 1927) ერთად იოსებ იმედაშვილი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91_%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 29.03.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0