სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ნიკოლოზ ფორჩხიძე ჯონდოს ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ძიროვანი ტყიბული ნიკოლოზ ფორჩხიძე ჯონდოს ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ძიროვანი ტყიბული ნიკოლოზ ფორჩხიძე ჯონდოს ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ძიროვანი ტყიბული

1984-2008 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ფორჩხიძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

418       ბეჭდვა

ნიკოლოზ ფორჩხიძე ჯონდოს ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ძიროვანი ტყიბული

ნიკოლოზ ფორჩხიძე ჯონდოს ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


 

თერთმეტ აგვისტოს შინდისში, მტრის ალყაში მოქცეული ნიკოლოზ ფორჩხიძე, გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა მისი ბატალიონი რუსულ არმიას. ქართველი გმირები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. შინდისი დღეს მათ ხსოვნას ინახავს.


ნონა ფორჩხიძე, დედა: „პირველად 7 აგვისტოს დაგვირეკა, დაგვამშვიდა, გვითხრა ყველაფერი კარგად არისო. არადა ამ დროს თურმე ჯარისკაცები ცხელ ხაზზე გადაჰყავდათ და ზესტაფონი-თბილისის გზაზე გადადიოდნენ. ჩემი მული ამ დროს თბილისში მიდიოდა. მან არაფერი იცოდა ომის დაწყების შესახებ. ჯარისკაცები, რომ დაუნახავს გაჰკვირვებია, რა ხდებაო. ამ დროს ნუკრის დაურეკავს მასთან და სრულიად შემთხვევით გაუგიათ, რომ ერთ გზაზე იყვნენ. ნუკრის ასე უთქვამს მამიდასთვის, ომში მივდივარ და დედიკოს არაფერი უთხრა, მოკვდებაო. თუმცა ჩემმა მულმა მაინც მითხრა. 7, 8, 9 აგვისტო გათიშული ვიყავი თურმე, როგორც მითხრეს, მხოლოდ წყალზე ვიყავი. მე არაფერი მახსოვს. ამ პერიოდში გვიკავშირდებოდა და ისევ გვაიმედებდა. 10 აგვისტოს მამამისს დაურეკა, მალე ჩამოვალო. ამ დროს კი ცხინვალში იდგნენ. ამის მერე ვეღარ დავუკავშირდით. ჩვენ მთელი დღეები ველოდით, მაგრამ ამაოდ... ჩემთვის ეს საშინელი დღეები იყო. ნუკრი 18 აგვისტოს ჩამოასვენეს და როგორც იყო მითხრეს. უფრო სწორად, მე მივხვდი იმდენი ხალხი იყო ჩვენთან მოსული... ჩემს ნუკრის უკანასკნელი ღამე სახლში გავატარებინე. 19 აგვისტოს კი წესის აგებით დავასაფლავეთ.


სულით მებრძოლი იყო ჩემი შვილი. 2006 წელს სამხედრო სავალდებულო ჯარიდან რანდენიმე თვეში ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზაზე 22-ე ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი იყო. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ერთხელ სავალდებულოდან იყო სახლში ჩამოსული და გვითხრა: ,,დედა, იცი, ჩვენთან რჩეული ბიჭები უნდათ ჯარში, კონტრაქტს აწერენ ხელს და მე უარი როგორ უნდა ვუთხრა ქვეყნის სამსახურში ყოფნას?!~ ნუკრი მაღალი და მხარბეჭიანი ბიჭი იყო. ამის მერე როგორ უნდა დაგვეშალა. მას ეს მთელი გულით უნდოდა. შვებულებიდან რომ მოდიოდა ხოლმე, სულ იქით უწევდა გული. სულ იქითკენ მიიჩქაროდა“.

ნიკოლოზ ფორჩხიძე 1984 წლის 7 თებერვალს, ქალაქ ტყიბულში დაიბადა. დედა იხსენებს: „დიდთოვლობა იყო. სამშობიაროში, რომ მიმიყვანეს საშინელი ქარი ქროდა, იძროდა ყველაფერი. ნუკრი რომ დაიბადა, შემოვიდა ექიმი და მეუბნება: ,,თქვენი შვილი გმირი იქნებაო“. მე გამიკვირდა, ვერ მივხვდი რატომ მითხრა მან ეს. გაკვირვებულმა ვკითხე, რატომ მეუბნებით მაგას-მეთქი. ,,აქ რომ მოგიყვანეს კედლები იძროდა ქარისგან, თქვენი შვილის დაბადებისთანავე ყველაფერი ჩაწყნარდაო“ - ასე მითხრა. მართალი გითხრათ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა, ან საერთოდ ნიშნავდა კი რამეს? ახლა მენიშნება იმ ექიმის სიტყვები.]


საოცარი ბავშვი იყო. თბილი და მოსიყვარულე. ყველას მიმართ ყურადღებიანი. დამთმობი და დინჯი, ამით იყო გამორჩეული. საოცრად კარგი ძმა იყო დისთვის. ნუკრიმ ტყიბულის მეოთხე საშუალო სკოლის 10 კლასი დაამთავრა. მერე მოეწყო თბილისში ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე სპორტს მიჰყვებოდა. დიდი სამეგობრო ჰყავდა. ადვილად შედიოდა ადამიანთან კონტაქტში.

შეყვარებული ჰყავდა ბათუმელი - დიანა. ის მისი დიდი სიყვარული იყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. აგვისტოში უნდა მოვიყვანო ცოლი და დიდი ქორწილი გადავიხადოო, ამბობდა, მაგრამ ვერ მოასწრო. დიანამ, რომ გაიგო ნუკრის დაღუპვის ამბავი, ნერვიული სტრესი მიიღო და წელს ქვევით მოწყდა. დაახლოებით ნახევარი წელი ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან. ამის გამო ვერ მოახერხა დიანამ ნუკრის გასვენებაზე ჩამოსვლა. თქვენ არ იცით, მე როგორი შვილი დავკარგე, მაგრამ ამაყი დედა ვარ, გმირი გავზარდე, ქვეყნისთვის სასახელო“.

ნიკოლოზის მშობლიური ქუჩა დღეს მის სახელს ატარებს.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0