სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10631

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი თარხნიშვილი 1973-93წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი გიორგი თარხნიშვილი 1973-93წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი გიორგი თარხნიშვილი 1973-93წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თარხნიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

გიორგი თარხნიშვილი 1973-93წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

 გიორგი ნოდარის ძე თარხნიშვილი დაიბადა 1973 წლის 30 ივნისს, მოსამსახურის ოჯახში.


სწავლობდა თბილისის 107-ე საშუალო სკოლაში. ძალზედ უყვარდა სამშობლო, თანაკლასელები, მასწავლებლები, პოეზია. შესანიშნავად კითხულობდა ლექსებს და გმირობაზე ოცნებობდა.

სულსწრაფი იყო გია. ალბათ, გული უგრძნობდა, რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ 20 ლამაზ გაზაფხულს გაივლიდა და უკვე 15 წლის ასაკში შეირთო მეუღლე, რომელიც წრფელი გრძნობით უყვარდა, შეიქმნა კიდევ ერთი ლამაზი ქართული ოჯახი, რომელიც ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა. სულ მალე მათ ქალ-ვაჟი ციცინო და დავითი შეეძინათ.


ვაჟკაცური ბუნების გია გატაცებული იყო სპორტით. „დოშინკაში“ შავი ქამრის“ მფლობელი იყო. გიამ სამსახურიც რაინდული აირჩია: მუშაობდა  ოპერატიულ ფირმა „დეტექტივში“, შეძდეგ დეტექტიურ საზოგადოება დეტაში,რომელსაც მთელი პასუხისმგებლობის გრძნობითა და თავგანწირვრთ მოეკიდა.

1992 წლის 1 ივლისიდან გიამ მუშაობა დაიწყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველოში. მალე ზემდეგი გახდა,ლამაზ ვაჟკაცს სამხედრო ფორმა ძალზე შვენოდა. საიდუმლო დავალებებს პირნათლად ასრულებდა და თითქმის მთელ სამხედრო ტექნიკას შესანიშნავად ფლობდა. ამიტომაც სულ მალე უფროსების ნდობა და მეგობრების სიყვარული დაიმსახურა.

დაიწყო აფხაზეთის ომი. საქართველოს მთლიანობას საფრთხე დაემუქრა.გია თანამებრძოლებთან ერთად უყოყმანოდ წავიდა ოჩამჩირეში. 1993 წლის 2 აპრილს მტრის ტყვიით გულგანგმირული დაეცა ბრძოლის ველზე. ხანმოკლე მაგრამ ღირსეული ცხოვრებით იცხოვრა და ამიტომაც უდავოდ დაიმსახურა „ღირსების ორდენი“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.07.2021
ბოლო რედაქტირება 04.08.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0