სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მამუკა სამაკაშვილი ნუგზარის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გაგრა აფხაზეთი ცხოვრ. წყალტუბო მამუკა სამაკაშვილი ნუგზარის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გაგრა აფხაზეთი ცხოვრ. წყალტუბო

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი სამაკაშვილი სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

437       ბეჭდვა

მამუკა სამაკაშვილი ნუგზარის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გაგრა აფხაზეთი ცხოვრ. წყალტუბო

კაპრალი სამაკაშვილი მამუკა ნუგზარის ძე 1986-2008წწ მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


 

სენაკის ბაზიდან დაჭრილი ჯარისკაცები გადაჰყავდა საავადმყოფოში 22 წლის ჯარისკაცს, რუსულმა ბომბმა რომ იმსხვერპლა.

მამუკა სამაკაშვილი 5 წლის იყო, როცა მშობლიური გაგრა დაატოვებინეს. იზრდებოდა წყალტუბოში. მათი ოჯახი სანატორიუმ „საქართველოში“ იყო შეხიზნული.

უფროსი და გაიხსენებს, რომ მამუკა ძალიან ცელქი, მოუსვენარი და ხიფათიანი ბავშვი იყო, უნიჭიერესი მოსწავლე... წყალტუბოს მეორე საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის ბანკეტიდან ერთ კვირაში კი ჯარში წავიდა, ვალის მოსახდელად. მსახურობდა ქუთაისში, 6 თვის თავზე კონტრაქტი გააფორმა. ჯერ ვაზიანში და შემდეგ სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. წოდებით კაპრალი იყო, მუშაობდა მძღოლად, უფროსობა დაჰყავდა... კონტრაქტის ამოწურვამდე 8 თვე ჰქონია დარჩენილი. შეთავაზებაც მიუღია კარგ სამსახურზე, მაგრამ ჯარი არ მიუტოვებია, ქვეყანას, ბიჭებს ვერ ვუღალატებო.

ოჯახის წევრებმა, ომამდე ერთი კვირით ადრე ნახეს.

ნინო სამაკაშვილი, და: „წყალტუბოში ვცხოვრობთ, მაგრამ ზაფხული იყო და სოფელში ვიყავით. იქ ჩამოვიდა, 2 დღე დარჩა, კვირა დღეს წავიდა სენაკში, ჭიშკრიდან რომ გავიდა, მოგვისიგნალა, ეს იყო და ეს... ერთ კვირაში გარდაიცვალა... ტელეფონით ხშირად ვესაუბრებოდით, გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, კარგად ვარ, ბაზიდან არ გავყავართო. ჩვენც ამის იმედი გვქონდა...


8 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე დამირეკა, მანქანა გამოვატანე მეზობლის ბიჭს და წყალტუბოში მოიყვანსო. მე გავბრაზდი, ბაბუა გვყავდა მომაკვდავი და ბარემ მოსულიყავი-მეთქი სახლში, ხომ იცი, რომ ბაბუა სიკვდილის პირასაა-მეთქი. გოგო, რანაირად მოვიდე, ვერ გაიგე, ომია, ომიო!!! – შემზარავი ხმით მითხრა. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები...

დაღუპვამდე სამი დღით ადრე სიზმარში ცისარტყელა ვნახე, რომელსაც ერთი რკალი მთლიანად ჩამოვარდნილი ჰქონდა... იმ ღამით, როცა დაიღუპა, დედამ ნახა სიზმრად ჯარის ბიჭები, ყველა იყო, ნაცნობი, უცნობი, დაჭრილები, ცოცხლები, მაგრამ მამუკას ვერსად მივაგენიო, იმ დროს უკვე გარდაცვლილი ყოფილა მამუკა, ჩვენ ჯერ არ ვიცოდით... ჩვენ, 9 აგვისტოს, გამთენიისას შეგვატყობინა მისი დაღუპვა მეზობელმა... იმ დღესვე მოასვენეს ცხედარი...

დაჭრილი რეზერვისტები გადაჰყავდა სენაკში, საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მძღოლის გვერდით იჯდა ჩემი ძმა. როგორც ვიცით, ადგილზევე გარდაიცვალა... დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ, მაგრამ უფრო, ადამიანი დროთა განმავლობაში ეგუება ასეთ ტკივილს... 22 წლის დაიღუპა, ამ ასაკში იმდენი სითბოს და სიყვარულის დატოვება მოახერხა, ზოგი ას წელიწადს ვერ შეძლებდა... მანქანები უყვარდა, ერთ წელიწადს სამი მანქანა გამოიცვალა... ბოლოს რომელიც იყიდა, იმაზე ამბობდა, ამას უკვე აღარ შევცვლი, ბოლოაო. ალბათ, გული უგრძნობდა...“

ითამაშრომლა ია ჯემალის ასულმა კუხალაშვილმა დაბადებულია 1960 წელს წყალტუბოში, მუშაობს ადგილობრივ მუზეუმში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0