ბადრი ბეგალიშვილი ( 5 აპრილი 1933-2013) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1958–1959წწ. იყო ზუგდიდის შ. დადიანის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1960–1961წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; 1960–1963წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1963 წლიდან მუშაობდა თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში, რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ზურიკელა (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), არისტო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ბაბაჯანა (ლ. იაშვილის "ბაბაჯანას ქოშები" ი. გრიშაშვილის მიხედვით), კურკა (გ. ცაბაძის "კურკას ქორწილი" მ. ჯავახიშვილის მიხედვით), დულიტლი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი", ბ. შოუს "პიგმალიონის" მიხედვით), ლიპარიტი (შ. მილორავას "კახაბერის ხმალი"), ბესარიონი (დ. კლდიაშვილის "სოლომან მორბელაძე"). გადაღებულია ფილმებში: ჭიპილია("ჩარირამა", რეჟისორი ნ. სანიშვილი), ჩიკოტელა ("ჩირიკი და ჩიკოტელა", რეჟისორი ბ. ხოტივარი), მოშიაშვილი (ნ. დუმბაძის "თეთრი ბაირაღები", რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე).