სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ილია შეყლაშვილი ვაჟას ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. თბილისი წარმ. საჩხერე ილია შეყლაშვილი ვაჟას ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. თბილისი წარმ. საჩხერე ილია შეყლაშვილი ვაჟას ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. თბილისი წარმ. საჩხერე ილია შეყლაშვილი ვაჟას ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. თბილისი წარმ. საჩხერე

1984-2008 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი შეყლაშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ილია შეყლაშვილი ვაჟას ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. თბილისი წარმ. საჩხერე

ილია შეყლაშვილი ვაჟას ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1984 – 2008


კაპრალი ილია შეყლაშვილი შინდისში დაღუპული გმირებიდან ერთ-ერთია. სნაიპერის ტყვია მას მაშინ დაეწია, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლები შუა ცეცხლიდან გაჰყავდა. „მკერდით იცავდა ხალხს, დაჭრილები გამოჰყავდა, გმირულად იბრძოდა“

 


 – თანამებრძოლების ნათქვამი ამ სიტყვებით ინუგეშებს ილიას ოჯახი თავს. მათ იციან, რომ ილია სამშობლოსთვის დაღუპული გმირია.

აკაკი შეყლაშვილი, ძმა: „11 აგვისტოს შინდისში 17 დაღუპული ბიჭიდან ერთ-ერთი იყო. ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სნაიპერმა ესროლა. 10 რიცხვში რამდენჯერმე მამაჩემთან დაურეკავს. მას მერე ვეღარ დავუკავშირდით. 11-ში რომ დავრეკეთ, გვითხრეს დაიღუპაო. 15-ში ღამე გადმოვასვენეთ თბილისში.

მასთან ერთად ვინც იყვნენ, ის ბიჭები გვიყვებოდნენ მერე, გმირულად იბრძოდაო, ბევრი გადაურჩენია.“

ილია შეყლაშვილი, 1984 წელს, თბილისში დაიბადა. პირველი შვილი იყო. დედმამიშვილებში თავიდანვე ყველაზე სამაგალითო. თბილისის 192–ე სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამთავრობო დაცვაში მოიხადა სავალდებულო სამსახური და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აკაკი შეყლაშვილი: „7 თვე ჰქონდა დარჩენილი და ოთხწლიან კონტრაქტს ამთავრებდა. კონტრაქტს უკვე ხელი რომ მოაწერა, მაშინ უთხრა მშობლებს, ჯარში წავედიო. პირველად ვაზიანში იყო, მერე ქუთაისში 1 წელი და დანარჩენი, ყველაზე დიდი დრო, სენაკში გაატარა.


დაოჯახებული არ იყო. ისევ ჯარში დარჩენას აპირებდა, ოღონდ სხვა მიმართულებით უნდოდა წასვლა. მეც სავალდებულო ჯარში ვიყავი ზუგდიდში, იქაც მაკითხავდა ხოლმე. ბოლოს სახლიდან 4 რიცხვში გავიდა. ჩვენი და გერმანიაში მიდიოდა, გააცილა და წავიდა.

დედაჩემი და მამაჩემი რაჭაში ცხოვრობენ. დედას არ ვეუბნებოდით, რომ ომში იყო. მერე კი ყველაფერი გაიგო...

ძმა ძალიან მაკლია. არც ღამე გავა და არც დღე, რომ არ გამახსენდეს. ჯარში რომ იყო, ვიცოდი, არაფერი გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა, რომ აღარ არის, სულ სხვანაირად ვარ, ძალიან მიჭირს. 11-ში დაიღუპა და 23-ში დაბადების დღე ჰქონდა, 25 წლის უნდა გამხდარიყო. სოფელში ვაპირებდით აღნიშვნას.“

ილია შინდისის გმირია, საბედისწერო შინდისის, რომელიც აგვისტოს ომში გმირების სასაფლაოდ იქცა. ბევრი წელი გავა, სამშობლოსთვის დაცემული ბიჭების სახელებს წლები ლეგენდად აქცევს, მათი სახელი კი ისტორიაში შევა.


ილია შეყლაშვილი ვაჟას-ძე დაიბადა 1984 წლის 23 აგვისტოს ქ. ქუთაისში. 2002 წელს დაამთავრა თბილისის 192-ე საშუალო სკოლა. სკოლაში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ შეჯიბრებებში, კარატეს განხრით. მიღებული აქვს წამახალისებელი ჯილდოები.

ილია შეყლაშვილი 2002 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.

2005 წლის მაისიდან ჯარშია, მეზენიტეთა ჯგუფში, როგორც სერტიფიცირებული მეზენიტე.

2008 11 აგვისტოს ს. შინდისთან, სამაჩაბლოში, მოხდა მოულოდნელი შეტაკება და ჯგუფი ალყაში მოექცა, მაგრამ მალე ალყას თავი დააღწიეს, მსხვერპლიც სახეზე იყო. დაინახა რა გაჭირვებაში ჩავარდნილი მეგობარი მებრძოლი შეეცადა დახმარებოდა მას, საჭირო იყო დაჭრილების სამშვიდობოზე გაყვანა, სწორედ ამ დროს ილია შეყლაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს დაიღუპა მტრის სნაიპერის ტყვიით. ილია შეყლაშვილი დაჯილდოვებულია მედლით „ მხედრული მამაცობისთვის. “

ილია შეყლაშვილი დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ი. შეყლაშვილი იყო უცოლშვილო, მას დარჩა დედა, მამა, ძმა და და.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0