სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
გია ალექსის ძე ბერიაშვილი 1976-2022წწ გარდ. 46 წლის, ირპენში, უკრაინა დაბ. კაზრეთი, ბოლნისი, ცხოვრ. თბილისი გია ალექსის ძე ბერიაშვილი 1976-2022წწ გარდ. 46 წლის, ირპენში, უკრაინა დაბ. კაზრეთი, ბოლნისი, ცხოვრ. თბილისი

1976-2022 წწ. გარდ. 46 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი ბერიაშვილი სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

379       ბეჭდვა

გია ალექსის ძე ბერიაშვილი 1976-2022წწ გარდ. 46 წლის, ირპენში, უკრაინა დაბ. კაზრეთი, ბოლნისი, ცხოვრ. თბილისი

დაიბადა 15 მაისი 1976 წელს კაზრეთში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლი. გარდაიცვალა უკრაინაში საბრძოლო მოქმდებების დროს 17 მარტი 2022 წელს, ქალაქი, ირპენი უკრაინა 


გარდაიცვალა უკრაინაში საბრძოლო მოქმდებების დროს 17 მარტი 2022 წელს, ქალაქი, ირპენი უკრაინა 

ოჯახში იზრდებოდნენ 7 დედმაშვილი, თვითონ ტყუპისცალი (მეორე გოგონა) დარჩა მეუღლე და ერთი გოგონა.

გიას მამა ალექსი ბერიაშვილი დაბადებულია სოფელ მუხათი, თეთრიწყარო, შემდგომ საცხოვრებლად გადავიდა კაზრეთში. 



ტყუპისცალი ლია ამჟამად იმყოფება ემოგრაციაში

კი­ე­ვის ოლ­ქში, შე­ტა­კე­ბი­სას ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ქარ­თვე­ლე­ბი აფეთ­ქე­ბი­სას, ირ­პენ­ში და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი წე­რენ, და­ბომბვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მოჰ­ყვა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი. ამ წუ­თებ­ში და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­დას­ხმის დროს ასე­ვე და­იჭ­რა ერთი ქარ­თვე­ლი და ერთი ფრან­გი მო­ხა­ლი­სე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ტი­ა­ნი და ბე­რი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი იყ­ვნენ და უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძოდ­ნენ. მათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 2014 წელს და­ტო­ვეს.

დავით რატიანი ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი იყო და უკრაინაში დავით ქაცარავასთან ერთად წავიდა. რამდენიმე წლის წინ, ავღანეთშიც ირძოდა. მას 4 შვილი დარჩა.





მასთან ერთად გარდაიცვალა დავით რატიანი

დავით რატიანი 1969-2022წწ გარდ. 53 წლის, უკრაინა, დაბ. მესტია, სვანეთი, ცხოვრ. დრანდა. გულრიფში აფხაზეთი,შემდეგ ცხოვრ. თბილისი

უკრაინაში, საერთაშორისო ლეგიონში მებრძოლი ალექს ბობროვნიკოვი დაღუპულ ქართველ მებრძოლებს იხსენებს და წერს, რომ დათო რატიანთან და გია ბერიაშვილთან ერთად იყო, როცა რატიანი ნაღმზე აფეთქდა. 

ალექს ბობროვნიკოვის თქმით, დათო რატიანი მაშინ აფეთქდა, როცა დაზიანებული ჯარისკაცი მხრებით გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. 

უკრაინელი მებრძოლი, რომელიც დათო რატიანთან ომამდეც მეგობრობდა, მას იხსენებს, ახასიათებს და მადლობას უხდის: 

“უკვე გაჟონა პრესაში, ამიტომ ჩემგანაც შეიძლება უკვე თქმა. 

ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ჩვენი შენაერთიდან. 

ბეროს ცხედარი, მას მერე, რაც წავიდა ჩვენგან, ცეცხლის ქვეშ გამოგვქონდა. 

ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. 

დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან, სიკვდილის შემდეგ, ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა, რაც დღეს მოვყევი კიდეც პრესასთან ისე, რომ სახელი არ მიხსენებია. 

დათომ სიკვდილამდე თან გაიყოლა რამდენიმე ოკუპანტი. ის მეტყვიამფრქვევე იყო. ცხოვრობდა როგორც გმირი, მოკვდა როგორც გმირი – ფრანგ ჯარისკაცს, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული, ეხმარებოდა დანიშნულების წერტილზე მისვლაში. 

ნაღმის აფეთქებისას ადგილზე დაიღუპა. 

დათო ძლიერი, წყნარი, თავმდაბალი, ორგანიზებული და კეთილი იყო. 

დათო რატიანი – მესტიელი სვანი, აფხაზეთის მკვიდრი და კიდევ ერთი სამშობლოს დამკარგავი, ავღანეთის შემდეგ მისთვის მეორე – აფხაზეთში ომის დროს.

შესაძლოა, კიდევ დავწერო დათოზე – ადამიანზე, რომელმაც ჩვენი რამდენიმეთვიანი ნაცნობობისა და ფრონტზე ერთობლივი გასვლის განმავლობაში უამრავი რამ მასწავლა: სამაჩაბლოდან ჩემ მშობლიურ კიევამდე.

ამ წუთამდე მინდა გავიგონო შენი ხმა და შეკითხვები: “ალექს, გაწმინდე ავტომატი?”;

“ალექს, შვიდი შვილის დედა დაღუპულა ცეცხლის ქვეშ, მეომარი, ნახე, რას წერენ?”;

“ალექს, არის სიახლე? როდის გავალთ საბრძოლველად?”

დათო თავის ბოლო ბრძოლაში გუშინ (17 მარტს) გავიდა, დილის ხუთზე. 

ბოლომდე ერთად ვიყავით. 

ნაღმის ნამსხვრევები, რომელმაც ის მოკლა, როცა მტერი ჩვენს ალყაში მოქცევას ცდილობდა, მსუბუქად შეეხო მებრძოლს, რომელიც მას მხრებით გამოჰყავდა და ამცდა მე.

დათოს სათვალის საკიდმა ძაფმა იხსნა ჩემი სიცოცხლე იმ ღამით – ჩვეულებრივმა საკიდმა სათვალისთვის.

ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა გამოვიტანეთ მათი ცხედრები ტყიდან, სადაც ისინი ჩაწვნენ.

ვიცი, განუწყვეტელი ცეცხლის დროსაც დათო აუცილებლად მეტყოდა: “ალექს, ხომ გეუბნები ხოლმე – ნუ მიამაგრებ მჭიდს ასე, ის შეიძლება გატყდეს”.

დათო. 

მადლობა, რომ ჩემთან იყავი. 

მადლობა, რომ იყავი”, – ამბობს ალექსი ბობროვნიკოვი. 

ფოტო ფბ პოსტიდან

 

ჳატნამშრომლა ლეილა ვლადიმერის ასული გერცი (გიას მამის დისშვილი), ქალბატონი  ლეილას მამა, ვლადიმერი,  დაბადებულია თბილისში (მთაწმინდა),  დედა სოფელი მუხათი (თეთრიწყარო)




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.03.2022
ბოლო რედაქტირება 05.06.2022
სულ რედაქტირებულია 24





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0