დაიბადა 1969 წლის 01 აგვისტოს სოფელი, დრანდა, გულრიფში, აფხაზეთი გარდაიცვალა 17 მარტს 2022 წელს, მოხალისედ წავიდა უკრაინაში, სადაც გარდაიცვალა, საბრძოლო მოქმედებების შესრულების დროს. დარჩა მეუღლე და ოთხი შვილი.
მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო მისიებში.
უკრაინაში, საერთაშორისო ლეგიონში მებრძოლი ალექს ბობროვნიკოვი დაღუპულ ქართველ მებრძოლებს იხსენებს და წერს, რომ დათო რატიანთან და გია ბერიაშვილთან ერთად იყო, როცა რატიანი ნაღმზე აფეთქდა.
ალექს ბობროვნიკოვის თქმით, დათო რატიანი მაშინ აფეთქდა, როცა დაზიანებული ჯარისკაცი მხრებით გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან.
უკრაინელი მებრძოლი, რომელიც დათო რატიანთან ომამდეც მეგობრობდა, მას იხსენებს, ახასიათებს და მადლობას უხდის:
“უკვე გაჟონა პრესაში, ამიტომ ჩემგანაც შეიძლება უკვე თქმა.
ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ჩვენი შენაერთიდან.
ბეროს ცხედარი, მას მერე, რაც წავიდა ჩვენგან, ცეცხლის ქვეშ გამოგვქონდა.
ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა.
დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან, სიკვდილის შემდეგ, ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა, რაც დღეს მოვყევი კიდეც პრესასთან ისე, რომ სახელი არ მიხსენებია.
დათომ სიკვდილამდე თან გაიყოლა რამდენიმე ოკუპანტი. ის მეტყვიამფრქვევე იყო. ცხოვრობდა როგორც გმირი, მოკვდა როგორც გმირი – ფრანგ ჯარისკაცს, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული, ეხმარებოდა დანიშნულების წერტილზე მისვლაში.
ნაღმის აფეთქებისას ადგილზე დაიღუპა.
დათო ძლიერი, წყნარი, თავმდაბალი, ორგანიზებული და კეთილი იყო.
დათო რატიანი – მესტიელი სვანი, აფხაზეთის მკვიდრი და კიდევ ერთი სამშობლოს დამკარგავი, ავღანეთის შემდეგ მისთვის მეორე – აფხაზეთში ომის დროს.
შესაძლოა, კიდევ დავწერო დათოზე – ადამიანზე, რომელმაც ჩვენი რამდენიმეთვიანი ნაცნობობისა და ფრონტზე ერთობლივი გასვლის განმავლობაში უამრავი რამ მასწავლა: სამაჩაბლოდან ჩემ მშობლიურ კიევამდე.
ამ წუთამდე მინდა გავიგონო შენი ხმა და შეკითხვები: “ალექს, გაწმინდე ავტომატი?”;
“ალექს, შვიდი შვილის დედა დაღუპულა ცეცხლის ქვეშ, მეომარი, ნახე, რას წერენ?”;
“ალექს, არის სიახლე? როდის გავალთ საბრძოლველად?”
დათო თავის ბოლო ბრძოლაში გუშინ (17 მარტს) გავიდა, დილის ხუთზე.
ბოლომდე ერთად ვიყავით.
ნაღმის ნამსხვრევები, რომელმაც ის მოკლა, როცა მტერი ჩვენს ალყაში მოქცევას ცდილობდა, მსუბუქად შეეხო მებრძოლს, რომელიც მას მხრებით გამოჰყავდა და ამცდა მე.
დათოს სათვალის საკიდმა ძაფმა იხსნა ჩემი სიცოცხლე იმ ღამით – ჩვეულებრივმა საკიდმა სათვალისთვის.
ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა გამოვიტანეთ მათი ცხედრები ტყიდან, სადაც ისინი ჩაწვნენ.
ვიცი, განუწყვეტელი ცეცხლის დროსაც დათო აუცილებლად მეტყოდა: “ალექს, ხომ გეუბნები ხოლმე – ნუ მიამაგრებ მჭიდს ასე, ის შეიძლება გატყდეს”.
დათო.
მადლობა, რომ ჩემთან იყავი.
მადლობა, რომ იყავი”, – ამბობს ალექსი ბობროვნიკოვი.
ფოტო ფბ პოსტიდან
კიევის ოლქში, შეტაკებისას ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ცნობით, ქართველები აფეთქებისას, ირპენში დაიღუპნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.
გარდაცვლილები არიან გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ წუთებში დაღუპული სამხედროების ცხედრების გამოყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე.
გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.
დავით რატიანი ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი იყო და უკრაინაში დავით ქაცარავასთან ერთად წავიდა. რამდენიმე წლის წინ, ავღანეთშიც ირძოდა. მას 4 შვილი დარჩა.
მასთნ ერთდ გარდაიცვალა გია ბერიაშვილი გარდ. 2022 წელს ირპენში, უკრაინა ცხოვრ. ბათუმი