ბადრი ბეგალიშვილი (12 სექტემბერი 1973) მსახიობი.დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1994 წელს.
1992 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები: "ღმერთო რისი გულისთვის" (მიტუშა, რეჟ. ნ. გაჩავა), "საჭიროა მატყუარა" (მატყუარა, რეჟ. ნ. გაჩავა), "კურკას ქორწილი" (ბოღმა ვანო, რეჟ. ბ. გამრეკელი), "მევიოლინე სახურავზე"(ფედკა, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), "გაყრა"(მიკირტუმა, რეჟ. დ. დოიაშვილი), "რომეო და ჯულიეტა" (ლორენცო, რეჟ. დ. მღებრიშვილი), "სირანო დე ბერჟერაკი"(მონფლერი, პოეტი, კარბონი, რეჟ. დ. დოიაშვილი) და სხვ.; სხვა თეატრები: "კუკარაჩა" (მურტალო, რეჟ. ა. ენუქიძე, თეატრალური უნივერსიტეტი), "ვარიაციები პატრიოტულ თემაზე" (ძმა, რეჟ. დ. დოიაშვილი, თავისუფალი თეატრი) და სხვ. საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის შვილი.