თამარ დათუაშვილი ( 18 ნოემბერი 1954) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დ. ანთაძის სახელოსნო) 1976 წელს.
მოღვაწეობდა "მეტეხის თეატრში". მთავარი როლი შეასრულა ფილმიში "კარიერი" (პ. ჩარკვიანი, 1979). მონაწილეობს ფილმებში: "კედელი"(ა. ნინუა, 1966), "ღიმილის ბიჭები" (რ.ჩხეიძე, 1969), "ჩარი-რამა" (ნ. სანიშვილი, 1974), "ზოგი ჭირი მარგებელია" (პ. ჩარკვიანი, 1984), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "პრემიერა"(გ. ლორთქიფანიძე, 1992), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (ე. ბადურაშვილი, 2003), დოკუმენტურ ფილმებში: "სინქრონიზაცია" (გ. მატარაძე, 1977), "ბათუმის ომი" (ზ. ცინცქილაძე, ზ. ბუაძე, 1997).
დათუაშვილი - ობჩა, ქუთაისი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4307/