სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თემურ თივათელიძე 1972-93წწ გარდ. 20 წლის ტამიში, აფხაზეთი. დაბ. სოფ. ჩუმათელეთი, ხაშური თემურ თივათელიძე 1972-93წწ გარდ. 20 წლის ტამიში, აფხაზეთი. დაბ. სოფ. ჩუმათელეთი, ხაშური

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თივათელიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

თემურ თივათელიძე 1972-93წწ გარდ. 20 წლის ტამიში, აფხაზეთი. დაბ. სოფ. ჩუმათელეთი, ხაშური

თემურ თივათელიძე დაიბადა 1972 წლის 9 თებერვალს, ხაშურის რაიონში,სოფელ ჩუმათელეთში


ტყვია არ არჩევს, ვისი ჯერია. ომმა დატოვა უამრავი უბედური ადამიანი, შაოსანი მეუღლე, და და დედა, შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ბევრი ბედნიერი ოჯახი აქცია უბედურად.
უბედურება მოიტანა 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებულმა აფხაზეთის ომმა თემურ თივათელიძის ოჯახშიც. თემური 1993 წლის 2 ივლისს დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ძვ. კინდღის მიდამოებში გამართულ ბრძოლაში.
თ.თივათელიძე დაიბადა 1972 წლის 9 თებერვალს, ხაშურის რაიონში,სოფელ ჩუმათელეთში. ჩუმათელეთის დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლოა განაგრძო იტრიის საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა 109-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, მიიღო ელმავლის მემანქანის თანაშემწის და მესამე თანრიგის ელმავლის შემკეთებელი ზეინკლის კვალიფიკაცია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე თვე, მუშაობდა ელმავლის მემანქანის თანაშემწედ.


1991 წლის 13 ივნისს თემური გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების ს/ნ 2054- ის რიგებში. აღნიშნული ნაწილი მონაწილეობდა სამაჩაბლოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
1993 წლის 18 ივნისიდან ს/ნ 2054 გადაიყვანეს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ძველ კინდრში. თემური და მისი თანამებრძოლები აქტიურად ჩაებნენ საბრძოლო მოქმედებებში და ღირსეულად ასრულებდნენ მეთაურთა საბრძოლო დავალებებს. მონაწილეობდნენ ქ.სოხუმის, ქ. ოჩამჩირის, ტამიშის და ძვ. კინდღის დაცვისათვისწარმოებულ ბრძოლებში.


1993 წლის 2 ივლისს აფხაზების მხრიდან დაიწყო მასირებული შეტევა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ძვ. კინდღის მიმართულებით. მტერმა ალყაში მოაქცია თემურის და მის თანამებრძოლთა ბატალიონი. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და რამდენიმესაათიანი უშეღავათო ბრძოლის შემდეგ გმირულად დაიღუპნენ. თემურ თივათელიძე დაკრძალულია სოფ. ჩუმათელეთის ძმათა სასაფლაოზე. ასე ნაადრევად დასრულდა კიდევ ერთი სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდის სიცოცხლე, მართლაც რომ, ტყვია არ არჩევს, ვისი ჯერია.


ვიგონებ იმ მომენტს, როცა დღეობაზე, ტოლ-ამხანაგებთან ერთად მჯდომი, ამბობდა სადღეგრძელოს. ჯერ საქართველოს სადღეგრძელოს შესვამდა, შემდეგ საქართველოს ყველა სალოცავს დალოცავდა. ძალიან მორწმუნე და მოსიყვარულე იყო, ღვთის მიმართ უდიდესი სიყვარული ჰქონდა.
ერთხელ, საბრძოლო ოპერაციის შემდეგ, სოხუმიდან ბრუნდებოდნენ, მან და მისმა თანამებრძოლებმა გზად ჩემთან შემოიარეს, სუფრა გავუშალე, 12-13 ჯარისკაცი იქნებოდა, სამხედრო დაწილში ბრუნდებოდნენ. წაიხემსეს და სუფრასთან მეც მიმიწვიეს, თემურმა ჭიქა აიღო და სადღეგრძელო წარმოთქვა: - ,,ბიჭებო, ჩვენ შორის ვინც ადრე დაიღუპება, იმის მოგონება იყოს’’- მე დავუშალე, შვილო, მაგის თქმა არ შეიძლება, თქვენ ახალგაზრდები ხართ, თქვენთან სიკვდილს რა უნდა, ჯერ მე ვარ უფროსი, ჩემი ჯერია-მეთქი მაგრამ ასეთი პასუხი მივიღე: - ,,მამა ჩვენ პირდაპირ ომში ვიმყოფებით, ტყვიამ არ იცის, ვისი ჯერი არისო’’ -ალბათ, გული უგრძნობდა ასე რომ უნდა მომხდარიყო.
ძველებური ნათქვამია: ‘’შვილი მწარეც არის და ტკბილიცო’’. პირველი შვილი, პირველი სიყვარული, მით უმეტეს, ბიჭი. ძალიან გავიხარე, ვზრდიდი ჩემთვის და ვუზრდიდი სამშობლოს. ვფიქრობდი, გვარს გააგძელებდა, მაგრამ მტერმა არ დააცალა და მანაც სამშობლოს შესწირა თავი.
მამა

თემური კლასში პირველი მოსწავლე იყო, იყო ბეჯითი და მუყაითი, ბუნებით გულმართალი, ალალი. ყველას მიმართ მოკრძალებული და სიკეთით სავსე. მან კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩამოაყალიბა თემურელთა რაზმი, რომელიც დახმარებას უწევდა მარტოხელა და მიუსაფარ ოჯახებს. მზრუნველობას არ აკლებდნენ სოფლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. თემურს შრომის სიყვარული ოჯახიდან მოსდევდა, მისი ოჯახი ხომ ალალი და პატიოსანი შრომით არსებობს. მისი დაღუპვა და მსხვერპლად შეწირვა სამშობლოს საკურთხეველზე სიმბოლურია. თემური სხვაგვარად ვერ მოიქცეოდ.
ციური ულუმბერაშვილი




სოფელ კინდღში გმირულად დაეცა შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის რიგითი მებრძოლი, შინ კი მოუთმენლად ელოდნენ ოჯახის წევრები. შენ ხომ გვარდიის შექმის პირველი დღიდან ჩაიცვი ჯარისკაცის ფარაჯა. მას შემდეგ არ გამოგრჩენია არც ერთი კონფლიქტი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში. შენ ღირსეულად, გმირულად მოიხადე ვალი საქართველოს და შენი ერის წინაშე. მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის ქართული მიწა,ჩვენო ‘’კირწა,,
საქართველოს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკი ს/ნ 2054.
გაზეთი ,,თბილისი’’, 24 აგვისტო 1993 წელი.




ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.07.2020
ბოლო რედაქტირება 30.06.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0