მიხეილ ბერიაშვილი (1 ოქტომბერი 1904-1975) მომღერალი,მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდია 1924 წელს.
1924 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აქ მან განასახიერა როლები: რობინი(უ. შექსპირის "უინძორელი მხიარული ქალები"), ეშმაკი(ი. გედევანიშვილის "სანთალი"), მეორე ტუსაღი(პ. კაკაბაძის "მიწისძვრა ლისაბონში"), მიშკა(გ. კირშინის "ლიანდაგი გუგუნებს"), ახალგაზრდა პარტიზანი(ს. შანშიაშვილის "ანზორი"), მეფე(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვ.
1930-1932 წლებში მ. ბერიაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუშაობდა, სადაც 10-ზე მეტი როლი განასახიერა, მათ შორის: ერთორსამა(ო. ლეშას "სამი ბღენძი"), ოფიცერი(ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), კოტკა(ი. მიკიტენკოს "აანთეთ ვარსკვლავები") და სხვ. 1932 წელს მან მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა საოპერო განხრით. 1932-1936 წლებში პარალელურად მუშაობდა "მოსესტრადაში". სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: სტალინგრადის ოპერის(1934-1939), ტაშკენტის ნავოის სახ. ოპერის(1939-1941), თბილისის მუსკომედიის, თბილისში "ზაკოსთან" არსებულ რუსული კომედიის(1941-1942), ერევნის მუსკომედიის(1941-1945) თეატრებში. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. დრამატულ, ოპერისა და მუსკომედიის სცენებზე განასახიერა 120-მდე როლი. ოპერის სცენაზე შესრულებული აქვს ისეთი პარტიები, როგორიცაა: ლენკი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ფაუსტი(შ. გუნოს "ფაუსტი"), ჰერცოგი(ჯ. ვერდისა "რიგოლეტო") და სხვ.