სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი 1971-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი 1971-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი 1971-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვიბლიანი სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი 1971-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი

დაიბადა 1971 წლის 24 მარტს ქ. გაგრის რაიონი, სოფ. ბზიფში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, რომელიც გაიარა ქ. დნეპოპეტროვსკში.  1991 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. გაგრის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში, სადაც მალევე დაიმსახურა სიყვარული და ავტორიტეტი თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის, როგორც თავისი საქმის მაღალპროფესიონალურ დონეზე  შემსრულებელმა მუშაკმა.


აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდანვე, ზურაბ ხვიბლიანი გგარის ბატალიონში ჩაირიცხა რიგით ჯარისკაცად 1992 წლის 16 აგვისტოდან. ის ერთ-ერთი პირველი აღუდგა წინ იარაღით აფხაზ ექსტრემისტებს მშობლიური ქალაქისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ის  გამოირჩეოდა სიმამაცითა  და დიდი პასუხისმგებლობით, იყო დისციპლინიანი და შემსრულებელი,  რის გამოც არაერთხელ დაუმსახურებია მადლობა მეთაურებისაგან. მან მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა მიიღო ყველა საბრძოლო ოპერაციებში ბატალიონთან ერთად.   

მტრის მიერ გაგრის აღების შემდეგ ზურაბ ხვიბლიანს და მის მეგობრებს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტიათ, პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდნენ. 

1992 წლის 2 ოქტომბერს მოწინააღმდეგის შემოტევის დროს ზურაბ ხვიბლიანი გმირულად დაიღუპა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე  იცავდა მშობლიურ ქალაქს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

2001 წლის 2 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის #551 განკარგულებით ზურაბ ხვიბლიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.


ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი გაგრის ბატალიონში ჩაირიცხა რიგითად 1992 წლის 16 აგვისტოს. ის ერთ-ერთი პირველი აღუდგა წინ იარაღით აფხაზ სეპარატისტებს, მშობლიური ქალაქისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. გამოირჩეოდა სიმამაცით, დიდი პასუხისმგებლობით, იყო დისციპლინიანი და შემსრულებელი, რის გამოც არა ერთხელ დაუმსახურებია მადლობა მეთაურებისაგან. მან მონაწილეობა მიიღო ყველა საბრძოლო ოპერაციაში ბატალიონთან ერთად. 1992 წლის 2 ოქტომბერს მოწინააღმდეგის შემოტევის დროს, ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი გმირულად დაიღუპა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა მშობლიურ ქალაქს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2021
ბოლო რედაქტირება 28.04.2026
სულ რედაქტირებულია 2




ვიბლიანი - გვარის 1 ღვთისმსახური

2 0

თემური ვიბლიანი 1959-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. საკენი გულრიფში

3 0


თამაზ ვიბლიანი 1962-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კიჩხულდა მესტია სვანეთი

1 0

ზურაბ ბიძინას ძე ვიბლიანი 1962-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია.

3 0

ხვიჩა სამშეს ძე ვიბლიანი გარდ. 1992წ აფხაზეთი

3 0

ჯამბულ ვიბლიანი დ.1990წ მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი მესტია სვანეთი

1 0

7 8 1