სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9594

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი აბიათარი 1990-2008წწ. გარდ. 18 წლის, სამაჩაბლო  ცხოვრ. სოფ. ჯაფარიძე დედოფლისწყარო გიორგი აბიათარი 1990-2008წწ. გარდ. 18 წლის, სამაჩაბლო  ცხოვრ. სოფ. ჯაფარიძე დედოფლისწყარო

1990-2008 წწ. გარდ. 18 წლის

სამაჩაბლო

გვარი აბიათარი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

245       ბეჭდვა

გიორგი აბიათარი 1990-2008წწ. გარდ. 18 წლის, სამაჩაბლო ცხოვრ. სოფ. ჯაფარიძე დედოფლისწყარო

18 წლის დედისერთა გიორგი აბიათარი მანქანიდან ჩამოსვეს, მაგრამ მეორე მანქანაში აიპარა…
გიორგი აბიათარი დედისერთაა, სამხედრო სავალდებულო სამსახური არ ეხება. 18 წელი შეუსრულდება თუ არა, მაინც წავა… 2 თვეც არ იმსახურებს – ომი დაიწყება. მუხლზე პრობლემები ჰქონდა, ომში არ მიჰყავთ, კომისია უნდა გაიაროო. პირველი მანქანიდან ჩამოსვამენ. მეორე მანქანაში ავა და ომში მაინც წავა…


გიორგი აბიათარი კოჯორში დაიბადა 1990 წლის 5 აპრილს, იზრდებოდა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ჯაფარიძეში. დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. დედისერთა იყო, მაგრამ ოჯახს უჭირდა და ვერ ანებივრებდნენ.


2008 წლის 5 აპრილს გიორგის 18 წელი შეუსრულდა.
დედა: „ძალიან მინდოდა მისი დაბადების დღე რომ აღმენიშნა, აღვნიშნეთ, მაგრამ ბევრის დაპატიჟება ვერ შევძელი და მოვუბოდიშე, ყველა ვერ დაგიპატიჟე-მეთქი. მომეხვია, მერე რა მოხდა, 19 წლის თუ სამხედრო ნაწილში გავხდები, 20 წლის ხომ სახლში ვიქნები და მაშინ გადავიხადოთ დიდი დაბადების დღეო…“

დედამ გადაუხადა დაპირებული დიდი დაბადების დღე, ყველა იყო – თანაკლასელები, ნათესავები, ჯარის მეგობრები. აღარ იყო გიორგი… გიორგი ვეღარც 19 წლის გახდა, ვეღარც ოცის…
დედა: „ბოლოს 27 ივლისს ვნახე, ღუდუშაურის კლინიკაში რომ მყავდა – მუხლი ტკიოდა… მთელი დღე ხელი ჰქონდა გადახვეული და მიყვარხარო, მიმეორებდა… რომ გამომაცილა, ჩამეხუტა და ისე დამემშვიდობა…. მას მერე მისი ხმა აღარ გამიგია… ომში რომ მიდიოდნენ, გიორგი არ მიჰყავდათ, მანქანიდან ჩამოუსვამთ, შემოწმება გაქვს გასავლელიო, მაგრამ მანქანაში მაინც ასულა, შემდეგ უკვე გორში უნახავთ, ტყვია-წამალს რომ ურიგებდნენ“.


გიორგი აბიათარი 8 აგვისტოს, ერედვში დაიღუპა – მტრის ჩამოგდებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.

ელიკო ზედელაშვილი, მასწავლებელი: „გიორგი ცელქი, დაუდეგარი, უსაზღვროდ კაცთმოყვარე, მეგობრებისთვის თავგანწირული ბიჭი იყო. ისტორიკოსობაზე ოცნებობდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა იყო, სრულებითაც არ იყო ჩაკეტილი.

ტრიალებდა ყველგან, სკოლაში, მეგობრებში, მეზობლებში. ბოლო შეხვედრისას დიდი სიყვარულით და სიამაყით მითხრა: მე ჯარში წავედიო. მე კი გავეხუმრე: მაშ მშვიდად ვიყო გიორგი-მეთქი? დიახ, გჯეროდეთ ჩემიო. დავიჯერე გიორგი, დავიჯერე…“
გიორგი აბიათარი გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით…

გაზეთ „პრაიმტაიმის“ წერილების ციკლის „გმირი“ მიხედვით
აბიათარი - გარდაბანი, თეთრიწყარო



მემორიალზე ომში დაღუპული გმირების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, მათ შორის არიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები: გოჩა ილურიძე, გიორგი აბიათარი, ბესიკ მამიაური და ილია შავერდაშვილი. 


ილია შავერდაშვილი 1989-2008წწ გარდ. 19 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. ენისელი ყვარელი


გიორგი აბიათარი 1990-2008წწ. გარდ. სამაჩაბლო ცხოვრ. სოფ. ჯაფარიძე დედოფლისწყარო


გოჩა ილურიძე 1990 -2008 წწ გარდ. სოფელი ერედვი, სამაჩბლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი, დაბ. სოფ. ზემო ქედი, დედოფლისწყარო


ბესიკ მამიაური 1988-2008წწ გარდ. 20 წლის სამაჩაბლოში, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, დაბ. ახმეტა, კახეთი



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
რედაქტირება 15.01.2022, 08.02.2022, 08.03.2022, 09.03.2022, 25.04.2022, 25.04.2022





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0