გერმანე (გვარად წულუკიძე) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XVIII საუკუნის 40-იან წლებში, იმერეთის სამეფო კართან დაახლოებული და გავლენიანი მსხვილი ფეოდალური სახლის წევრი. ხანმოკლე მმართველობის შემდეგ გადამდგარა, ბოლოს ნიკორწმინდის ეპოსკოპოსი ყოფილა მიტროპოლიტის ხარისხით.