სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
რაულ მჟავანაძე 1973-2008 გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ლეღვა ქობულეთი აჭარა რაულ მჟავანაძე 1973-2008 გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ლეღვა ქობულეთი აჭარა რაულ მჟავანაძე 1973-2008 გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ლეღვა ქობულეთი აჭარა

1973-2008 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მჟავანაძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

434       ბეჭდვა

რაულ მჟავანაძე 1973-2008 გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ლეღვა ქობულეთი აჭარა

მჟავანაძე რაულ ასლანის ძე 1973 - 2008 35 წლის სამაჩაბლო სოფ. ლეღვა ქობულეთი აჭარა კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


 8 აგვისტო. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ცხინვალის შემოგარენიდან, საცეცხლე ზონიდან გამოდიან. რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშე `სუ-25~-ების მიზანი კი მათი აღმოჩენა და ლიკვიდაციაა. ერთ-ერთი საჰაერო იერიშისას რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა, მათ დასახმარებლად და საცეცხლე ზონიდან გამოსაყვანად თანამებრძოლები მივიდნენ. ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული... ისმოდა დაჭრილთა ყვირილი. მეცხრე დაჭრილი გამოყავდა კაპრალ რაულ მჟავანაძეს, როდესაც რუსული მოიერიშის მიერ ჩამოგდებული კასეტური ბომბის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. ეს იყო საერთაშორისო კონვენციით აკრძალული, მასობრივი განადგურების კასეტური ბომბი, რომელმაც აგვისტოს ომში არაერთი მეომრის სიცოცხლე შეიწირა. თანამებრძოლებმა სხვა დაჭრილებთან ერთად მისი უსაფრთხო ადგილას გაყვანა მოახერხეს, თუმცა უკვე გვიანი იყო...


დაიბადა 1973 წლის 8 ივლისს, ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში. რაულ მჟავანაძე ოჯახში მესამე შვილი იყო. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლაც. სკოლის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა აფხაზეთის ომი მძვინვარებდა, ძმასთან, გივი მჟავანაძესთან ერთად ახლად ჩამოყალიბებულ შინაგან ჯარში წავიდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. სამხედრო სავალდებულო სამსახური მათ ბათუმში დისლოცირებულ 25-ე მოტომსროლელთა ბატალიონში გაიარეს. სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ კი მან სწავლა ფოთის საზღვაო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1995 წელს. როგორც ახლობლები იხსენებენ, ის, საკმაოდ ნიჭიერი და კომუნიკაბელური ახალგაზრდა იყო. ჯარისკაცის დედა იხსენებს, როგორ ეწინააღმდეგებოდა მაშინ შვილის გადაწყვეტილებას, თუმცა რაულმა მაინც თავისი გაიტანა.


ლილი ბეჟანიძე, დედა: `ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი მის ჯარში წასვლას, თუმცა მეუბნებოდა, მე მაინც წავალ დედა, უნდა ვიმსახურო და მოვიხადო ვალი ქვეყნის წინაშეო. 1991-1992 წლებში, მაშინ, როცა ქვეყანაში ომი იყო, რაულმა სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა. შემდეგ სასწავლებლად ფოთში წავიდა. კარგად სწავლობდა. აკადემიის დასრულების შემდეგ კი 1995 წელს მუშაობა ბათუმში, სამთავრობო დაცვაში დაიწყო, იქ 2003 წლამდე იმუშავა~.


დრო გავიდა, თუმცა კაპრალ მჟავანაძეს სამხედრო საქმის მიმართ სიყვარული არ განელებია. წლების შემდეგ კვლავ მიხვდა, რომ მისი მოწოდება სამხედრო

სამსახური იყო. 2004 წელს კი რეორგანიზებულ, რეგულარულ ქართულ ჯარში კონტრაქტით წასვლა გადაწყვიტა. რაულ მჟავანაძე ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქართველი ჯარისკაცებიდან, ვინც 2007 წელს ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კოალიციურ ჯარებთან ერთად. 2008 წელს უთავდებოდა მის კონტრაქტს ვადა, თუმცა, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ის სამხედრო საქმეს თავისად თვლიდა და ალბათ, არ დაანებებდა თავს.

ლევან მჟავანაძე, ძმა: „რაულს იარაღი და სამხედრო საქმე ბავშვობიდან იზიდავდა. ძალიან უყვარდა ჯარი და შესაბამისად, თავადაც სულ მოწესრიგებული იყო. 2008 წელს მის კონტრაქტს ვადა გასდიოდა. ომამდე ხუთი თვით ადრე ცოლი შეირთო და ამბობდა, ახალ, რვაწლიან კონტრაქტს უნდა მოვაწერო ხელიო“, – თუმცა ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა არ დასცალდა.


ლილი ბეჟანიძე, დედა: „რაული სახლიდან ზუსტად სამ აგვისტოს გავიდა. ცოტა უცნაურად იქცეოდა, ახალი ტელეფონი სახლში დატოვა და თან ძველი წაიღო. ოჯახის წევრებსაც ჩვეულებრივად გამოგვემშვიდობა. რომც სცოდნოდა ომის შესახებ, ჩვენ მაინც არ გვეტყოდა, რომ არ შევეშინებინეთ. რამდენიმე დღეში აპირებდა უკან ჩამოსვლას. ომის დაწყების დღეს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ვერ ჩამოვიდოდა, ცოტა აღელვებული გვეჩვენა, თუმცა არაფერი უთქვამს, ალბათ, იმიტომ, რომ არ შეგვშინებოდა. ჩვენ არაფერი ვიცოდით, რამდენიმე საათში ტელევიზიის მეშვეობით გავიგე, რომ ომი დაიწყო. თქვეს, რომ ბრძოლები ცხინვალის მისადგომებთან იყო, ცოტა ხანში საინფორმაციო საშუალებებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია წამოიწყო და რუსული თვითმფრინავები საქართველოს ბომბავდნენ. პირველად სწორედ მაშინ შევშინდით. რაული ჯარში ყოფნის დროსაც, დღეში რამდენჯერმე რეკავდა, თუმცა, რაც ომი დაიწყო, მხოლოდ ერთხელ დაურეკა მეუღლეს. მოგვიანებით, ჩვენც ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ვახერხებდით, ტელეფონები არ იჭერდა. შემდეგ კი, როცა ვურეკავდით, ტელეფონი გამორთული ჰქონდა. არაფერი ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც დაგვირეკავდა და გვეტყოდა: კარგად ვარო. კვირა დღე იყო, ათი აგვისტო, სამეზობლოში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, მერე მითხრეს, რაული დაჭრილია და გორის სამხედრო ჰოსპიტალშიაო. აქედან ჩვენი ნათესავები წავიდნენ, ბიჭები ორ მანქანაში ჩასხდნენ და გორისკენ წავიდნენ. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილი დაიღუპა... სახლში თერთმეტ აგვისტოს ჩამოასვენეს ნათესავებმა, მითხრეს, რომ დაბომბვაში მოყვა, აფეთქებიდან რამდენიმე წუთში თანამებრძოლებს გორის სამხედრო ჰოსპიტალისკენ წაუყვანიათ, მაგრამ გზაში დაიღუპა“.


რაულის დაღუპვიდან ცოტა ხანში, მჟავანაძეების ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, შვილის დაღუპვიდან წელიწად–ნახევარში, ჯარისკაცის მამა, ასლან მჟავანაძე გარდაიცვალა...

ლილი ბეჟანიძე, დედა: „სახლში ხშირად რეკავდა, როცა დარეკავდა ყოველთვის ესაუბრებოდა მამას, ჩემი მეუღლე ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და რაული ცდილობდა, დაემშვიდებინა. ეუბნებოდა, ახლა მე ვარ შენი მარჩენალი, დროა, შენ დაისვენო და მე მოგიაროოო, მისი დაღუპვიდან წელიწად–ნახევრის შემდეგ, მეუღლეც გამომაკლდა“.

რაულ მჟავანაძეს ორსული მეუღლე დარჩა, მისი ერთადერთი ქალიშვილი ნინიკო, მამის დაღუპვიდან ექვსი თვის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მამისგან მხოლოდ ფოტოები, მოგონებები და გმირის ორდენი დარჩა. გმირი მამა კი 35 წლის იყო, როდესაც საკუთარი დაბადების დღიდან ერთი თვის თავზე, ცხინვალის მისადგომებთან დაეცა...

ლილი ბეჟანიძე, დედა: „ალბათ, ოცნებობდა, რომ მისი შვილი განსაკუთრებული ყოფილიყო, თვითონ კი, მზრუნველი მამა, მაგრამ ვერ მოესწრო შვილის დაბადებას. ეს გზა თავად აირჩია და, ალბათ, რომ სცოდნოდა, ასე მოხდებოდა ყველაფერი, მაინც არ შეცვლიდა საკუთარ გადაწყვეტილებას. ყოველთვის მეშინოდა იარაღის და ვეწინააღმდეგებოდი მის ჯარში წასვლას, მაგრამ მაინც წავიდა. მეუბნებოდა: დედა, თუ მე ომში დავიღუპები, ყველას ეცოდინება, მთელს ქვეყანას ვეყვარები და ყველა დამაფასებს, აქ თქვენს გვერდით რომ მოვკვდე, მხოლოდ თქვენ დაგწყდებათ გულიო. როცა ფორმა გაცვია და ჯარში ხარ, ამ ფორმის ღირსეულად ტარებისთვის, შეიძლება თავიც გაწირო, მაგრამ ეს არ უნდა გაშინებდესო“.

შვილმკვდარი დედა ახლა მეორე ვაჟთან, ლევანთან ერთად ცხოვრობს. ლევან მჟავანაძე დღემდე ატარებს გმირი ძმის დანატოვარ სამხედრო უნიფორმას. რაულ მჟავანაძე საკუთარი სახლიდან ერთ კილომეტრში, სოფელი ლეღვას სასაფლაოზეა დაკრძალული, მის საფლავზე კი სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დროშა ფრიალებს, ქვეყნის სიმბოლო, რომლისთვისაც ქართველ მებრძოლებს უმძიმეს, უთანასწორო ბრძოლებშიც კი არ უღალატიათ.

ლილი ბეჟანიძე, დედა: „მიმძიმს მის გარეშე, უკვე ორი წელი გავიდა რაც ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მე მადლობელი ვარ ჩემი შვილის, რომ ის გმირულად დაიღუპა, დატოვა გმირის და არა ლაჩარის სახელი. მე ვამაყობ იმით, რომ მან ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს ბოლომდე უერთგულა”.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0