1900 წელს ჯვარი დაიწერა ანა ანტონის ასულ ჯგუშიაზე. ჰყავდათ შვილები: ვლადიმერი და ეფროსინე /ოლღა/.
1907 წლის 17 ივლისს ავქსენტი ხვიტია დიაკვნად აკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი).
1912 წლის 22 იანვარს ამავე ეპარქიის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და მამა ვარლაამი
ახალაბასთუმნის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წიმანძღვრად დაადგინა. იგი 1922 წლის ივნისში, კომუნისტების
მიერ ეკლესიებში არსებული ქონების აღწერის დროს, ზუგდიდ-კახათის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად ჩანს.
დაახლოებით 1922 ან 1923 წელს მღვდელ ვარლაამს ტაძართან ახლოს ჩეკისტების ჯგუფი დახვდა. იქ მისი ახლო
ნათესავიც ერია, რომელმაც წვერი შეკრიჭა. მამაო ტაძარში შევიდა და წირვის დაწყება სცადა, მაგრამ ძალით გამოიყვანეს და დააპატიმრეს.
მის იქვე დახვრეტას აპირებდნენ, მაგრამ გადაურჩა. შემდგომში, რეპრესიების პერიოდში, დააპატიმრეს მისი ორივე შვილი.
მიუხედავად სასტიკი თვალთვალისა, მამა ვარლამს კავშირი ჰქონდა რეპრესიებს გადარჩენილ სხვა სასულიერო პირებთან. ერთ-ერთ მღვდელთან
_ პლატონ საჯაიასთან ერთად, იგი ღამღამობით საკუთარ სახლში აღასრულებდა ნათლისღების საიდუმლოს და გვიან
ღამით მიდიოდა საზიარებლად. შვილიშვილ დიმიტრის გადმოცემით, იგი თურმე მუდამ ლოცულობდა. ხელისუფლებისგან
მღვდელი ვარლაამ ხვიტია 1879 –– 1945
„ილოცეთ დღეში ერთხელ მაი6ც... მცირე ლოცვაც წაადგება ჩვენს ქვეყანას!“
მღვდელი ვარლაამ (ავქსენტი) როსტომის ძე ხვი- ტია 1879 წელს (მეორე ვერსიით –– 1882 წელს) ქუთაისის გუბერნიაში, ზუგდიდის მაზრის სოფ. კორცხელში, საეკლესიო აზნაურ როსტომ ქაიხოსროს ძე ხვიტიასა და მარიამ აფაქიძის ღრმად მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ და ბევრს ზრუნავდნენ სამეგრელოში ქართუ- ლი წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. 1897 წელს ვარლაამმა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1898 წლის 31 იანვარს ნება დართეს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში მასწავლებლად ემუშავა. 1898 წლის 28 მარტს ნარაზენის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1902 წლის 6 მარტს ნიქოზიის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1903 წლის 17 აპრილს კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების
სახ. ტაძრის პირველ მედავითნედ დაინიშნა. 1906 წლის 10 ივნისს ზუგდიდის სულიწმინდის სახ. ტაძრის პირველ მედავითნედ დაადგინეს.
1989 წლის 15 მარტიდან 1906 წლამდე ამ ტაძრებთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში პედაგოგად მუშაობდა. 1907 წლის 17 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1907 წლის 15 ივლისს ზუგდიდის ქალთა
ორკლასიანი სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა, 1912 წლის 22 იანვარს გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ახალი აბასთუმნის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1913 წლის 1 სექტემბერს ახალი აბასთუმნის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ
ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ზუგდიდ-კახათის წმ, გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება და ხელს აწერს ეკლესიის
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 12-18იანვარი 2017წ გვ.18
მღვდელი ვარლაამ ხვიტია 1879 –– 1945(გაგრძელება)
ქონების ჩაბარების აქტს. 1900 წელს ჯვარი დაიწერა ზუგდიდის მაზრის უფროსის მდივნის, ანტონ ჯგუშიას ასულ ანაზე (დაბ. 1879წ.) და ჰყავდა ორი შვილი: ვლადიმერი (დაბ. 30.03.1902წ.), ეფროსინე/ოლღა (დაბ. 25.09.1903წ., რომელმაც დაამთავრა თეკლათის ორკლასიანი ქალთა სკოლა). შემორჩენილია მამა ვარლაამის შთამომავლების მოგონებები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ ტრაგიკულად წარიმართა კომუნისტების შემოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება: დაახლოებით 1922 ან 1923 წელს ტაძართან ახლოს მამა ვარლაამს დახვდნენ ჩეკისტების ჯგუფი, რომელშიც ერია მისივე ნათლული. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მამა ვარლაამს, ნათლულმა წვერში წაავლო ხელი და ძირში წააჭრა. მოძღვარი წამომდგარა, ღმერთისთვის მადლობა შეუწირავს, ცარიელ ტაძარში შესულა და წირვის დაწყება უცდია, მაგრამ იქიდანაც ძალით გამოუყვანიათ და დაუპატიმრებიათ. აპირებდნენ მის იქვე დახვრეტას და კედელთანაც დაუ-ყენებიათ. ბოლო მომენტში შემთხვევით მოუსწრეს მაღალი რანგის ჩეკისტებმა. მათ იცნეს მღვდელი, რომელმაც შეიფარა მათი ბოლშევიკური რაზმი, რომელიც მენშევიკებს ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული და მხოლოდ იარაღის ჩაბარებით გადარჩნენ. მოძღვარი იმჟამად გადაურჩა დახვრეტას, თუმცა მას აუკრძალეს მსახურება და სასულიერი თემაზე საუბარიც კი. რესპრესიები მისი ოჯახის მიმართ არ შეწყვეტილა.

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს მისი ორივე შვილი. 1937
წელს ისევ დააპატიმრეს ვლადიმერი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. როცა ვერანაირი წამებით ვერ აიძულეს ხელი მოეწერა ქაღალდზე, სადაც ვითომ ანტისაბჭოთა ორგანიზაციის სია
იყო ჩამოწერილი, დასახვრეტად სარდაფში ჩაიყვანეს. შემდგომში ვლადიმერი იგონებდა, როგორ დაუმიზნეს იარაღი და ამ დროს გარეთ სარკმელთან საშინელი გრუხუნი გაისმა, იფიქრეს გარედან თავს
დაგვესხნენო, მკვლელს იარაღი შიშისგან ხელიდან გაუვარდა, ხოლო პატიმარი სასწრაფოდ მოაშორეს იქაურებას. როგორც შემდეგ გაირკვა, ამ დროს გარეთ ხეს მეხი დასცემია. ვლადიმერმა ჯერ ზუგდიდის უმაღლესი დაწყებითი სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, მაგრამ როგორც მღვდლის შვილს არც მუშაობის და არც სწავლის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ. ნათესავების დახმარებით ძლივს მოეწყო ხე-ტყის მჭრელად სვანეთში. სამი-ოთხი წლის მძიმე შრომის შემრეგ, 1930 წელს მისცეს უფლება გაეგრძელებინა
სწავლა, რომელიც 1935 წელს დაამთავრა. მიუხედავად უმკაცრესი თვალთვალისა და საკმაოდ მძიმე ავადმყოფობისა, მამა ვარლაამს ჰქონდა კავშირი სხვა სასულიერო პირებთან, რომლებიც ასევე გადაურჩნენ რეპრესიებს. ერთ-ერთ ნა-
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 12-18იანვარი 2017წ გვ.19
მღვდელი ვარლაამ ხვიტია 1879 –– 1945(დასასრული)
თესავ მღვდელთან, პლატონ საჯაიასთან ერთად იგი ღამღამობით ჩუმად აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს საკუთარ სახლში. მარანში ჰქონდა პატარა ქვევრი, რომელსაც საბარძიმეს ეძახდნენ, იქ აყენებდა შავ ღვინოს. გადამალული ჰქონდა პირადი პატარა ბარძიმი და კოვზი. თუ ვინმე სთხოვდა, სიხარულით მიდიოდა გვიან ღამით საზიარებლად. მუდამ ლოცულობდა თურმე. მის შვილიშვილს დიმიტრის სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა ლოცვის სიტყვები, რომელსაც ბაბუამისი გამუდმებით იმეორებდა: „ღმერთო, მრავალმოწყალეო, გადაარჩინე შენ მიერ შექმნილი ქვეყანაო!“ მისი გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგაც იგრძნობოდა სახლში სანთელ-საკმევლის სურნელი და ლოცვის მადლი. იგი არავის უნახავს აღელვებული, მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული, ღმერთს მინდობილი,
ყველანაირ განსაცდელს მშვიდად ხვდებოდა, იჯდა აივანზე გარინდული, ამქვეყნიური სიავისაგან გათიშული, მისჩერებოდა აღმოსავლეთის მხარეს
და ტუჩებს ძლივს შესამჩნევად ამოძრავებდა. ლოცულობდა თავისი სამშობლოსთვის. ამბობდა: „არ შეიძლება ასეთი უღმერთობა დიდხანს გაგრძელდესო“. ახლობლებს ხშირად ეუბნებოდა: „ილოცეთ
დღეში ერთხელ მაინც. გულით რომ სთქვათ, ის მცირე ლოცვაც წაადგება ჩვენს ქვეყანასო“. იგი უხმოდ იტანდა უმძიმეს ფიზიკურ ტკივილებს. უფლებაწართმეული მოძღვარი 1945 წელს ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა.