სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ და გული ხვიტია 1960-93წწ გარდ. 33 წლის, სოხუმი დაბ. ოჩამჩირე აფხაზეთი თამაზ და გული ხვიტია 1960-93წწ გარდ. 33 წლის, სოხუმი დაბ. ოჩამჩირე აფხაზეთი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხვიტია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

271       ბეჭდვა

თამაზ და გული ხვიტია 1960-93წწ გარდ. 33 წლის, სოხუმი დაბ. ოჩამჩირე აფხაზეთი

თამაზ ხუტას ძე ხვიტია დაიბადა 1960 წელს ოჩამჩირის რაიონში, მოსამსახურის ოჯახში.


საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქ. ომსკის მილიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1981 წელს და მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში ინსპექტორის თანამდებობაზე, საიდანაც 1984 წელს კარგი სამსახურისათვის გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში. 1990 წელს სამსახური გააგრძელა სოხუმის შს რაიგანყოფილების საკუთრების დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში. 1991 წელს დაინიშნა აფხაზეთის ა/რ შსს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ. იყო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.



ვინც იცნობდა თამაზ ხვიტიას, ადასტურებს რომ ის იყო კეთილშობილი, ლამაზი, ახოვანი და ნათელი პიროვნება. დედით აფხაზს წუთითაც არ უყოყმანია, როცა სამშობლოს დაძახილზე ერთ-ერთი პირველი ჩადგა აფხაზეთის დამცველთა რიგებში. სხვაგვარი შვილი ვერ გაიზრდებოდა პოლიციის პოლკოვნიკის ხუტა ხვიტიას ოჯახში. როცა საბრძოლო დავალების შესასრულებლად მიდიოდა, მამა შეეწინააღმდეგა – ეგებ ამ ოპერაციაში არ მიგეღო მონაწილეობაო, რაზეც თამაზმა უპასუხა – მე თუ არა, მაშ ვინ უნდა დაიცვას აფხაზეთი მამაჩემოო. ამ სიტყვებით წავიდა 1993 წლის 16 სექტემბერს სოხუმის დასაცავად… და აღარ დაბრუნდა. ამ ბრძოლის შემდეგ თამაზის შესახებ არაფერი იციან.
მშობლები, და-ძმა, მეუღლე და ერთადერთი ვაჟიშვილი დღემდე იმედიანად გასცქერიან გზას… როგორ იქნება არ დაბრუნდეს? როგორ ვიცხოვროთ მისი ნაღვლიანი გამოხედვისა და მუდამსხივჩამდგარი თვალების გარეშე? – გოდებენ ოჯახის წევრები. უჭირს ოჯახს კარგი ყმის – თამაზ ხვიტიას გარეშე!

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს


გული კიტის ძე ხვიტია 1942 სოხუმი - 28 სექტემბერი 1993 წელს გულრიფში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.04.2021
ბოლო რედაქტირება 16.04.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0