სულ ვიზიტორი : 52186515
განთავსებული სტატია : 7926

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები
სამაჩაბლო
დათუაშვილი ზვიად 1983 -2008 გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.შუახორგა ხობი სამეგრელო

864       ბეჭდვა

დათუაშვილი ზვიად 1983 -2008 გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.შუახორგა ხობი სამეგრელო

დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე დაიბადა 12 დეკემბერი 1983წელს  სოფ.შუახორგა ხობი სამეგრელო მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

ზვიად დათუაშვილი გემბანზე იდგა, ბიჭებს უყვირა: ბიჭებო, რადარზე რაღაც ჩანს, ფრთხილად იყავითო და... ჩამოვარდა კიდეც პირველი ბომბი... გემის კარისკენ გავარდა, კარი საკუთარი სხეულით ჩახერგა და... ჩაიკეცა...

„მეგობრებს გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცა და ასე მათი სიცოცხლე გადაარჩინა. სიკვდილის დროსაც სხვებზე ზრუნავდა... წავიდა უკვდავებაში და დავრჩი გაუბედურებული, ცოცხალ-მკვდარი დედა“, – იტყვის ამაყი სევდით მარინა ჯგერენაია...

გულმოკლული დედა გაიხსენებს იმ ბედნიერ დღეს, 1983 წლის 12 დეკემბერს, ორი ვაჟი რომ შეეძინა ერთად – ზვიადი და ზაზა...

დედა: „ტყუპები თავიდან ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფიზიკურად. თუმცა, რაც დღე ემატებოდათ, ერთმანეთს ემსგავსებოდნენ. ზვიადი ბავშვობიდან გამორჩეული ხასიათის იყო, კეთილი და მიმტევებელი. როცა ზაზა ატირდებოდა, ზვიადს ეცოდებოდა და ყველა სათამაშოს უთმობდა ხოლმე. თუ ზაზა ავად გახდებოდა, მეორე დღეს ზვიადიც ავად მიხდებოდა...“

ზვიად დათუაშვილი ხობის რაიონში, სოფელ შუახორგაში დაიბადა და გაიზარდა, სკოლის დამთავრების შემდეგ ფოთის ტექნიკურ ლიცეუმში სწავლობდა საბუღალტრო განხრით. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა წითელ დიპლომზე, საბანკო-საფინანსო სპეციალობით. სამხედრო სავალდებულო სამსახურიც უნივერსიტეტში სწავლისას მოიხადა, 2007 წელს კი კონტრაქტი გააფორმა სამშობლოსთან – მსახურობდა საზღვაო ძალებში, გემ „გურია 001“-ის მესაჭე-მესიგნალე იყო.

დედა: „ვიდრე კონტრაქტს გააფორმებდა, ცოტა ხანს გემთშემკეთებელ ქარხანაში მუშაობდა. ერთხელ ხელოსანს მოლბერტი გააკეთებინა, სამსახურში უნდა წავიღოო. ვკითხე, რად გინდა-მეთქი. სამსახურში უსაქმოდ ვიყავი, ზღვა და გემი დავხატე და მომიწონესო. მოლბერტი რომ მექნება, ბევრ სურათს დავხატავ და ყველას გავაჩუქებო. მართლაც, მაშინ გემთშემკეთებელი ქარხნის თითქმის ყველა ოთახში მისი ნახატები ეკიდა. თვითნასწავლი მხატვარი იყო. ხატავდა, მღეროდა, ძალიან უყვარდა პოეზია... დიდი და ძლიერი იყო, მეგობრები სიყვარულით „დათვს“ ეძახდნენ. ვერ იტანდა სხვის დაჩაგვრას, ყველას პატრონობდა. როცა ბიჭები იკრიბებოდნენ, თამადა ყოველთვის ზვიადი იყო, სუფრასთან ყველას – დიდსაც და პატარასაც ბატონობით მიმართავდა. ერთხელ ვკითხე კიდეც, შენს მეგობრებს, ძმებს, ბატონობით რატომ მიმართავ-მეთქი? ბავშვები არიან, უნდა მიეჩვიონ ერთმანეთთან ზრდილობიან მიმართვასა და ქცევებსო, – მიპასუხა. გამორიცხული იყო, მისი თანდასწრებით სუფრასთან ვინმეს ეჩხუბა. განსხვავებულად მოსიყვარულე შვილი იყო. გოგო არ მყავს და სიბერის არ მეშინოდა, ზვიადი მომივლის-მეთქი. პატარა ბავშვივით მეფერებოდა... სამშობლოს სიყვარულს განსაკუთრებულად გამოხატავდა... ჯარში კონტრაქტით წასვლა რომ გადაწყვიტა, შევეწინააღმდეგე, არ მინდოდა მისი გაშვება, მაგრამ არაფრით არ დამიჯერა, პატრიოტი იყო... პასუხისმგებლობა ჰქონდა და როგორც ახლა ვხვდები, გაცნობიერებულიც, რასაც აკეთებდა... ზაზას სამხედრო სამსახურში უნდოდა მუშაობის დაწყება, ზვიადი სასტიკი წინააღმდეგი იყო, რამე რომ მოხდეს, ერთ-ერთი მაინც ხომ უნდა გადავრჩეთო, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია...“

ზვიად დათუაშვილი გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად აპირებდა წასვლას, სიტუაცია რომ დაიძაბა, თბილისში იყო, გერმანული ენის კურსებზე დადიოდა, დოკუმენტებს აწესრიგებდა, მაგრამ 6 აგვისტოს თავისი ინიციატივით გადადო გერმანიაში წასვლა და ფოთში თავის ნაწილში დაბრუნდა.

დედა: „გზიდან დამირეკა, მომიბოდიშა, არ გეწყინოს სახლში ვერ მოვდივარ, ნაწილში უნდა მივიდე, ბიჭებს ვერ მოვატყუებო. ის სასწავლებლად იყო წასული და ნაწილში არ გამოუძახიათ, მაგრამ, სადაც თავისი მეგობრები იყვნენ, იქ წავიდა. დაბომბვამდე 10 წუთით ადრე მელაპარაკა ტელეფონით, დამამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მერე მამამისს დაურეკა და დაამშვიდა, ნუ ნერვიულობო....

რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა, რამდენიმე წლის წინათ გვითხრა, რატომღაც ყურში ვიღაც ხშირ-ხშირად ჩამძახის: ტყვია, ტყვიაო... კალაშნიკოვის გახვრეტილ ტყვიას ჯვართან ერთად ატარებდა... ბოლო პერიოდში ძალიან მორწმუნე გახდა, ყველა ეკლესია შემოიარა, ბოლო ორი თვე ყოველ დილით საგალობლებს უსმენდა, ლოცულობდა, ძალიან უნდოდა, რომ მშობლიურ სოფელში ეკლესია აეშენებინა. ამბობდა, გერმანიიდან რომ ჩამოვალ, მაღალი ხელფასი მექნება და ჩემი სურვილის ასრულებას შევძლებო. ეს დარჩა აუხდენელ ოცნებად... ზვიადის დაღუპვის შემდეგ, სახელმწიფომ რომ გარკვეული თანხა გამოგვიგზავნა დაკრძალვისთვის... ზაზამ მითხრა, ზვიადს ეკლესიის აშენება უნდოდა და ამ თანხით ეკლესია ავაგოთო. შუახორგაში, ღვთისა და კეთილი ხალხის დახმარებით, მშენებლობა უკვე დავიწყეთ, საძირკველი ჩაყრილია, ვცდილობთ, დაწყებული საქმე დავამთავროთ. ეკლესია წმინდა ილია მართლის სახელობის იქნება, ეს ტაძარი მარტო ჩემი შვილის უკვდავებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ ყველა იმ ვაჟკაცისას, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა...“




ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

1 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 1


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

2 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-3 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


სამაჩაბლო


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0