კოტე მიქაბერიძე ( 31 ივლისი 1896-1973) მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. ტემრიუკი, რუსეთი.
დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია.
1919 წელს პირველად გამოვიდა ქუთაისში "ახალგაზრდა მსახიობთა დასში"; 1920-იან წლებში მოღვაწეობდა კინოში; პირველ ქართულ საბჭოთა მხატვრულ ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი" შექმნა მუშა-რევოლუციონერის სახე. ამ როლს მოჰყვა მთელი რიგი საინტერესო სახეები ფილმებში: "ვინ არის დამნაშავე", "დინა-ძაძუ", "ხანუმა" და სხვა. მის მიერ შესრულებული როლები ხასიათდება დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით. 1929 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა. გადაიღო ფილმი "ბებიაჩემი", რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წელი "თაროზე იდო". შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" მიხედვით შექმნა ექსპერიმენტული ფილმი - "ქაჯეთი". ავტორია მხატვრული ფილმისა "დაგვიანებული სასიძო". 1941 წელს სამამულო ომის თემაზე ი. პერესტიანის სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი "ფორპოსტი". ავტორია რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმისა. ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას, მუშაობდა ფილმების გახმოვანებაზე.
მიქაბერიძეები ცხოვრობენ ბოსლევი, ნამოხვანი, ყუმისთავი, წყალტუბო, ჭალატყე