სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი კირაკოზაშვილი ოთარის ძე 1975-2008წწ გარდ. 33 წლის სამაჩბლში, დაბ. სოფ. ჩაილური საგარეჯო კახეთი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. გიორგი კირაკოზაშვილი ოთარის ძე 1975-2008წწ გარდ. 33 წლის სამაჩბლში, დაბ. სოფ. ჩაილური საგარეჯო კახეთი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. გიორგი კირაკოზაშვილი ოთარის ძე 1975-2008წწ გარდ. 33 წლის სამაჩბლში, დაბ. სოფ. ჩაილური საგარეჯო კახეთი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი.

1975-2008 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი კირაკოზაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

507       ბეჭდვა

გიორგი კირაკოზაშვილი ოთარის ძე 1975-2008წწ გარდ. 33 წლის სამაჩბლში, დაბ. სოფ. ჩაილური საგარეჯო კახეთი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი.

გიორგი ოთარის ძე კირაკოზაშვილი დაიბადა 09 თებერვალი 1975 წელს სოფელი ჩაილური საგარეჯო, გარდაიცვალა 09 აგვისტო 2008 წელს სამაჩაბლო

კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2004 წ.


უმწიკვლო სამსახურისთვის III ხარისხის მედალი, 2008 წ.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1975 – 2008

 

ადგა ჯარი! ადგა ჯარი! – ასე აღვიძებდა მამა პატარა ძილისგუდებს – ოთო და ნიკუშა კირაკოზაშვილებს. „ადგა ჯარი“... მამა იმთავითვე სამშობლოს ჯარისკაცებს ხედავს პატარა ბიჭებში... მაგრამ აგერ 7 თვეზე მეტია, ბიჭები ამ შეძახილის გარეშე იღვიძებენ დილაობით. მამა – გიორგი კირაკოზაშვილი სამშობლოს შეეწირა აგვისტოს ომში...


„ადგა ჯარი“, – აღვიძებდა მამა ბიჭებს და როცა სამშობლოს გაუჭირდა, თავად ადგა და წავიდა მამულის დასაცავად.

მამის ძმაკაცმა ობლებს ზარდახშა აჩუქა – მამის ნივთები აქ შეინახეთ და ხშირად ათვალიერეთო. ასეც მოიქცა „ჯარი“ და აი, ათვალიერებს კიდეც პატარა ნიკუშა მამის მედლებს... ოთო კი ნაღვლიანად ყვება:

„ზაფხულში სოფელში ვიყავით, დედა და მამა შაბათ-კვირას ჩამოდიოდნენ. ერთ ჩამოსვლაზე ვთხოვე, მამადავითზე წამიყვანე-მეთქი. წამომიყვანა მამადავითზე, აკაკი წერეთლის საფლავიც მაჩვენა, მამა მაშინ ვნახე ბოლოს... ისე, მგონი, ნიკუშამ უფრო ბევრჯერ ნახა მამა...“

ნიკუშა: „აი, ოთო რომ ჩამოიყვანა მამამ სოფელში, მეც ვთხოვე, წამიყვანე-მეთქი. წამომიყვანა და თავისი სამსახურიც მაჩვენა. იცი, რა მაგარი იყო? იქ ბევრი ჯარისკაცები იყვნენ, ავტომატიც კი მათხოვეს, ფორმა ჩამაცვეს, თავისი მობილებით სურათებს მიღებდნენ. ბევრი ვეთამაშე მაშინ ჯარისკაცებს. მე ამ ყველაფერს მარიამს მოვუყვები, როცა გაიზრდება. ისე, იცი, რატომ მიყვარს მარიამი ასე ძალიან? მეცოდება, მამა საერთოდ რომ არ უნახავს და თან, მგონი, მამაც ასეთი იყო პატარაობაში, ხანდახან მამას ვეძახი. მე დედას ვუთხარი უკვე, რომ სახელი უნდა შევიცვალო და გიორგი უნდა დავირქვა, მერე მეც სამხედრო გამოვალ და გიორგი კირაკოზაშვილი ვიქნები. ისეთივე მაგარი, როგორიც მამა იყო“.

ბიჭებს გმირი მამა ჰყავთ. ეს გმირი მამა ფოტოდან გაზრდის მათ ვაჟკაცებად. ბევრად უფრო მეტს მისცემს ბიჭებს, ვიდრე ბევრი ცოცხალი მამა ერთად აღებული.

გმირი გიორგი კირაკოზაშვილი 33 წლის წინათ დაიბადა სოფელ ჩაილურში,

ჯარში 15 წელი იმსახურა. სამხედრო აკადემიაში ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შევიდა. მსახურობდა გვარდიაში, სპეცრაზმში, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ პირველ ბრიგადაში. ბოლოს – მეოთხე ბრიგადაში, იყო ბატალიონის დაზვერვის უფროსი.

ისტორიის მასწავლებელს ეკა კირაკოზაშვილს ოცნებად ჰქონდა სამხედრო პირზე გათხოვება. ეს ოცნება გაუმხილა კიდეც ნათესავს. ნათესავმა ახალგაზრდა, უმცროსი ლეიტენანტი გიორგი კირაკოზაშვილი გააცნო. გიორგი კირაკოზაშვილი კი, თავის მხრივ, პედაგოგ მეუღლეზე ოცნებობდა – ხშირად ვიქნები ოჯახიდან გასული და პედაგოგი კარგ შვილებს გამიზრდისო.

პირველად ნიკოლოზობას, 19 დეკემბერს შეხვდნენ. გიორგიმ მომავალი მეუღლე ხელოვნების მუზეუმში ცვილის ფიგურების გამოფენაზე წაიყვანა. მეორედ ეკა დაბადების დღეზე ნახა, როგორც დღეს ქალბატონი ეკა სევდიანი ღიმილით იხსენებს: „უცებ მანქანიდან გადმოაძვრინა ხელოვნური ყვავილები და მომაჩეჩა, ისიც თურმე ძმაკაცს აყიდინა, თვითონ ყვავილებით სიარული შერცხვა, როგორც გვიან გავიგე...“

გაცნობიდან ერთი თვის თავზე ჯვარი დაიწერეს. გაცნობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, კვლავ ნიკოლოზობას, ვაჟი შეეძინათ და ნიკუშა დაარქვეს... მათი ბედნიერება კი ომის ცეცხლმა დაადნო ცვილივით...

როცა დაქორწინდნენ, გიორგი იმხანად გვარდიაში მსახურობდა და ხშირად უწევდა ნაწილში დარჩენა. ახლად მოყვანილი ცოლი თავიდან ნერვიულობდა, მერე ნელ-ნელა შეეჩვია ჯარისკაცის ცოლობას.

ბიჭები სულ დანატრებული იყვნენ მამას. მამა კი, მოვიდოდა თუ არა შინ, ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებებს ეძებდა. ბიჭები არ უსვენებდნენ. არ აცლიდნენ მოსმენას, მერე მამა ერთს „სამხედრო ენაზე“ დაიყვირებდა და ბიჭებიც ლოგინის ქვეშ ძვრებოდნენ. მერე კი მამა ეძებდა მათ და ეს უკვე რიტუალად ექცათ.

ეკა: „სამსახურიდან ხშირად დაღლილი და გაღიზიანებული ბრუნდებოდა. ასეთ დროს პირდაპირ მაფრთხილებდა, ვერ ვარ ხასიათზე და რამეს თუ ვიტყვი უხეშად, გეხვეწები, შენს თავზე არ მიიღო და არ გამიბრაზდე, უბრალოდ, მძიმე დღე მქონდაო. მე ამაზე ყოველთვის მეცინებოდა. მერე ერთი ჭიქაც რომ დაელია, ისეთი მხიარული ხდებოდა, მე რომც დამეწყო ჩხუბი, თვითონ ხმას აღარ ამოიღებდა. ერთხელ, როდესაც ასეთი დამძიმებული დაბრუნდა, გაფრთხილებაც ვერ მოასწრო, მე ხმა არ ამოვიღე, ისე ვასადილე, ერთი ჭიქა ღვინო დავუდგი. გვერდით მივუჯექი და ხმას არ ვიღებ. მიყურა, მიყურა და სიცილი დაიწყო, იცი, დღეს რა მოხდაო? დღეს ჯარისკაცი იდგა და თვლემდაო, დავუყვირე, განაწესში დგახარ, რა დროს ძილია-მეთქი. ამ საწყალს თურმე ისე ღრმად ეძინა, რომ ჩემს ყვირილზე უკან გადავარდა და თავი გაიტეხაო. არ სჯობდა, ყვირილის მაგიერ იავნანა მემღერა, ეგება აღარ წაქცეულიყო, შარს ავიცილებდი, მთელი დღე ისევ მე მომიწია თავგატეხილი ჯარისკაცის მოვლაო.

ძალიან უყვარდა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა, თუ ბიჭებიც ხასიათზე იყვნენ, ერთად მღეროდნენ ხოლმე, ქართულ ლექსებზე სიმღერებსაც წერდა, მერე ძმაკაცებთან ერთად მღეროდა. ნამდვილი ქართველი იყო, უყვარდა ძმაკაცებთან ქეიფი. მეც ძალიან მიყვარდა მათ სუფრასთან ყოფნა, მაგრამ ხშირად არ მივყავდი, მარტო ბიჭები ვიკრიბებითო, სიცილით მეტყოდა ხოლმე...“

ბიჭები – ოთო და ნიკუშა, ხშირად რთავენ ვიდეოზე ჩაწერილ მამის ქეიფებს და მამასთან ერთად ახლა უკვე ასე მღერიან...

გიორგი საკუთარ სახლზე ოცნებობდა, ომამდე რამდენიმე თვით ადრე, ბანკიდან კრედიტი აიღო, სამსახურიდან – შვებულება, ერთოთახიანი ბინა იყიდა, გარემონტებას შეუდგა. ცოლს ისეთ ბინას ჰპირდებოდა, სახლიდან გამოსვლა რომ არ მონდომებოდა. ყველაფერს თავად აკონტროლებდა, ფინანსებსაც, მუშებსაც. ცოლი მხოლოდ დასათვალიერებლად მიჰყავდა. ზაფხულში, სიტუაცია რომ დაიძაბა, სამსახური ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა, უხუმრია კიდეც, რემონტის დამთავრებას არ მაცლიანო. 6 აგვისტოს გიორგი ომში წავიდა. წავიდა საბოლოოდ. დაიღუპა 9 აგვისტოს. მანამდე კი ყოველდღე რეკავდა შინ.

ეკა: „სულ რამდენიმე წამს მელაპარაკებოდა, ბევრს ვერაფერს მეუბნებოდა, არც მე მალაპარაკებდა. ბავშვებს მოიკითხავდა, ჯერ ცოცხალი ვარო, მეტყოდა და ტელეფონს თიშავდა. ხანდახან მინდოდა, სიტყვებით მაინც მოვფერებოდი და არ მაცლიდა, ან მომისმენდა და წავედიო, მეტყოდა. ბოლოს 8 აგვისტოს დარეკა ღამის 12-ის ნახევარზე. წინა დღით მისი უახლოესი ძმაკაცი დაიღუპა და ბრდღვნიდა იქაურობას, ხმაც აღარ მომეწონა, თითქოს ეჭვი ეპარებოდა უკვე გადარჩენაში. ვკითხე, დაჭრილი ხომ არ ხარ-მეთქი, არაო... ძალიან ცოტა ხანს ვისაუბრეთ. ბინაზე მკითხა, რას შვრები, თანხას ხომ ისე ხარჯავ, როგორც დავგეგმეთო. მერე თვითონვე მითხრა, რას გეკითხები, რა დროს ბინააო. ბოლოჯერ მესმოდა გიორგის ხმა. 9-ში დილით დაიღუპა...“

9 აგვისტო. დილა. გიორგი ჯარისკაცებთან ერთად ცხინვალის შესასვლელთან ახლომდებარე სკოლის შენობაშია გამაგრებული. დავალება – საარტილერიო დივიზიონს მტრის ადგილმდებარეობის კოორდინატები უნდა მიაწოდონ. მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაა საჭირო. შორს არაა, იქვეა. ნაძვნარია გასავლელი. წესით, მორიგეობით გიორგის არ ეკუთვნის იქ გავლა, 8 აგვისტოს იყო გადასული მტრის მხარეს, მაგრამ თავად მოინდომა გადასვლა. მიზეზი – დაღუპულ ძმაკაცს გადმოვასვენებო. წინააღმდეგობა არ გაუწიეს. მიდის, მეკავშირესთან, გოჩა დუჩიძესთან ერთად. გოჩამ და გიორგიმ ჩასაფრებული სნაიპერი შენიშნეს. გიორგიმ ყუმბარმტყორცნი მოიმარჯვა სასროლად, მაგრამ... სნაიპერი წამებში ასწრებს სროლას. გიორგი ყელში იჭრება, სამიოდე ნაბიჯი და ადგილზე იღუპება...

გიორგი იღუპება, ფეხმძიმე მეუღლეს კი კიდევ რამდენიმე დღე იმედი აქვს, რომ მეუღლე ცოცხალი ჰყავს. ბევრი ეუბნება, რომ ცოცხალი ნახა, დაჭრილი იყოო... თავად ისტერიულად რეკავს მეუღლის ტელეფონზე.

ეკა: „ერთ დღესაც წამიერად დაირეკა გიორგისთან და ისევ გაითიშა, ამან ისე გამახარა, ვიფიქრე, მორჩა, გიორგი ცოცხალია-მეთქი, არადა, გიორგი დაღუპული იყო. ეტყობა, მის თანამებრძოლს დასჭირდა კარტა და გამოიყენა. ამიტომაც დაირეკა წამიერად მის ნომერზე... მერე გიორგის კურსელის მამამ დამირეკა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ეხმარებოდა დაჭრილი ჯარისკაცების გადმოყვანაში, დამირეკა და მითხრა, გიორგი ცოცხალია, ჩემი ხელით ჩავაბარე მთავარ ექიმსო. ამ ზარის შემდეგ გავიქეცი ეკლესიაში მამა სოკრატესთან და დალოცვა ვთხოვე. 10 აგვისტოს დაჭრილი ჯარისკაცები თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მეც მივედი გიორგის მოსაძებნად. მთელი დღე საავადმყოფოსთან გავატარე. იქ დავაღამე ის დღე. სიახლე კი არაფერი იყო. სახლში ისევ იმედით დავბრუნდი, თუმცა სახლთან უამრავი ადამიანი დავინახე შეკრებილი... ყველა ტიროდა... ჩემს დანახვაზე კი უფრო ხმამაღლა ატირდნენ და მერე არაფერი მახსოვს... ამბავი მამიდაჩემმა გაიგო, გაახსენდა, რომ ჩვენი მეზობელი ჯარისკაცი გიორგის დაქვემდებარებაში იყო და მას პირდაპირ ბრძოლის ველზე დაურეკა. სიმართლე მწარე იყო...“

ცოლს ხშირად ეუბნებოდა თურმე, თუ ახალგაზრდა მოვკვდები, უკანასკნელ გზაზე ძმაკაცები გამაცილებენ, თუ სიბერეს მივაღწევ – ჩემი შვილებიო.

ახალგაზრდა დაეცა ბრძოლის ველზე – 33 წლის. გმირულად დაეცა. დარჩა ბიჭები – 7 წლის ნიკუშა და 6 წლის ოთო, ეკა თვალცრემლიანი იხსენებს, „ბიჭებზე ამბობდა, ესენი ჩემი ვაჟკაცები არიან და მარიამი შენი იქნებაო“. მარიამი მამის დაღუპვიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. 4 თვისაა, მაგრამ ძმები უკვე უყვებიან მამის გმირობის ამბავს. ჯერ დედას აყოლინებენ დეტალურად და მერე პაწია დაიკოს უამბობენ...

P.S. ოთო, ნიკუშა და მარიამ! – იცოდეთ, რომ თქვენ გმირი მამა გყავთ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0