გოგა ბარბაქაძე (1 თებერვალი 1981) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 2001 წელს.
მუშაობა დაიწყო თავისუფალ თეატრში, ხოლო 2003 წლიდან რუსთაველის თეატრშია. პოპულარობა მოიპოვა სერიალში "შუა ქალაქში". მონაწილეობდა ფილმებში: "დოგა-დოდა" (რეჟ. დავით ქვარცხავა, 2006); "იდიოტოკრატია" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2008); "თბილისური Love Story" (ნიკა - რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე, 2009); "ყველაფერი კარგად იქნება" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2009); "ოცნების ქალაქი" (ვანიკო - რეჟ. დავით იმედაშვილი 2010); 2011: "მიდი, ძმაო, მიდი" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2011); 2011: "ისფაჰან – ბათუმი" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2011); სერიალებში: "შუა ქალაქში" (დათო - დამდგმელი რეჟ. გოჩა კორხელაური);"პანიკის გარეშე" (დურმიშხანი - რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი); "ტიფლისი"(თავადი არჩილ ორბელიანი - რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი); "ქერჩი" (მავნე - რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი); ნათამაშები როლები რუსთაველის თეატრში: "გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება" (გელა - რეჟ. გიო მგელაძე); "მაგრიტის შემდეგ" (ჰარისი - რეჟ. გიორგი თავაძე); "ნადირობის სეზონი" (ალე - რეჟ. რობერტ სტურუა); "ოლივერ" (მისტერ სოუბერი - რეჟ. დავით საყვარელიძე); "სტუმარი" (სტუმარი - რეჟ. გოშა გორგოშაძე); "შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" (სერ ენდრიუ - რეჟ. რობერტ სტურუა); "ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი" (ზიგი - რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე); "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი" (ანგელოზი, ბატონი ვახტანგი - რეჟ. რობერტ სტურუა); "მიზანთროპი" (ალცესტი - რეჟ. გოშა გორგოშიძე); თავისუფალი თეატრში: "ჰამლეტი" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი); "პროვოკაცია" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი); "ვოიცეკი" (რეჟ. ანდრო ენუქიძე); "დონ ჟუანი" (რეჟ. ალექსი ჯაყელი); "აჩრდილები" (რეჟ. გიორგი შალუტაშვილი); "ტელე მისტერია" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი); "კავკასიური ცარცის წრე" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი); "მშვენიერი ქართველი ქალი" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი); ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.