სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ფილიპე მგალობლიშვილი 1976-2008წწ გარდ. 32 წლის, სამაჩაბლო დაბ. წყალტუბო ფილიპე მგალობლიშვილი 1976-2008წწ გარდ. 32 წლის, სამაჩაბლო დაბ. წყალტუბო

1976-2008 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მგალობლიშვილი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

403       ბეჭდვა

ფილიპე მგალობლიშვილი 1976-2008წწ გარდ. 32 წლის, სამაჩაბლო დაბ. წყალტუბო

ფილიპე ჰამლეტის ძე მგალობლიშვილი სერჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1976 – 2008


 

7 აგვისტოს ერგნეთის ტეკთან ავტომანქანების კოლონა მიდიოდა. ზაზა ერთ-ერთ მანქანას მართავდა... ახალი ნაოპერაციევი ფეხი ჰქონდა, მაგრამ ომში მაინც წავიდა. გამოგადგებითო, უთქვამს მეგობრებისთვის. საჰაერო დაბომბვის დროს დაიღუპა, ქორწინების მეცხრე წლისთავზე.


ჩხიკვიშვილი თამარი, მეუღლე: „ბოლოს 6 აგვისტოს მელაპარაკა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ მაშინ, რომ ველაპარაკე ტელეფონით, ისეთი ცივი და გაყინული ხმა ჰქონდა, ვერ მივხვდი რატომ იყო ასეთი... ვუთხარი დაწყნარდი კიდევ დაგირეკავ-მეთქი... იმის მერე ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო. სად იყო და როგორ იყო არ მეუბნებოდა... 7 აგვისტოს ბავშვებთან ერთად ურეკში ვიყავით. ჩვენი მეგობარი გოგოა, მეოთხე ბრიგადაში მუშაობს, იმან დამირეკა და მითხრა, ვაზიანი დაბომბესო... მირეკავდნენ ნათესავები და ზაზას ამბავს მეკითხებოდნენ. ამ დროს უკვე გამორთული ჰქონდა ტელეფონი. ნათესავები მამშვიდებდნენ, ნუ გეშინია, ფილიპე არც დაჭრილების სიაშია და არც გარდაცვლილებშიო. 10 აგვისტოს, იმ ტყვიების ზუზუნში, ბიძაშვილმა და მეზობელმა ღამე ჩამოასვენეს გურიაში... ყველას სცოდნია, მაგრამ არაფერს გვეუბნებოდნენ... მეორე დღეს გავიგეთ... 15 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, დედათა მონასტრის ეზოში დავკრძალეთ...


ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არა. ყოველდღე უფრო მიმძაფრდება ეს ტკივილი...

ბოლო პერიოდში უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდა. მისმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბოლო პერიოდში სამსახურში ძალიან ხშირად გახსენებდაო.

იმ ღამეს, როცა ომი დაიწყო, სახლში მარტო არ გაჩერებულა, მეგობრისთვის დაურეკავს და ჩემთან ამოდიო უთქვამს. კომპიუტერთან დამჯდარა და სიმღერებს იწერდნენ, ყოველ მეორე სიმღერაზე ამბობდა თურმე, ეს თამუნას უყვარსო...

ფეხის თითზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ფეხსაცმელსაც ვერ იცვამდა, ბატინკზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ომში დაღუპული ყველა ბიჭი გმირია, მაგრამ, რაც ფილიპემ გააკეთა ომში, მილიონში ერთი ვერ გააკეთებდა... 21–ბატალიონის მეთაური შალვა დოლიძე იყო. 7 აგვისტოს, გამთენიისას რომ განგაში გამოცხადდა, ყველა გამოიძახეს. როცა ნაწილში მისულა, ყველა ემზადებოდა, ფილიპე, რომ დაუნახავთ ასეთ მდგომარეობაში – მეთაურს უთქვამს: სად მიდიხარო... „რას ჰქვია სად მივდივარ, „პედალზე” ხომ მაინც მივაჭერო“. ნაოპერაციები მაინც წავიდა“.

ფილიპე მგალობლიშვილი 1976 წელს, წყალტუბოში დაიბადა. მესამე შვილი იყო. ორი ქალიშვილის შემდეგ ოჯახს ნანატრი ვაჟი შეეძინა. წყალტუბოს მეორე საშუალო სკოლა დაამთავრა. კარგი მოსწავლე ყოფილა. ორი წელი ქუთაისში შინაგან ჯარში იმსახურა. მადლობის წერილები და სიგელებიც უხვად ჰქონდა.

ჩხიკვიშვილი თამარი, მეუღლე: „1999 წელს დავქორწინდით. მე წარმოშიბით გურიიდან ვარ. 22 დეკემბერს საერთო ახლობლის ოჯახში გავიცანით ერთმანეთი. მაშინ ფილიპე 22 წლის იყო. 7 აგვისტოს ვიქორწინეთ. ალბათ, სიმბოლური დამთხვევა იყო ისიც, რომ ზუსტად 9 წლის თავზე მოხდა ეს უბედურება... ფილიპე 7 აგვისტოს დაიღუპა...

23 წლისა მამა გახდა, წლისთავზე გოგონა, ნინო შეგვეძინა, 11 თვის შემდეგ კი ბიჭი - ნიკა. მაშინ კონტრაქტები არ იყო, მაგრამ სულ მივლინებაში უწევდა ყოფნა. ძალიან მოსიყვარულე იყო.

შინაგან ჯარში, ნებისმიერ სარდალს, რომ ჰკითხოთ, ახლაც გეტყვიან ვინ იყო ფილიპე.“

„ძმობის ყლორტი თუკი ფეხ-ქვეშ გავთელეთ,

თვალს როგორღა გავუსწორებთ ერთმანეთს“

 

– ეს არის სტრიქონები ლექსიდან, რომელიც ფილიპემ მეცხრე კლასში დაწერა, მაშინ, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო. სამშობლოს სიყვარულს მაშინ ლექსებით გამოხატავდა, წლების შემდეგ კი სიცოცხლე ანაცვალა ქართულ მიწას.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 03.12.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0