კაპრალი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
სერჟანტმა რეზო ახალკაცმა ბრძოლისას ჯავშანჟილეტი გაიხადა და თავის 18 წლის ჯარისკაცს ჩააცვა...
ასმეთაურთან ერთად ბიჭები იმ პოზიციას გამოარიდა, საიდანაც სროლა შეუძლებელი იყო, ჩასაფრებული სნაიპერების გამო. მერე, ასმეთაურთან ერთად, უკან შებრუნდა იქ დარჩენილ ბიჭებთან. ძმაკაცი თვალწინ მოუკლეს, მოისმინა, როგორ აღმოხდა მეგობარს უკანასკნელი სიტყვა – დეედაა!.. და რეზო ახალკაცმა საპასუხო ცეცხლი გახსნა...
რეზო ახალკაცი 28 წლის იყო... დარჩა სამი შვილი...
რეზო მცხეთის რაიონში, სოფელ ნიჩბისში დაიბადა და გაიზარდა.
ნატა თუშიშვილი, მეუღლე: „რეზოს ბავშვობის შესახებ, ძირითადად დედამისისა და მისი ახლობლების მონაყოლიდან ვიცი, თვითონ რეზო ბავშვობაზე იმდენად არ საუბრობდა. ვიცი, რომ ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა, ძალიან კარგი ზნის ბავშვი იყო. ვიცი, რომ ეს ასეც იქნებოდა – შვილი მეზრდება, ხასიათებით მას ჰგავს... ძალიან მეგობრული იყო, ბევრი მეგობარი ჰყავდა სოფელში. უბრალოდ, ბოლოს სამსახურის გამო ძალიან დაკავებული იყო და იმდენად ვეღარ ახერხებდა მათთან ურთიერთობას...“
რეზო ახალკაცმა სკოლა ნიჩბისში დაამთავრა. სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ რამდენიმე თვეში მიატოვა და 18 წლისამ ახლად შექმნილ „კომანდოს“ ბატალიონში დაიწყო სამსახური.
ნატა თუშიშვილი: „ ჩემს გაცნობამდე რეზოს ოჯახი ჰქონდა, ორი შვილი ჰყავს იმ ქორწინებიდან. სწორედ მაშინ, როცა ოჯახი შექმნა, წავიდა ჯარში. ხასიათით ძალიან მებრძოლი, უშიშარი და სამართლიანი იყო. ძალიან უყვარდა ჯარი. მოსწონდა ჯარის ცხოვრება.
ერთმანეთი რომ გავიცანით, რეზო 23 წლის იყო, მე – 18-ის. ცოლს უკვე დაშორებული იყო. ძალიან მომეწონა, სხვანაირი ბიჭი იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. ერაყში იყო წასასვლელი და ამიტომ ვაპირებდით, რომ ოჯახი მერე შეგვექმნა, როცა დაბრუნდებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცებ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა და სანამ ერაყში წავიდოდა, რამდენიმე თვით ადრე გავყევი ცოლად. მე უკვე 6 თვის ორსული ვიყავი, როცა რეზო ერაყში წავიდა. რომ ჩამოვიდა, რუსა უკვე ხუთი თვის გვყავდა. მალევე სერჟანტად დააწინაურეს, პირველ ბრიგადაში გადაიყვანეს. ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ ყურადღებას არ გვაკლებდა, არც ჩვენ და არც პირველ მეუღლესთან შეძენილ ბავშვებს. მე რომ ცოლად მომიყვანა, გოგონა უკვე 5 წლის იყო, ბიჭი – ოთხი წლის. არდადეგებს ჩვენთან ატარებდნენ, ან ჩვენ ჩავდიოდით სოფელში.
ძალიან დაკავებული იყო და როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, სულ შინ ყოფნა უნდოდა, გარეთ ვერაფრით გაიყვანდი. არ მომყვებოდა არც სტუმრად, არც არსად, ცდილობდა, სახლში ყოფილიყო. ხშირად ყაზარმული ჰქონია, სერჟანტი იყო, ვერ გამოდიოდა სამსახურიდან. დაურეკავს, უთქვამს, მინდა გამოსვლა, მაგრამ ვერ ვახერხებო.
ბევრჯერ დაურეკავს, ვერ გამოვდივარო. დავწვებოდი დასაძინებლად ბავშვთან ერთად, დამირეკავდა, გააღე კარი, მოვედიო. უყვარდა ასეთი სიურპრიზების მოწყობა...“
რეზო ახალკაცი ომის დაწყებამდე სამი თვით ადრე, პირველი ბრიგადიდან მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონში გადავიდა, ერაყში უნდოდა წასვლა. მეუღლემ ბოლოს 6 აგვისტოს ნახა.
ნატა თუშიშვილი: „ბავშვი ბაკურიანში გვყავდა და 6 აგვისტოს წავედი, რეზოსაც ორკვირიანი წვრთნები უნდა დაწყებოდა ორფოლოში. ორი დღის განმავლობაში არაფერი ვიცოდი, ბაკურიანში
ტელევიზორი არ გვქონდა. რეზო მირეკავდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. 7 აგვისტოსაც დამიმალა, მარტო ის მითხრა, განგაშია, მაგრამ არ ვიცი, გაგვიყვანენ თუ არაო.
მაგრამ შემდეგ გვიან დამირეკა და მითხრა, წაგვიყვანესო. 8 აგვისტოს საღამოსაც ველაპარაკე, მთელი ათი წუთი. იმედიანად იყო, გახარებული. ორ დღეში ყველაფერი დამთავრდება და ჩამოვალო. ეგ იყო ბოლო საუბარი, მაგრამ რეზო, რაც არ უნდა ყოფილიყო, დილით მესიჯს მიგზავნიდა ხოლმე და მშვიდობის დილას მისურვებდა. 9 აგვისტოს დილის 7 საათზე მომწერა. არ მეძინა, იმ წამსვე მივწერე: რეზ, დაგირეკავ-მეთქი. მომწერა, მე კარგად ვარო და თავს გაუფრთხილდი, თავს მიხედეო. დღემდე მაქვს შენახული ეს ორი მესიჯი, ბოლო მესიჯები იყო. მე ვეღარ მოვასწარი დარეკვა, გათიშული ჰქონდა ტელეფონი... როგორც ვიცი, ზემო ნიქოზში დაიღუპა... ბოლოს ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, ბრძოლა შეუძლებელი იყო, სნაიპერებით იყვნენ გარშემორტყმულნი. თავისი ბიჭები გამოიყვანა. ბიჭები მიყვებიან, გვითხრა, თქვენ წინ იარეთ, ზურგს დაგიფარავთო. რომ გამოვედით და მოვიხედეთ, რეზო აღარსად იყო, ვერ ვნახეთო. ასმეთაურთან ერთად, უკან შებრუნდა. იქ მისი ძმაკაცი – ზაზა დარჩა... ჩვენი ბავშვის ნათლია. არ მიატოვა რეზომ... ზაზაც ახალი გადასული იყო მეოთხე ბრიგადაში, დაზვერვის ჯგუფში იყო. შებრუნდნენ ბიჭების საშველად, ძალიან ცუდი ადგილი იყო. ბევრი დაიხოცა იქ. როგორც ვიცი, ბოლოს იქ 17 ადამიანი იყო და ცოცხალმა 6-მა გამოაღწია.
ბოლოს რეზოს ჯავშანჟილეტი აღარ ეცვა. როგორც ბიჭებისგან ვიცი, გაიხადა და თავის 18 წლის ჯარისკაცს ჩააცვა...
როცა შებრუნდნენ, სნაიპერები ისროდნენ. როგორც მე ვიცი, ზაზას მოხვდა პირველი ტყვია, ყელში დაიჭრა, „დედას“ დაძახებაღა მოასწრო და დაიღუპა. ეს რომ ნახა რეზომ, ცეცხლი გახსნა. უკვე აღარ გაჩერდნენ და ყველა ისროდა. რამდენიმე წუთში ასმეთაურიც, ზურაც დაჭრილა ყელში, გამავალი ჭრილობა მიიღო. ერთი ჯარისკაცი საშველად მივარდნილა და ისიც ზედ დაუკლავთ. რეზოც ცდილობდა შველას, მაგრამ თვითონ ზურასგან ვიცი, რომ მასვე გაუჩერებია ყველა, აღარავინ მომეკაროთო. მალე რეზოც დაიჭრა ფეხში, უფრო გამწარებულს დაუწყია სროლა. მკლავში დაჭრილა. ხეს ამოფარებია, მერე მეორე მკლავშიც დაჭრილა, შემდეგ ყელში – გამავალი ტყვიით... ბიჭები მიყვებიან, რომ რეზოს ერთი „აბოიმა“ ჰქონია შენახული და ბიჭებსაც მოუწოდებდა, ბიჭებო, ტყვიები შეინახეთო. დაჭრილები ტყვედ რომ არ ჩავარდნოდნენ და თავები დაეხოცათ.
ბოლოს მანქანა შეუყვანიათ დაჭრილების გამოსაყვანად. ზურას აყვანა მოუსწრიათ, გონდაკარგული ყოფილა, თბილისში, საავადმყოფოშიღა მოსულა გონს. რეზო რომ უნდა დაესვათ, უკვე დაბომბვა დაწყებულა, მანქანა სასწრაფოდ გამოუყვანიათ, რეზო ვეღარ გამოიყვანეს და სისხლისგან დაიცალა...
მე ყველა მიმალავდა რეზოს ამბავს, ყველას უმძიმდა, მაგრამ ცხრაში საღამოს რომ არ შემეხმიანა, მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ ტრიალებდა ჩემს თავს. დავიწყე მეგობრებთან, მათ ცოლებთან რეკვა. ერთ-ერთი ძმაკაცის ცოლმა მითხრა: არაფერი არ ვიცი, ჩემს ქმარსაც ვერ ვუკავშირდებიო. მერე როგორღაც დავუკავშირდი მის მეგობარს, მითხრა: არაფერი არ ვიცი, ნატო, დაბომბვა დაიწყო, ყველა მიიფანტ-მოიფანტა, არავინ არ ვიცით, სად არის და როგორ არის, ბოლოს რომ ვნახე, მანქანაზე იყო დამჯდარი და შეჰყავდათო...“
დაიწყო საშინელი პერიოდი – ამაო მოლოდინი. ნატას არ სჯეროდა რეზოს დაღუპვა. იმედი ჰქონდა, რომ დაჭრილი იქნებოდა. ამ იმედს ისიც კვებავდა, რომ გაირკვა, ტყვეებს შორის ერთი გვარად ახალკაციაო. ნატამ გაარკვია, რომ ჯარში ორი ახალკაცი იყო, ერთი – ზაზა ახალკაცი გორის დაბომბვისას დაიღუპა. იმედი ჰქონდა, რომ ის ტყვე ახალკაცი მისი ქმარი იქნებოდა, მაგრამ, როგორც მერე გაირკვა, ის სხვა იყო, 18 წლის ბიჭი.
26 აგვისტოს რომ ბიჭები გადმოასვენეს, რეზოს მეგობრის, ზაზას ამოცნობა მოხერხდა. ამანაც იმედი მისცა ნატას, ეგონა, თუ ზაზა ამოიცნეს, ესე იგი რეზოსაც ამოიცნობდნენ, მკვდარი რომ ყოფილიყოო.
ნატა თუშიშვილი: „რეზო მკვდარი არავის ენახა და იმედი მქონდა. მინდოდა, ცოცხალი ყოფილიყო, თორემ ვიცოდი, რომ ის ტყვედ არ ჩავარდებოდა. მერე დეენემის პასუხიც მოგვივიდა, სოფელშიც გადავასვენეთ, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი ძებნას... იმედი მქონდა, სანამ ბიჭებმა არ მითხრეს, რომ მაჩვენებდნენ სურათებს, სადაც რეზო მკვდარი იყო, სურათები 25 დეკემბერს მაჩვენეს. როგორც ჩანს, იმ ბიჭებმა გადაიღეს, რომლებიც იქ ჩარჩნენ იმ დღეს. სურათები 10 აგვისტოსაა გადაღებული, იმის მერე უკვე დავრწმუნდი, რომ რეზო აღარ იყო ამქვეყნად.
რეზოს დაღუპვის დღეებში, ბავშვი მთელი კვირა ცუდად მყავდა. ეტყობა, სიზმარში ხედავდა, იღვიძებდა, მამას ეძახდა. მერე უკვე ისეთი განცდა ჩამოუყალიბდა, „მე ცუდი გოგო ვარ და მამიკო აღარ მოდის სახლშიო...
მერე ნელ-ნელა შეეგუა. მაგრამ ელოდება მაინც, თავისებურად ელოდება...“
რევაზ ახალკაცი
დაიბადა 1980 წლის 13 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ახალ ნიჩბისში. 2002 წელს, რევაზ ახალკაცი, საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში შევიდა და ჯარში 8 წელი იმსახურა. იყო სამშვიდობო მისიაში - ერაყში.
2008 წლის 7 აგვისტოდან, სერჟანტი რევაზ ახალკაცი, 41 -ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად, მივლინებული იყო კონფლიქტის რეგიონში საბრძოლო მისიის შესასრულებლად. 2008 წლის 9 აგვისტოს, დილის საათებში, მოწინააღმდეგის მხრიდან ინტენსიური ცეცხლის გახსნის დროს, სერჟანტი რევაზ ახალკაცი დაიჭრა, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა... იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ნატა თუშიშვილი რევაზ ახალკაცის მეუღლე: „ ხასიათით ძალიან მებრძოლი, უშიშარი და სამართლიანი იყო. ძალიან უყვარდა ჯარი. მოსწონდა ჯარის ცხოვრება. ერთმანეთი რომ გავიცანით, რეზო 23 წლის იყო, მე – 18-ის. ძალიან მომეწონა, სხვანაირი ბიჭი იყო. ერაყში იყო წასასვლელი და უცებ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა და სანამ წავიდოდა, რამდენიმე თვით ადრე გავყევი ცოლად. 6 თვის ორსული ვიყავი, როცა რეზო ერაყში წავიდა. რომ ჩამოვიდა, რუსა უკვე ხუთი თვის გვყავდა. მალევე სერჟანტად დააწინაურეს, პირველ ბრიგადაში გადაიყვანეს. ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ ყურადღებას არ გვაკლებდა, არც ჩვენ და არც პირველ მეუღლესთან შეძენილ ბავშვებს. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, სულ შინ ყოფნა უნდოდა. დავწვებოდი დასაძინებლად ბავშვთან ერთად, დამირეკავდა, გააღე კარი, მოვედიო. უყვარდა ასეთი სიურპრიზების მოწყობა…
ომი რომ დაიწყო მე და ბავშვი ბაკურიანში ვიყავით. ორი დღის განმავლობაში არაფერი ვიცოდი, ბაკურიანში ტელევიზორი არ გვქონდა. რეზო მირეკავდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. 7 აგვისტოსაც დამიმალა, მარტო ის მითხრა, განგაშია, მაგრამ არ ვიცი, გაგვიყვანენ თუ არაო. მაგრამ შემდეგ გვიან დამირეკა და მითხრა, წაგვიყვანესო. 8 აგვისტოს საღამოსაც ველაპარაკე, მთელი ათი წუთი. იმედიანად იყო, გახარებული. ორ დღეში ყველაფერი დამთავრდება და ჩამოვალო. ეს იყო ბოლო საუბარი, მაგრამ რეზო, რაც არ უნდა ყოფილიყო, დილით მესიჯს მიგზავნიდა ხოლმე და მშვიდობის დილას მისურვებდა. 9 აგვისტოს დილის 7 საათზე მომწერა. არ მეძინა, იმ წამსვე მივწერე: რეზ, დაგირეკავ-მეთქი. მომწერა, მე კარგად ვარ და თავს გაუფრთხილდიო. დღემდე მაქვს შენახული ეს ორი მესიჯი, ბოლო მესიჯები იყო. ვეღარ მოვასწარი დარეკვა...
ზემო ნიქოზში დაიღუპა. ბოლოს ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, ბრძოლა შეუძლებელი იყო, სნაიპერებით იყვნენ გარშემორტყმულნი. თავისი ბიჭები გამოიყვანა. მიყვებიან, გვითხრა, თქვენ წინ იარეთ, ზურგს დაგიფარავთო. რომ გამოვედით და მოვიხედეთ, რეზო აღარსად იყო, ვერ ვნახეთო. ასმეთაურთან ერთად, უკან შებრუნდა. იქ მისი ძმაკაცი – ზაზა დარჩა, ჩვენი ბავშვის ნათლია. არ მიატოვა რეზომ მეგობარი. ბევრი დაიხოცა, როგორც ვიცი, ბოლოს იქ 17 ადამიანი იყო და ცოცხალმა მხოლოდ 6-მა გამოაღწია. ბოლოს, რეზოს ჯავშანჟილეტი აღარ ეცვა. როგორც ბიჭებისგან ვიცი, გაიხადა და თავის 18 წლის ჯარისკაცს ჩააცვა...
როცა შებრუნდნენ, სნაიპერები ისროდნენ. როგორც მე ვიცი, ზაზას მოხვდა პირველი ტყვია, ყელში დაიჭრა, „დედას“ დაძახებაღა მოასწრო და დაიღუპა. ეს რომ ნახა რეზომ, ცეცხლი გახსნა. უკვე ყველა ისროდა. რამდენიმე წუთში ასმეთაურიც, ზურა შამათავაც დაჭრილა ყელში, გამავალი ჭრილობით. ერთი ჯარისკაცი საშველად მივარდნილა და ისიც ზედ დაუკლავთ. რეზოც ცდილობდა შველას, მაგრამ თვითონ ზურასგან ვიცი, რომ მასვე გაუჩერებია ყველა, აღარავინ მომეკაროთო. მალე რეზოც დაიჭრა ფეხში, უფრო გამწარებულს დაუწყია სროლა შემდეგ მკლავში დაჭრილა. ხეს ამოფარებია,ბოლოს კი ყელში – გამავალი ტყვიით. ბიჭები მიყვებიან, რომ რეზოს ერთი „აბოიმა“ ჰქონია შენახული და ბიჭებსაც მოუწოდებდა, ბიჭებო, ტყვიები შეინახეთო. დაჭრილები ტყვედ რომ არ ჩავარდნოდნენ და თავები დაეხოცათ. ბოლოს, მანქანა შეუყვანიათ დაჭრილების გამოსაყვანად. ზურას აყვანა მოუსწრიათ, გონდაკარგული ყოფილა, თბილისში, საავადმყოფოში მოსულა გონს. რეზო რომ უნდა დაესვათ, უკვე დაბომბვა დაწყებულა, მანქანა სასწრაფოდ გამოუყვანიათ, რეზო ვეღარ გამოიყვანეს და სისხლისგან დაიცალა… მე ყველა მიმალავდა რეზოს ამბავს, ყველას უმძიმდა, მაგრამ ცხრაში საღამოს რომ არ შემეხმიანა მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ ტრიალებდა ჩემს თავს. დავიწყე მეგობრებთან, მათ ცოლებთან რეკვა. ერთ-ერთი ძმაკაცის ცოლმა მითხრა, ჩემს ქმარსაც ვერ ვუკავშირდებიო. მერე როგორღაც დავუკავშირდი მის მეგობარს, რომელმაც მითხრა, არაფერი ვიცი ნატო, დაბომბვა დაიწყო, ყველა მიიფანტ-მოიფანტა, არავინ არ ვიცით, სად არის და როგორ არის, ბოლოს რომ ვნახე, მანქანაზე იყო და შეჰყავდათო. მკვდარი არავის ენახა და იმედი მქონდა. მინდოდა, ცოცხალი ყოფილიყო, თორემ ვიცოდი, რომ ის ტყვედ არ ჩავარდებოდა. მერე დეენემის პასუხიც მოგვივიდა, სოფელში გადავასვენეთ. რეზოს დაღუპვის დღეებში, ბავშვი მთელი კვირა ცუდად მყავდა. ეტყობა, სიზმარში ხედავდა, იღვიძებდა, მამას ეძახდა. მერე ნელ-ნელა შეეგუა. მაგრამ ელოდება მაინც, თავისებურად ელოდება…“
რუსუდან ახალკაცი - რთველიაშვილი, რევაზ ახალკაცის დედა: " სკოლა ნიჩბისში დაამთავრა. სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ რამდენიმე თვეში მიატოვა და 18 წლისამ ახლად შექმნილ „კომანდოს“ ბატალიონში დაიწყო სამსახური... მებრძოლი ხასიათის იყო, უსამართლობას, სუსტის დაჩაგვრას ვერ ეგუებოდა. ჯიშიც მებრძოლების ჰქონდა, მისი პაპის ძმები მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ, რასაც სულ სიამაყით ამბობდა ხოლმე. სანამ ომში წავიდოდა, ჩამოსული იყო. ყველას დაგვემშვიდობა ოჯახში, მეზობლებს. ჩამეხუტა და მითხრა, დედა შეიძლება ვეღარც გნახოო. რა ხდება მეთქი, ასე რატომ ამბობ და მომატყუა სწავლებაზე უნდა წავიდე, ერაყში ვაპირებ ისევ წასვლასო. ალბათ გული უგრძნობდა.. მერე გავიგეთ, რომ ომში იყო, იქედან რამდენჯერმე დარეკა. 9 აგვისტოს დაიღუპა ჩემი რეზო. 3 შვილი დარჩა, პატარები. კარგად არც ახსოვთ მამა. რა უნდა ვთქვა, დედისთვის გმირულად დაღუპული შვილი საამაყოც არის და განუკურნებელი ტკივილიც."
მალხაზ ქანთლიანი, რევაზ ახალკაცის მეგობარი: "საუკეთესო ჯარისკაცი იყო, უნივერსალური. თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. ოჯახის, მეგობრების მოყვარული. ეს იყო კაცი სიყვარულით და სიკეთით სავსე. აგვისტოს ომის დროს ერაყში ვიყავი მისიაზე, ომი რომ დაიწყო ჩამოგვიყვანეს. მე რომ ჩამოვედი, იმ ღამეს დაიღუპა რეზო. ჩვენ ჯარში გავიცანით ერთმანეთი მრავალი წელი ვმეგობრობდით, ნათლიობას ვგეგმავდით, მაგრამ ვერ მოვასწარით. ოჯახმა, მეგობრებმა ღირსეული პიროვნება დავკარგეთ, სამშობლომ კი ღირსეული ჯარისკაცი.!"
რევაზ ახალკაცი დაჯილდოვებულია მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.