თამარ თარხნიშვილი ( 15 მარტი 1912-2007) მსახიობი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფორტეპიანოს კლასი).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1938 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. როლები: რუქაია (ა. სუმბათაშვილი-იუჟინის "ღალატი"), კლარიჩე (კ. გოლდონის "ორი" ბატონის მსახური"), მარტინა )ფ. დიუმანუარისა და ა დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ნინო (ვ. კანდელაკის "ქართლისჩირაღდნები"), მანანა ორბელიანი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), მადამ პიოჩემი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), ნუცა (. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ელისაბედი (თ. ჭილაძის "მოულოდნელი სტუმარი"), მარია ხოსეკა (ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), ბებია (გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა"), ბანოვანი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ცირა (თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: ხარება და გოგია (1987), მე დავბრუნდები (1982).
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.