მიხეილ ხვიტია 20 ივნისი 1924-1994 დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია პროფესორ ა. ციმაკურიძის კლასი 1948 წელს.
1949 წლიდან მონაწილეობს საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებზე. მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება.
მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: "ქართლის პეიზაჟი" (1956), "გაზაფხულის მოლოდინი"
(1952, ორივე საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო, თბილისი), "შემოდგომა სამეგრელოში" (1961), "გაზაფხული" (1968, ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) და სხვა. პერსონალური გამაფენა: საქართველოს ეროვნული გალერეა (თბილისი, 1994);
ჯგუფური გამოფენები: ვისტა გალერეა (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ, 1998, 1996, 1992), რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენები(1949-1994), ლაგერქვისტის გალერეა (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ, 1991), ვოლფის სააუქციონო გალერეა (კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, აშშ, 1989); მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა (თბილისი), ქუთაისის მუზეუმი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა მუზეუმი (რუსეთი), კერძო კოლექციები - საქართველო, რუსეთი, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.477; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: www.art.gov.ge; მსოფლიო მხატვრობა - World Art : www.facebook.com
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1961 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი