სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ვაჟა შაინიძე 1982-08 გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი ვაჟა შაინიძე 1982-08 გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი ვაჟა შაინიძე 1982-08 გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი ვაჟა შაინიძე 1982-08 გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი

1982-2008 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი შაინიძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ვაჟა შაინიძე 1982-08 გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი

სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე  მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


 ცხინვალში იყო, საქართველოს მიწაზე, სამშობლოს იცავდა რუსული აგრესიისგან. ბოლომდე გაშმაგებით ებრძოდა მტერს, იმ იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიას დაუბრუნებდა სამშობლოს. ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა, ცხინვალის მიწაზე დაიღვარა მისი სისხლი – ქართული, პატრიოტული, ვაჟკაცური, გმირული.

წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო.


    

ირინა შაინიძე, მეუღლე: „ომში რომ მიდიოდა, მიმალავდა. „სენაკში ვარ, არ მივდივარ ომშიო“... არადა ამ დროს უკვე ცხინვალში ყოფილა.


ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებული იყო, მაგრამ ბავშვის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა. როგორც არ უნდა საშინელ ხასიათზე ყოფილიყო, ბავშვს რომ შეხედავდა, ყველაფერი ავიწყდებოდა...

ბოლოს სახლიდან 4 აგვისტოს გავიდა, არ უყვარდა, რომ ვაცილებდი. იმ დღეს დილის 5 საათზე ადგა და რომ გადიოდა, მთხოვა, გამაცილეო. ძალიან გამიკვირდა, მიჩვეული ვიყავი, რომ არ ვაცილებდი, ბავშვს დედაშენს დავუტოვებ და გამოგყვები-მეთქი. არა, მინდა, რომ შენ და ბავშვი ერთად იყოთო. ვკითხე, ასე რატომ მელაპარაკები-მეთქი? თან ჯვარი ჰქონდა მოხსნილი და ვუთხარი, გრჩება-მეთქი. სახლში იყოს, რამე რომ მოხდეს, არ დავკარგოო. სახლიდან რომ გავიდა, მომაძახა, ბავშვს მიხედეო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. რომ წავიდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ უკანასკნელად ვნახე... 10 აგვისტოს ტელეფონზე ვურეკავდი, არ მპასუხობდა. მესიჯებს მიგზავნიდა. მივწერე, რატომ არ გველაპარაკები, ბავშვს ენატრები, შენთან ლაპარაკი უნდა-მეთქი. და დაგვირეკა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვს რომ ელაპარაკებოდა, ტელეფონზე მათი საუბარი ჩავიწერე.


11 აგვისტოს ხუთ საათზე ველაპარაკე, აფეთქების ხმები მესმოდა. რა ხდება-მეთქი? არაფერი, თვითმფრინავმა გადაგვიფრინა და მაგის ხმა იყოო... ბოლოს მითხრა, ბავშვს მიხედე და აბა, კარგად იყავიო. გამითიშა... არადა დათქმული გვქონდა, ყოველდღე დილის 7-ზე, 12-ზე და საღამოს 10 საათზე მირეკავდა...

11 აგვისტოს, რომ აღარ დამირეკა, თავზარი დამეცა. ვრეკავდი, ზარი გადიოდა, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობდა. მერე გავიგეთ, სადაც ვაჟა იყო, ის ადგილი დაბომბესო. გვითხრეს: გადარჩა, დაჭრილიაო. კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვდა... მისი თანაკლასელი დაბრუნდა ომიდან. საერთოდ, არ დამელაპარაკა, გამარჯობაც ვერ მითხრა, ისე წავიდა. გავოცდი, ზვიადი რატომ არ დამელაპარაკა, რამეს ხომ არ მიმალავს-მეთქი. 17 აგვისტოს ბიძამისმა დამირეკა და მითხრა: ვაჟა აღარ არისო. სახლში მომიყვანეს... ღმერთს მადლობა, რომ ის 6 დღე უპატრონოდ არ იყო. გორის ადგილობრივ მაცხოვრებლებს ნაუცბადევად დაუკრძალავთ... 3 წლის იყო მერაბი, როცა ვაჟა დაიღუპა... კარგად ახსოვს მამა და ხშირად ითხოვს, ის ვედეოკასეტები ჩავურთოთ, სადაც მამამისია...


ამბობს, მამა ჯარშია და მეც ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო...“

ვაჟა შაინიძე 1982 წლის, 2 თებერვალს ქობულეთის რაიონში, სოფელ ჯიხანჯურში დაიბადა. მისი ბავშვობის ოცნება ჯარისკაცობა იყო და აისრულა კიდეც...

ირინა შაინიძე, მეუღლე: „სამი თვე ვიცნობდით ერთმანეთს. ძალიან უცებ მოხდა ჩვენი დაქორწინება... სკოლაც არ მქონდა დამთავრებული. მერე კონტრაქტზე წავიდა. წლისთავზე მერაბი შეგვეძინა, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ბავშვს. სასწაულად იყო შეყვარებული სამსახურზე. ვერც ბავშვის ავადმყოფობამ ათქმევინა უარი ჯარზე და ვერც მე...

კონტრაქტს 2003 წელს მოაწერა ხელი. სენაკის 23-ე ბატალიონში, მეორე ქვეით ბრიგადაში იყო... 2005 წელს ერაყში იმსახურა 6 თვე, სამშვიდობო მისიით. სამსახურიდან გამომდინარე, სახლში იშვიათად უწევდა ყოფნა. 2008 წელს ამთავრებდა კონტრაქტს, რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ... არასდროს არ უთქვამს, დავიღალე და კონტრაქტს რომ დავამთავრებ, სახლში წამოვალო. მართლაც არ წამოვიდა.

ცხოვრებაში ამაზე ძნელი არაფერია, როცა მეორე ნახევარს კარგავ, მაგრამ მეამაყება, რომ გმირის მეუღლე მქვია და მის შვილს ვზრდი“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0