სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
დავით ჯიქია დაზმერის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. რიყე ზუგდიდი სამეგრელო დავით ჯიქია დაზმერის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. რიყე ზუგდიდი სამეგრელო

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჯიქია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

374       ბეჭდვა

დავით ჯიქია დაზმერის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. რიყე ზუგდიდი სამეგრელო

დავით ჯიქია დაზმერის ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1988 - 2008წწ


 

ის, თამარაშენის დაბომბვისას დაიღუპა, სწორედ მაშინ, როცა ოსის გენერალს მისდევდა, იმ გენერალს, რომელმაც მეგობრები დაუხოცა...

ნანა და დაზმერ ჯიქიებს 5 ქალიშვილი ჰყავდათ, მერეღა შეეძინათ ნანატრი ვაჟი. დავითი დაარქვეს. პატარა დათო, ბავშვობაში რომ გაიძახოდა სამშობლო უნდა დავიცვაო, ბავშვური ახირება ეგონა დედას. მერეღა მიხვდა, რომ არ ხუმრობდა, როცა სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან. დედას ჯარისთვის არ ემეტებოდა ნანატრი ვაჟი. თან რცხვენოდა ამის... `მინდოდა სახლში მყოლოდა, მაგრამ ვინ დამიჯერა...~

ომის შემდეგ, დებმა გადაფურცლეს ბავშვობისას შევსებული თავიანთი სამახსოვრო დღიურები, სადაც თავის სურვილებს და ოცნებებს წერდნენ. ერთ-ერთი დის დღიურში დათოს ჩაუწერია თავის ოცნება `დიდხანს მინდა ვიცხოვრო~...

დავით ჯიქია 20 წლის იყო. გმირულად დაიღუპა, 8 აგვისტოს, თამარაშენში, როცა მტერი ქართულ მიწას ბომბავდა...

დავით ჯიქია 1988 წლის 2 აპრილს დაიბადა ზუგდიდში, დაამთავრა სოფელ რიყის საშუალო სკოლა.

დედა: „ძალიან მოსიყვარულე და კეთილი იყო, უკონფლიქტო, ოჯახში 6 ბავშვი იზრდებოდა და არასოდეს უკინკლავიათ. ბევრი რამ გვაკლდა, მაგრამ ჩემი შვილები ზრდილობით და ყოფაქცევით ყველგან გამოირჩეოდნენ. ერთი ბიჭი გვყავდა და როგორც შეგვეძლო ვანებივრებდით. მამამისი არასდროს ასაქმებდა, ამბობდა, ჯერ ახალგაზრდაა და გაიხაროსო, მე შემიძლიაო და ვაკეთებო. ფეხბურთის თამაში უყვარდა ძალიან...“

სამხედრო ვალი ზუგდიდის შინაგან ჯარში მოიხადა, შემდეგ კონტრაქტი გააფორმა, მსახურობდა მეოთხე ბრიგადაში, 42-ე ბატალიონში.

დედა: „ჯარში რომ წავიდა დასერიოზულდა, ფულს მაძლევდა, სულ მეუბნებოდა ახალი ტექნიკა შეიძინე, სახლში გვჭირდებაო. ერთი გოგონა უყვარდა თურმე, სახლში რემონტის გაკეთება უნდოდა და ფულს აგროვებდა, ამხანაგებთან უთქვამს, სახლში ახალ ავეჯს ვიყიდი, რაღაცებს შევცვლი და ცოლს მოვიყვანო...“

დათო ომის დაწყებამდე ათი დღით ადრე ჩავიდა შინ. შვებულება ჰქონდა. დედა იხსენებს, რომ დათო ჩვეულებრივ იქცეოდა, მეგობრებთან ერთობოდა...

შინიდან ბოლოს 3 აგვისტოს გავიდა. ბოლოს 5 აგვისტოს შეეხმიანა ოჯახს, ამერიკელებთან წვრთნები გვეწყება, ტელეფონი გამორთული მექნება და არ შეგეშინდეთო. დედამ დაიჯერა შვილის ნათქვამი, მაგრამ...

დედა: „სიტუაცია რომ დაიძაბა, ავფორიაქდი, არაფერი ვიცოდი, რა ხდებოდა მის თავს, ჩვენს თავს... ბოლოს რომ მელაპარაკა, დამამშვიდა, ნუ ნერვიულობ, ომში არა ვარ, ზურგს ვამაგრებთო. უფროსი დისთვის დაურეკავს და უთქვამს, ცუდი სიზმარი ვნახე და თავს გაუფრთხილდით, რამე არ მოხდესო, ხომ იცით თქვენზე ვნერვიულობო... 10 აგვისტოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თამარაშენში დაიღუპა, დაბომბვის დროს... დეენემით მოხდა ამოცნობა... მშობლიური სოფლის მიწას მივაბარეთ... არ დასცალდა ჩემ შვილს არაფერი, 20 წლის ასაკში დამთავრდა მისთვის ყველაფერი, ბედნიერება... სამშობლოს შესწირა სიცოცხლე... ჯარიდან სულ მადლობის სიგელებს მიგზავნიდნენ _ კარგი შვილი გაგიზრდიაო. ცუდს რომ არასოდეს ჩაიდენდა, ვიცოდი, მაგრამ იმაში დარწმუნებული არ ვიყავი სამშობლოსთვის თავგანწირვა თუ შეეძლო... დაღუპვის წინ, მეგობრისთვის უთქვამს, რამდენი ჩემი თანამებრძოლი დაიღუპა დღეს და მე სასწაულებრივად გადავრჩიო. გვიან ღამემდე ერთად ყოფილან, ის მეგობარი მიყვებოდა, მოგვიანებით ჩავთვლიმეთო. ერთ საათში დაბომბვის ხმამ გამაღვიძა, გავიხედე ჩემს გვერდით არ იყო, ვიღაც ოს გენერალს მისდევდა, თურმე ჩემი მეგობრები დახოცაო და იმ დაბომბვის დროს დაიღუპა... ამას ცხოვრება არ ჰქვია, ეს ტანჯვაა... მიხარია, ჩემი შვილი სამშობლოს რომ გამოადგა, მაგრამ ძალიან მინდოდა ცოცხალი ყოფილიყო...“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0