სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გაგა იმერლიშვილი 1973-93წწ გარდ. 20 წლის, შრომა  აფხაზეთი დაბ. ხაშური გაგა იმერლიშვილი 1973-93წწ გარდ. 20 წლის, შრომა  აფხაზეთი დაბ. ხაშური გაგა იმერლიშვილი 1973-93წწ გარდ. 20 წლის, შრომა  აფხაზეთი დაბ. ხაშური

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი იმერლიშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

344       ბეჭდვა

გაგა იმერლიშვილი 1973-93წწ გარდ. 20 წლის, შრომა აფხაზეთი დაბ. ხაშური

გაგა იმერლიშვილი დაიბადა 1973 წლის 16 ნოემბერს. დაამთავრა ხაშურის #25 საშუალო სკოლა.1992 წლის 18 მაისს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, სამხედრო ფიცი 19 ივნისს მიიღო. მსახურობდა ს/ნ 2054 შ.ს.ს შნაგანი ჯარების საპატრულოო პოლკის 1 ბატალიონში, რიგითად. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს მიიღო ჯერ უმცროსი სერჟანტის და შემდეგ სერჟანტის წოდებები.



შინაგანი ჯარების სამმართველო, გაზეთი ,,თბილისი’’, 9ივლისი, 1993 წელი.
კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე შეეწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას, გმირულად დაეცა ოცი წლის გაგა თარიმანის ძე იმერლიშვილი.
მისი ნათელი ხსოვნა, ვაჟკაცური შემართება მარად დარჩეაბა ახლობლებისა და მეგობრების გულში.
გაგა იმერლიშვილი. იგი ცხრამეტი წლისა იყო. სოფელ შრომაში დაიღუპა გმირულად. იყო შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის პირველი ბატალიონის სერჟანტი.იბრძოდა სამაჩაბლოში, აფხაზეთში დამთავრდა მისი სიცოცხლე და ვალმოხდილ მამულიშვილებთან ერთად ზეციურ საქართველოში გადასახლდა. ნათელში იყოს შენი სული, გაგა.
გაზეთი ,,თბილისი’’, 24 აგვისტო, 1993 წ.


19 წლის ხაშურელ ზურიკო ტალახაძეს, ნატყვიარ მკლავზე მეტად მეგობრის, გაგა იმელიშვილის, დაკარგული სიცოცხლე ტკივა. სასთუმალზე მისი უბის წიგნაკი უდევს და ცრემლიანი თვალებით დასცწერის. ,, მთისკენ პოზიციების დასაკავებლად მმივიწევდით, მაგრამ გონს მოსვლა არც გვაცალეს, დაგვბომბეს. გაგა ნამსხვრევებმა დაფლითა. აი, ეს უბის წიგნაკი დამრჩა...’’
გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა’’, ხუთშაბათი, 8 ივლისი, 1993 წ.

,,ჯარში წავედი თვრამეტი წლისა,
ფიცი მივეცი ჩემს საქართველოს.
თუ ამ ფიცს გავტეხ, მე მომხვდეს ტყვია,
რომ საქართველოს არ ვუღალატო’’.


არც უღალატია, თუმცა... მაინც მოხვდა ტყვია, ტყვია, რომელმაც ასე ულმობლად შეიწირა გაგა იმერლიშვილის ლამაზი სიცოცხლე. ის მხოლოდ 19 წლისა იყო- ასეთ პატარა, მაგრამ უკვე ძალიან დიდი. მეოცე გაზაფხულთან შესახვედრად ემზადებოდა, მაგრამ...
1993 წლის 5 ივლისი... აფხაზეთი... ოჩამჩირის რაიონ სოფ. შრომა... მოწინააღმდეგის სამხედრო შენაერთებმა შეძლეს ზეგანის მაღლობის ალყაში მოქცევა. მაღლობზე დარჩენილი ჩვენი მებრძოლები დახმარებას ითხოვდნენ. პირველი, ვინც მათ თხოვნას გამოეხმაურა, საპატრულო პოლკის 1 ბატალიონი იყო. გაგა და მისი თანამებრძოლები შეეცადნენ ალყის გარღვევას, რაც მოახერხეს კიდეც ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ და ალყაში მოქცეულებს შეუერთდნენ. ალყა უკვე გარღვეული იყო და შეიძლებოდა მცირე შესვენება. ორმხრივი სროლაც შეწყდა. ბიჭები ხის ქვეშ ჩამოსხდნენ დასასვენებლად, მათ შორის ხაშურელი მეომრებიც იყვნენ. ამ დროს ხეს გრადის ტიპის რაკეტა მოხვდა და აფეთქდა. დარჩა მხოლოდ ერთი ხაშურელი - ზურა ტალახაძე. სხვები კი, მათ შორის გაგაც, სასიკვდილოდ დაიჭრნენ. მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო.
ზურა ტალახაძე იხსენებს: ,,აფეთქების შემდეგ მე ვიყვირე, გაგა, მიშველე მეთქი, რომ მოვიხედე ის სისხლში ცურავდა. ერთადერთი, რაც მითხრა, იყო, ზურა არ მიგვატოვოო და გარდაიცვალა’’. მძიმედ დაჭრილი ზურა კი პირდაპირ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანს.
,, აღნიშვნა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ: - გაგა იმერლიშვილი ყველა საბრძოლო ოპერაციის ჩატარებისას მამაცურად იბრძოდა. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, სოფელ შრომაში, ზეგანის მაღლობის აღბისას. 1993 წლის 5ივლისს, საბრძოლო მოვალეობების სესრულებისას დაიღუპა გმირულად. სიკვდილის შემდეგ წარდგენილია მთავრობის ჯილდოზე მხედრული მამაცობისთვის. ს/ნ 2054-ის საპატრულო პოლკის 1 ბატალიონის მეთაური, მაიორი ბ. კანდელაკი’’.

მიღებული აქვს მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში: შიდა ქართლში - სამაჩაბლოში, აფხაზეთში -ოჩამჩრში, ტამიშში, ცაგერაში, ცხენისწყალზე, ლაბრაში, ძველ კინდღში, სოხუმის დაცვაში, გუმისთავზე, შრომის ზეგანის მაღლობის აღებაში.
ს/ნ 2054 შ.ს.ს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის 1 ბატალიონის მეთაური, მაიორი ბ. კანდელაკი: გაგამ ზვარაკად მიიტანა თავისი უმწიკვლო სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე. უყვარდა მამული და თავიც დასდო მისთვის, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ ის მხოლოდ 19 წლისა იყო..


ჯგუფური ფოტო: 

(ს/ნ 2054) საქართველოს შინაგანი ჯარი. საპატრულო პოლკი.  სამაჩაბლო, 1992 წლის ივლისი სამშვიდობო ძალები ქართული ბატალიონი. მესამე ასეულის მეომრები დასვენებისას ქალაქ გორში. ასეულის მეთაური, მაიორი ბიჭიკო კანდელაკი. მოადგილე, მაიორი ვახო ცანკაშვილი. ოცეულის მეთაურები: მაიორი ბესარიონ აფციაური, კაპიტანი ვეფხია ბიჩინაშვილი, მაიორი ბესარიონ ლეკიაშვილი.
1 რიგში დგანან: გია ბუდაღაშვილი, ზვიად მარღიშვილი, გოჩა კენჭაძე, მამუკა სამხარაძე, ემზარ ვახტანგიშვილი, დავით კვინიკაძე, თემურ თივათელიძე, კახა გიქორაშვილი, ???.
2 რიგში სხედან: გოჩა ბალიაშვილი, ჯუმბერ გელაშვილი, ზვიად მიქელაძე (კობა მამულაძე), ლაშა ცერცვაძე ,კობა ლომიძე (ანტონ გრიგორიანი), ზვიად ჯაშიაშვილი.
3 რიგში გაგა იმერლიშვილი, მერაბ კაციაშვილი, იგორ ??? , გია მაჩალაძე, გივრიზ მამულაშვილი, კახა ვარაზაშვილი.
სურათის გადაღებიდან ერთ წელიწადში
1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთში კინდღში გმირულად დაიღუპა თემურ თივათელიძე, მამუკა სამხარაძე. 5 ივლისს კი ზეგანზე გმირულად დაიღუპა გაგა იმერლიშვილი, მძიმედ დაიჭრნენ გია ბუდაღაშვილი და გივრიზ მამულაშვილი.


ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.07.2020
ბოლო რედაქტირება 10.04.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0