სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ლევანი ჭოჭუა მძლავრის ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლო სოფ. ქარიატა ხობი ლევანი ჭოჭუა მძლავრის ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლო სოფ. ქარიატა ხობი ლევანი ჭოჭუა მძლავრის ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლო სოფ. ქარიატა ხობი

1985-2008 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჭოჭუა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

ლევანი ჭოჭუა მძლავრის ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლო სოფ. ქარიატა ხობი

ლევანი ჭოჭუა მძლავრის ძე რეზერვისტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.




 ის ერთ-ერთი იყო იმ შვიდი რეზერვისტიდან, ვინც სენაკის სამხედრო ბაზაზე დაიღუპა აგვისტოს ომის დროს, როცა რუსეთმა სენაკის ბაზა დაბომბა.

ლევან ჭოჭუა მეომარი არ ყოფილა, ის მხოლოდ რეზერვისტი იყო – 22 წლის სტუდენტი ბიჭი.

გამოიძახეს. ადგა. არც ბაქოში გაქცეულა და არც ბუჩქებში.

წავიდა, გამოცხადდა პირნათლად და...

დაიღუპა სენაკში. დაბადებითაც სენაკში დაიბადა. მშობლები – მძლავრი ჭოჭუა და ნუცა სერგია-ჭოჭუა ხობში მსახურობდნენ და ამიტომაც მათ ლევანი და მისი და ხობში შეიყვანეს სკოლაში.

ლიკა ლევანზე ერთი წლით უფროსი იყო, მაგრამ მაინც ერთ მერხს უსხდნენ.

„ლიკა მეორე კლასში იყო, ლევანი რომ სკოლაში შევიყვანეთ, მაგრამ იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდა, რომ კომისია შედგა, შეამოწმეს და პირდაპირ მეორე კლასში დასვეს. 5 წლისამ თვითონ ისწავლა წერა-კითხვა, 6 წლისა ვეფხისტყაოსანს კითხულობდა, ერთუცნობიან განტოლებებს ხსნიდა...“ – იხსენებს თვალცრემლიანი დედა.

ოჯახი სენაკში ცხოვრობდა და ყოველდღე ხობში დადიოდა. არადა იმ დროს უკვე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ტყვიების წვიმაში უწევდათ ცხოვრება. ოჯახი სენაკიდან საცხოვრებლად ხობის რაიონში, ბებია-ბაბუასეულ ძველ სახლში გადავიდა და ბავშვებიც იქვე შეიყვანეს სკოლაში. თავიდან ასე ფიქრობდნენ, დროებითო. მაგრამ ბავშვებმა ის სკოლა დაამთავრეს. დაამთავრეს წარჩინებით და და-ძმა მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა ორივემ და ორი წლის შემდეგაც ორივე ერთად დაბრუნდა საქართველოში, ორივემ აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, განაგრძო სწავლა.


ორივემ ერთად დაამთავრა ბაკალავრიატი, ორივემ ჩააბარა მაგისტრატურაში, მაგრამ უკვე მარტო ლიკა ამთავრებს მაგისტრატურას...

არადა, როგორც დედამისი მიყვება, ლევანი დოქტორანტურისთვისაც ემზადებოდა, ჟურნალ „ტრანსპორტში“ სამეცნიერო სტატიებს აქვეყნებდა...

თან საქართველოს ბანკის დიდუბის ფილიალში მუშაობდა მიკროდაფინანსების საკრედიტო ექსპერტად... დღე-დღეზე ფინანსთა სამინისტროში უნდა დაეწყო მუშაობა... ბაკალავრიატი რომ დაუმთავრებია, დედას შეუთავაზებია, იქნებ შენ და ლიკამ მაგისტრატურა საზღვარგარეთ გაიაროთო. ლევანს უარი უთქვამს. დედა ამ უარს თბილისის სიყვარულით ხსნის. ამიტომაც აპირებს ოჯახი სამეგრელოდან მის გადმოსვენებას...

ლევანი რეზერვში პირველად 2007 წელს გამოუძახიათ, 18 დღით. 2008 წლის ზაფხულშიც – 8 დღით...

მესამედ – 8 აგვისტო რომ ჯერაც არ იყო გათენებული...

ლიკა ჭოჭუა, და: „ახალი ჩაძინებულები ვიყავით, ტელეფონმა რომ დარეკა. ერთად გამოგვეღვიძა, საათს შევხედე, 02:47 იყო... ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს ზარი საბედისწერო აღმოჩნდებოდა ჩვენი ოჯახისთვის. ლევანმა მობილური აიღო და დავინახე, სახე როგორ შეეცვალა. ცოტა ხანში ტელეფონი გაითიშა. ვკითხე, ვინ იყო-მეთქი. ვიღაც უცნობი მირეკავს და მეუბნება, რომ ხვალ, დღის 2 საათზე, ხობის კომისარიატში უნდა გამოვცხადდეო. ისევ დარეკა ლევანის მობილურმა, ამჯერად მეც მესმოდა მათი საუბარი...“

ლიკა ჭოჭუა: „იმ უცნობთან საუბარი რომ დაამთავრა, ტელევიზორი ჩამართვევინა, რამდენიმე წუთში „კურიერის“ საგანგებო გამოშვება დაიწყო. „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი ტყვიების წვიმის ფონზე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ლევანს ჟურნალისტებზე ვუთხარი, აი, ესენი არიან ნამდვილი გმირები, თორემ რეზერვისტები როგორ გახდებით გმირები, ნორმალურად იარაღის სროლაც კი არ იცით-მეთქი. ლევანმა პასუხი არ გამცა, დაფიქრებულმა შემომხედა... ამ სიტყვებს ვერ ვპატიობ ჩემს თავს... ვერ ვხვდებოდი, რომ გმირობისთვის სულაც არ არის აუცილებელი იარაღის კარგად ფლობა, გმირობისთვის ის სულისკვეთებაც საკმარისია, რომელიც ლევანს ჰქონდა... „კურიერის“ დამთავრების შემდეგ ტელევიზორი დატოვა, დაძინებას არ აპირებდა, ჩაეძინა, ექვსს ხუთი წუთი რომ აკლდა, გავაღვიძე, ხუთ წუთში უკვე წავიდა, ქუჩაში რომ გავიდა, მხოლოდ რამდენიმე ტაქსი მოძრაობდა, აივნიდან გადავხედე, ლევანის ფეხის ხმა ახლაც ჩამესმის ყურში, ბოლოჯერ ამომხედა და წავიდა... მესიჯებს ვუგზავნიდი, ლევან სად ხარ, ლევან სად ხარ... მწერდა, რომ სამი საათი ელოდა ტრანსპორტს; რომ 9 საათამდე დასავლეთის მიმართულებით არაფერი გავიდა; გორს რომ ბომბავდნენ, იქ მოხვდა; მწერდა, ვერ წარმოიდგენ, რა ხდება, გორში ომია გაჩაღებულიო. „ზესტაფონში ვარ“, „აბაშას გავცდი“... ამის შემდეგ, ლევანმა მხოლოდ ერთხელ დამირეკა სენაკის ბაზიდან...“

ნუცა ჭოჭუა: „სახლში მოვიდა და ჩვენ გავყევით სენაკის ბაზაზე, მე და მამამისი. ზუსტად მიასწრო 2 საათზე. დამპირდა, დაგირეკავთო, აღარ დაურეკავს. საღამომდე ჭიშკართან ვიდექი, ხან ვის ვაბარებდი, დამირეკოს-მეთქი, ხან – ვის, არ მირეკავდა, მე ვრეკავდი და უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ბოლოს ახლობელი ვნახე, იქ მუშაობდა, დილით ადრე დავარეკინებო, დამამშვიდა, წამოვედით.... შუაღამისას მომიკაკუნა მეზობელმა, სენაკის ბაზაზე გამომყევიო... წავედით... მივედით, ბაზა დაბომბილი იყო, საშინელება ტრიალებდა, იყო ყვირილი, ტირილი, ძებნა, უბედურება, ის ადგილი დაიბომბა ბაზაზე, სადაც ლევანის ბატალიონი იდგა... ფეხთ დავიხადე, მე და ჩემი ქმარი ყველგან ვეძებდით ლევანს... ვაწერინებდი ოფიცრებს ლევანის გვარსა და სახელს, არ ვიცითო, მპასუხობდნენ, დავრბოდი, ვკიოდი, ყველა ასე იყო, ყველა თავის შვილს ეძებდა და ტიროდა... ვერც მკვდარი ვიპოვე, ვერც ცოცხალი... დილიდან ჩემს ტელეფონზე ლევანის ტელეფონიდან დაიწყო რეკვა, გამიხარდა, ცოცხალია, მირეკავს-მეთქი, ვპასუხობდი: ხო, შვილო, ლევან-მეთქი, და ითიშებოდა ტელეფონი... თურმე ლევანი უკვე პროზექტურაშია, შესატყობინებლად რეკავენ. რომ ხვდებიან, დედა ვარ, არ მელაპარაკებიან... ბიძაშვილმა ამოიცნო ლევანი... დასახიჩრებული იყო ჩემი ლამაზი ბიჭი... ლევანი ამ ქვეყნიდან წავიდა იმ რწმენით, რომ მიდიოდა სამშობლოს დასაცავად... დანიშნული შეყვარებული დარჩა... ეკა ფაჩუაშვილი უნივერსიტეტში სწავლობს მეოთხე კურსზე. იმ გაგანია ომში ჩამოვიდა სამეგრელოში და ჩვენთან ერთად ტიროდა ის დღეები...“

ლიკა ჭოჭუა: „ვერ გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ლევანის და ვარ... ძალიან მიმძიმს მისი ტანსაცმლის ყურება, რომელსაც ის ვეღარასოდეს ჩაიცვამს, მის მობილურს დღემდე ვხმარობთ და როცა რეკავს, მგონია, რომ ლევანს ურეკავენ... ერთადერთი იმის რწმენა მასულდგმულებს, რომ ლევანი უფალთანაა და კიდევ ვნახავ იმქვეყნად. ეს მაძლევს იმის ძალას, რომ არ დავეცე... ლევანი მებრძოლი სულის ადამიანი იყო, არაერთი წინააღმდეგობა გადაულახავს, ამჯერადაც ასე მეგონა, მაგრამ მისი მებრძოლი სული უძლური აღმოჩნდა რუსული ბომბების წინააღმდეგ...“

გარდაცვალების შემდეგ ლევანს გადაეცა მედალი მხედრული მამაცობისთვის.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 24.08.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0