მიხეილ გაგნიძე ( 3 ნოემბერი1901-1968) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრთან არსებული სტუდია 1928 წელს.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1922 წლიდან თბილისში, ნაძალადევის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. 1926 წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დასში; 1928–1936წწ. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: მეზღვაური (ფ. ლიფსკეროვის "კარმენსიტა"), პარტიზანი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), თეთრი ბაპი (შ. დადიანის "თეთნულდი"); 1936 წლიდან მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის ქართულ დასში, სადაც შესრულებული აქვს შემდეგი როლები: პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვ. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც.
გთხოვთ,თუ ვინმეს მოგეპოვებათ ამ პიროვნების სურათი,მოგვაწოდოთ.