სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9190

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ფრიდონ თურმანიძე გიორგის ძე 1980-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. მერისი ქედა ფრიდონ თურმანიძე გიორგის ძე 1980-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. მერისი ქედა

1980-2008 წწ. გარდ. 28 წლის

სამაჩაბლო

გვარი ფრიდონ სია

ქედა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

106       ბეჭდვა

ფრიდონ თურმანიძე გიორგის ძე 1980-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. მერისი ქედა

ფრიდონ თურმანიძე გიორგის ძე უმცროსი სერჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

 

გორთან, სოფელ ყელქცეულში ნახეს ადგილობრივებმა გმირულად დაცემული უცნობი ჯარისკაცი. უპატრონეს, დაკრძალეს და ხმაც მიაწვდინეს ოჯახს. ფრიდონ თურმანიძე 7 აგვისტოს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა, ისევე, როგორც არაერთი მისი თანამებრძოლი. ცხელი წერტილიდან გამოსული, უკან შებრუნდა დაჭრილი მეგობრების გამოსაყვანად, მათი სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი გამოსვლა ვეღარ შეძლო.


მზია ჯაბნიძე, მეუღლე: „ომის დაწყებამდე ველაპარაკე. ნაწილიდან დამირეკა, აინტერესებდა საინფორმაციო გამოშვებებში რას გადმოსცემდნენ. სევდიანი ხმა ჰქონდა... მე მერე ახალი ამბების გასაგებად ჩავრთე ტელევიზორი და დაკავშირება რომ ვცადე, ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. მოლოდინი არ ჰქონდაო ვერ ვიტყვი... ადამიანი როცა ჯარში მიდიხარ, იქ ყველაფერს უნდა ელოდოო – ასე ამბობდა და მზად იყო კიდეც თავგანწირვისთვის. ჩემი მეუღლე ომში თავისი ქვეყნის და ოჯახის გადასარჩენად წავიდა. გულჩათხრობილი პიროვნება იყო, არ უყვარდა სხვისი შეწუხება, ომის დაწყების შესახებაც ჩვენ იმიტომ არ გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა.


ძალიან უყვარდა თავისი ნაწილი და კმაყოფილი იყო, რომ ქვეყნის სამსახურში იდგა. გადარჩენილი თანამებრძოლები მიყვებიან, რომ ისე იბრძოდა, ისეთი თავგამეტებით, რომ თავს შეაკლავდა მტერსო. არადა, როგორც მითხრეს, გადარჩენის შანსი ჰქონია, მაგრამ ის არ იყო სამშობლოს მოღალატე. უკვე სამშვიდობოს ყოფილან გამოსული და მიბრუნებულა დაჭრილი მეგობრის დასახმარებლად, გამოუყვანია სამშვიდობოს, თვითონ კი ვეღარ შეძლო გამოსვლა. ის ბიჭი დღესაც ცოცხალია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.


უფროსი შვილი ძალიან განიცდის მამის დაკარგვას. ხშირად იხსენებს. პატარა ჯერ ამას ვერ აცნობიერებს. ხშირად ველაპარაკები ბავშვებს მამაზე, მინდა, რომ არ დაივიწყონ მისი წარსული, დააფასონ მისი გმირობა.. ფრიდონი ხომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა გმირულად.

ადგილობრივებმა იპოვეს ჩემი მეუღლე გარდაცვლილი, დაკრძალეს და შეგვატყობინეს. მიუხედავად დიდი ტკივილისა, კმაყოფილები ვიყავით იმით, რომ ფრიდონი ნაპოვნი იყო. მადლობელი ვარ მათი, რომ უპატრონოდ არ დატოვეს მათთვის უცნობი ჯარისკაცი“.


ფრიდონ თურმანიძე 28 წლის იყო. 1980 წლის 14 ივლისს დაიბადა, დღეს მისი გმირობის ამბებს დედა პატარა ნიკოს და ნინოს უყვება.

„მე კი არ მოვკვდი, უკვდავი გავხდი

და თქვენს წინაშე ვარ ვალმოხდილი“.

 

ლექსის ამ სტრიქონებს, რომლებიც გმირის საფლავზეა ამოტვიფრული, შვილები ხშირად იმეორებენ. მათ იციან, რომ მამამ სიცოცხლე სამშობლოს ანაცვალა.


დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
რედაქტირება 06.10.2021, 19.01.2022, 11.08.2022, 11.08.2022





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა