ალეკო ბეგალიშვილი (4 აპრილი 1968) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1990 წელს.
1990–1995წწ. თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრის მსახიობი; 1995 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები: მ. მაკდონა "ბალიშის კაცუნა" (ყველა მამა, რეჟ. დ. დოიაშვილი), ევრიპიდე "მედეა" (ეგევსი, რეჟ. მ. ჩარკვიანი), მ. მეტერლინკი "ლურჯი ფრინველი" (ახალი წლის ჯადოსნური სული, რეჟ. დ. დოიაშვილი ), ს. მროჟეკი "სახლი საზღვარზე"(მე, რეჟ . დ. დოიაშვილი), ი. მისიმა "მარკიზა დე სადი"(მადამ დე მონტრეი, რეჟ. მ. ბერიკაშვილი), პ. ტრავერსი "მერი პოპინსი“ (ბიძია ალბერტი, რეჟ. დ. დოიაშვილი, გურანდა იაშვილი), "კურკას ქორწილი"(კურკა, აღადგინა ბ. ბეგალიშვილმა) და სხვ.; თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრი: "ბატონებო, ჩვენ ვხუმრობთ"(საყვარელი, ქმარი – რეჟ. დ. კალატოზიშვილი), "ხორუმი ქართული ცეკვაა"(ავტორი, რეჟ. გ. აბესაძე), "ზოიკას ბინა"(ჩინელი, რეჟ. ნ. დემეტრაშვილი); კინოსა და სატელევიზიო ფილმებში შესრულებული როლები: "კალმასობა იოანესი"(ოთარიკა, რეჟ. ზ. მექვაბიშვილი), "ქუჩის დღეები" (პოლიციელი, რეჟ. ლ. კოღუაშვილი), "მანდარინები" აფხაზი მებრძოლი, რეჟ. ზ. ურუშაძე), "ჩემი ცოლის დაქალები" (დუდუ, რეჟ. გ. ლიფონავა) და სხვ. საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის შვილი.