ბატალიონი `მონადირე, სრული სია. წიგნიდან "საქართველო"
თემური ვიბლიანი გრიშას ძე (1959-93) გარდაიცვალა 34 წლის აფხაზეთის ომი 1992-93
დაიბადა გულრიფშის რაიონი სოფელი საკენში 1959 წლის 16 თებერვალს, სწავლობდა დრანდაში, დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ელექტრიკოსის განხრით. მუშაობდა მეფრინველეობის ფაბრიკაში მთავარ ტექნკოსად. ომში წავიდა მოხალისედ, 1993 წლის ივნისის თვეში ქვედანაყოფი წავიდა უღელტეხილის დასაზვერად. მოყვა ჩასაფრებაში. თემური აფეთქდა ნაღმზე
დარჩა სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი
თორნიკე გვარმიანი სგან
თემურ ვიბლიანი
ზემსახური, რიგითი ვიბლიანი თემურ გრიგორის ძე დაბადებული 1959 წლის 16 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფ. აშორსკში. სასაზღვრო ჯარების შემადგენლობაში იყო ჩარიცხული 1993 წლის 24 ივნისს ზემოთაღნიშნულ თანამდებობაზე.
იმავე წლის 16 ივლისს საკენსა და ტყვარჩელს შუა, დარჩვის გადასასვლელზე, საკენის საგუშაგოს ათკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, სადაც შეხვდათ აფხაზების შეიარაღებული ჯგუფი. შეტაკების დროს თემურ ვიბლიანი მძიმედ დაიჭრა გულმკერდის არეში. სამედიცინო დახმარება უშედეგო აღმოჩნდა.
დასაფლავებულია გულრიფშის რაიონის სოფ. საკენის სასაფლაოზე 1993 წლის 20 ივლისს. დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის.
წყარო მარინა ნაჭყებია