სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10673

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ ვიბლიანი 1962-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კიჩხულდა მესტია სვანეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვიბლიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

თამაზ ვიბლიანი 1962-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კიჩხულდა მესტია სვანეთი

დაიბადა 1962 წლის 25 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფ. კიჩხულდაში. 

საშალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ დაიწყო მუშაობა მესტიის შსს საქალაქო განყოფილებაში. იგი კეთილსინდისიერად  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას,  რის გამოც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა პოლიციის თანამშრომლებთან. 1989 წელს თავისი ბედი დაუკავშირა თავის გულისწორს ლელა ქოჩქიანს, იმავე წელს გადადის სამუშაოდ გაგრის  შს საქალაქო განყოფიკლებაში. პარალელურად სწავლობდა კალინინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაუსწრებლად. ახალგაზრდა მამა ქალიშვილების მომავალაზე ოცნებობდა, მაგრამ ამ უთანასწორო ომის გამო არ დასცალდა.


აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე უყოყმანოდ ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. გაგრის დაცემის დღეს, 2 ოქტომბერს მძიმედ დაიჭრა, განკურნების შემდეგ  ქ. სოხუმში დაბრუნდა თავისი ბატალიონის შემადგენლობაში. 

1993 წლის 5 ივლისს სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს ჭურვის აფეთქების შედეგად მიიღო სასიკვდილი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. . . 

მეგობრები სიყვარულით იგონებენ თამაზს, ის იყო ვაჟკაცობით დაჯილდოვებული ადამიანი, მარტო მისი ფიზიკური მონაცემები რად ღირდა, ძლიერი, სპორტული აღნაგობის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი იუმორის გრძნობას არ კარგავდა. მას ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა, რომ ეს მისი მეგობრებისა და თანატოლების ვალი იყო. 

თამაზ ვიბლიანი დაკრძალულია სოფელ კიჩხულდაში, მამისეულ საგვარეულო სასაფლაიოზე. 

იგი დაჯილდოვებულია სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და სიმამაცისათვის სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით.

მსუბუქი იყოს შენს მკერდზე ქართული მიწა, ვალმოხდილი მამულიშვილო.    



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2021
ბოლო რედაქტირება 12.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0