სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
დავით დვალიშვილი რობერტის ძე 1980 - 2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დიხაშხო ვანი იმერეთი დავით დვალიშვილი რობერტის ძე 1980 - 2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დიხაშხო ვანი იმერეთი დავით დვალიშვილი რობერტის ძე 1980 - 2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დიხაშხო ვანი იმერეთი

1980-2008 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი დვალიშვილი სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

დავით დვალიშვილი რობერტის ძე 1980 - 2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დიხაშხო ვანი იმერეთი

დავით დვალიშვილი რობერტის ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1980 - 11/08/2008

 

დავით დვალიშვილი 11 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. სხვა ინფორმაცია მის ოჯახს არა აქვს. დათომ მათ მხოლოდ იმედი დაუტოვა: „ყველაფერი კარგად იქნება“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. დავით დვალიშვილი წოდებით კაპრალი იყო, 42-ე ბატალიონში მსახურობდა.


ზაირა დვალიშვილი, დედა: „დათო 1980 წლის 15 აგვისტოს, ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში დაიბადა. ქუთაისში ნიკოლაძის სახელობის სპორტული სკოლა დაამთავრა. სკოლის შემდეგ სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში განაგრძო. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დაცვაში მუშაობდა, პირადი მცველიც იყო, შემდეგ ჯარში წავიდა.

2006 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. ერთი წლის შემდეგ კონტრაქტით ვაზიანში მსახურობდა, 42-ე ბატალიონში, წოდებით კაპრალი იყო. კონტრაქტიდან ერთი წელი იყო გასული, რომ დაიღუპა.


სახლში ბოლოს 3 აგვისტოს მოვიდა...

როცა ომი დაიწყო და საინფორმაციო გამოშვებები ყოველ 5 წუთში ერთხელ გადიოდა, ძალიან დავიძაბე, საშინლად ვნერვიულობდი. მაგრამ ჩემი შვილი ისეთი ადამიანი იყო, ზედმეტს არავის ეტყოდა, რომ არ გვენერვიულა. ჩემი ძმისთვის დაურეკავს და უთქვამს: ნუ გეშინიათ, არაფერი არ მოხდებაო. გვატყუებდა, მე არ ვარ ცხელ წერტილშიო...

ბოლოს 9 აგვისტოს გველაპარაკა: ნუ ნერვიულობ, დედა, ყველაფერი კარგად იქნებაო... 7 აგვისტოს ვაზიანის ბრიგადა ცხინვალში შეიყვანეს.

ერთი შვილი დარჩა. ბოლოს მისთვისაც დაურეკავს და უთქვამს: მამი, მე თუ რამე მომივიდა, შენ ჩემით იამაყეო...

11 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. როგორც ვიცით, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. იმ დღესვე მოასვენეს სახლში. მის გარეშე ცხოვრება საშინელებაა, მაგრამ გმირის დედა მქვია... როგორღაც ვცოცხლობ, მისი საფლავი დამრჩა ერთადერთ ნუგეშად“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0