სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 9987

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზურაბ ეფაძე ავთანდილის ძე 1982-2008წწ გარდ. სოფ. სათიხარი, სამაჩბლო დაბ. სოფ. ჩხუტელი ცაგერი ზურაბ ეფაძე ავთანდილის ძე 1982-2008წწ გარდ. სოფ. სათიხარი, სამაჩბლო დაბ. სოფ. ჩხუტელი ცაგერი

1982-2008 წწ. გარდ. 26 წლის

სამაჩაბლო

გვარი ეფაძე სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

87       ბეჭდვა

ზურაბ ეფაძე ავთანდილის ძე 1982-2008წწ გარდ. სოფ. სათიხარი, სამაჩბლო დაბ. სოფ. ჩხუტელი ცაგერი

ზურაბ ეფაძე ავთანდილის ძე  უმცროსი სერჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1982 – 2008


8 აგვისტოს სოფელ სათიხარში,  ცხინვალის მისადგომებთან კონტაქტური ბრძოლის დროს გარდაიცვალა. ზურაბ ეფაძე მტრის ტყვიას შეეწირა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა შორის.

 


ავთანდილ ეფაძე, მამა: „6 აგვისტოს გამოიძახეს. არ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ რომც სცოდნოდა, უკან მაინც არ დაიხევდა, ისეთი ბიჭი იყო. იმ დღეს ჩავიდა ქუთაისის ბაზაში და მეორე დილით კი გადაიყვანეს. დაურეკავს ძმისთვის და ასე უთქვამს, გადავყავართო და დედას არაფერი უთხრათო. ზურას, რადგან სადაზღვევოში იყო, ტელეფონით სარგებლობა არ შეეძლო, ტელეფონი ანათებს, ეს კი დაუშვებელია. ძმისთვის უთქვამს, ნუღარ დამიკავშირდებით მე თვითონ დაგირეკავთო.


ეს 7 აგვისტოს საღამოს უთხრა. 8 აგვისტოს კი ცაგერში მოსულა ამბავი, ზურა ეფაძის დაღუპვის შესახებ. მე მითხრეს დაჭრილი არისო და მოგვყავსო, მაგრამ სოფელში შეგროვილი ხალხი რომ დავინახე, მივხვდი რაშიც იყო საქმე... როგორც შემდეგ გავიგე, 8 აგვისტოს საავიაციო დაბომბვისას დაიღუპა - ცხინვალის მისადგომებთან. მტრის ტყვიას შეეწირა ჩემი შვილი. ჟეტონის საშუალებით ამოიცნეს. მეგობრებისგან ვიცი, თურმე ჯარში ზურა ყოფილა ყველას პატრონი. ამბობენ, ჭკუას გვარიგებდა და გვპატრონობდა ხოლმეო. მეამაყება, რომ ასეთი შვილი მყავდა.

ზურა მოსიყვარულე ადამიანი იყო. ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით - დედა. ჩემი მეუღლე ცოტა წნევიანი იყო და ამის გამოც სულ დედას კითხულობდა. როცა დარეკავდა პირველი დედას მოიკითხავდა. მისთვის ყოველთვის წამლები მოჰქონდა. ჩვენ, მართალია, ყურადღებას არ ვაკლებდით ჩემ მეუღლეს, მაგრამ ასეთი იყო თვითონ. დედამისს ძალიან გაუჭირდა მის დაღუპვასთან შეგუება. ზურას გარდაცვალებიდან 6 თვეში, დამბლა დაემართა.


ვიცოდით, რომ შეყვარებული ჰყავდა, თამუნა ერქვა, მეუბნებოდა ცოლად უნდა მოვიყვანოო, მაგრამ არ დასცალდა. სპორტი უყვარდა ძალიან, და მანქანები, `მერსედესი~ ჰყავდა, მაგრამ სულ ჯარში იყო და ხშირად ვერ მართავდა. ძალიან დაგვაკლდა ყველას, ჩემი მეორე ბიჭი, მირიანი, ახლა ფრთამოტეხილივით არის, ზურა მისი ერთადერთი დასაყრდენი და იმედი იყო“.

ზურაბ ეფაძე 1982 წლის 17 მაისს ცაგერის რაიონ სოფელ ჩხუტელში დაიბადა. სოფელში დაამთავრა საშუალო სკოლა. მამა იხსენებს, რომ ყველაზე მეტად სამხედრო აკადემიაში სწავლა უნდოდა.

ავთანდილ ეფაძე, მამა: „სკოლა რომ დაამთავრა, ერთი წელი სახლში იყო. სწავლა არ გაუგრძელებია. მერე სამხედრო სავალდებულო ჯარში გამოიძახეს. წელიწადნახევარი იმსახურა და 2004 წელს საკონტრაქტოს მოაწერა ხელი. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არ დამიჯერა და წავიდა კიდევაც. ქუთაისის სამხედრო ბაზის მეოთხე ბრიგადაში, ოცმეთაურად მსახურობდა. მზვერავი იყო, სერჟანტის წოდებით. 2007 წელს სამშვიდობო მისიით წაიყვანეს ერაყში, სადაც 8 თვე იმსახურა. იქედან ყველას საჩუქრები ჩამოგვიტანა. დიპლომი და სერტიფიკატი ჩამოიტანა. სიცოცხლეშივე მიღებული აქვს სამხედრო ჯილდოები“.

სოფელ ჩხუტელში, სკოლა, რომელიც ზურაბ ეფაძემ დაამთავრა, დღეს მის სახელს ატარებს.


საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 16.01.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0