სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
სერგეი გოროზია კონსტანტინეს ძე 1988-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოხუმი აფხაზეთი სერგეი გოროზია კონსტანტინეს ძე 1988-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოხუმი აფხაზეთი სერგეი გოროზია კონსტანტინეს ძე 1988-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი გოროზია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

394       ბეჭდვა

სერგეი გოროზია კონსტანტინეს ძე 1988-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოხუმი აფხაზეთი

კაპრალი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. ცხოვრობდა ზუგდიდი



 მან თავისი სოხუმი დაიბრუნა ცხინვალში. 9 სოფელი, ცხინვალამდე შეუსვენებლივ - შეძახილით – წინ!!!!!! არ შეუსვენია ერთი წამი. თანამებრძოლები გაიხსენებენ, რომ არასოდეს უნახავთ ასეთი ბედნიერი ადამიანი, როგორც სერგეი გოროზია იყო, იმ ღამით ცხინვალში. არავინ იცის, საიდან იღებდა იმ ზღვა ენერგიას ის პატარა ბიჭი... ერთად დადუმდა მისი ტყვიამფრქვევი და გულისცემა...


სოხუმში დაბადებული, გალში გაზრდილი ბიჭი, ქართულ ჯარში შევიდა და ცხინვალთან დაეცა გმირულად.

ჯარში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, დედას სოხუმში გაეპარა, ფიცი დადო სომხების მიერ მოკლულ მამის საფლავთან, რომ ქართულ ჯარში შევიდოდა და სოხუმს დაიბრუნებდა. სოხუმი ვერ დაიბრუნა, მაგრამ საარაკო გმირობის ჩადენა შეძლო...


სულ 20 წლის იყო.

სერგეი ნანატრი შვილი იყო, მისი მშობლები 4 წელი ელოდნენ შვილს...

სერგეი მეხუთე წელს დაიბადა. დედაც, მზია კვირკველია ნახევრად რუსი ჰყავდა და მამაც – კონსტანტინე გოროზიაც - ორივე ბებია ეროვნებით რუსი იყო. ოჯახშიც ძირითადად რუსულად საუბრობდნენ, მაგრამ, როგორც სერგეის დედა იტყვის, ქართველობა, სამშობლოს სიყვარული, მათ ოჯახში არასოდეს მდგარა მეორე პლანზე.


მოკლედ, მათი ოჯახი რუსულენოვანი ქართული ოჯახი იყო და არა გარუსებული ქართველების. საოჯახო ბიბლიოთეკაში თუ რამე მოეპოვებოდათ _ საქართველოს ისტორია, ქართველი მწერლები, რუსულად, მაგრამ ქართველი მწერლები - რუსთაველიდან - დუმბაძემდე...

სერგეი რომ დაიბადა, სამამულო ომიდან ლეიტენანტის წოდებით დაბრუნებული ბაბუა ცოცხალი უკვე აღარ იყო, მაგრამ შინ ინახებოდა აურაცხელი ჯილდოები – ორდენები, მედლები, რომლებსაც პატარა სერგეი ხშირად პარავდა ბებიას და მკერდს იმშვენებდა... დედა გაიხსენებს, რომ სერგეის პატარაობიდანვე ჰქონდა მიდრეკილება სამხედრო ნივთებისკენ - თვალი სულ სამხედრო ქუდებისკენ, ავტომატებისკენ გაურბოდა და სულ მათ ყიდვას ითხოვდა...

2 წლის იყო სერგეი, მის მშობლებს გოგონაც რომ შეეძინათ, 90-იანი წლებიც დაიწყო და ქვეყანაც აირია. ომგამოვლილ ბებიას ჯერ კიდევ 9 აპრილის შემდეგ უგრძნო გულმა - აქ ცხოვრება უკვე დამთავრდა, აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდებაო და აფხაზეთის ომამდე, მათ ოჯახში დაიწყო ომი - ბებია კატეგორიულად ითხოვდა სოხუმიდან საცხოვრებლად რუსეთში გადასულიყვნენ, სერგეის მამა კი სასტიკ უარზე იყო - მე დავიბადე და მოვკვდები აფხაზეთში - ასეთი იყო მისი პოზიცია.

შვილმა გაიმარჯვა. ოჯახი არ წავიდა არსად.



დაიწყო ომი. ამ დროს სერგეის მშობლები ბავშვებიანად გალში, ენგურჰესის დასახლებაში იმყოფებოდნენ სტუმრად. ომი მძვინვარებდა, რუსები რომ ენგურის ხიდს მოადგნენ, სოფელში პანიკა ატყდა, დედაწულიანად იყრებოდა სოფელი.

მზია კვირკველია: „ჩვენც ავიბარგეთ. ჩემს მშობლებს უნდოდათ ჩვენ ბავშვებიანად გადმოვსულიყავით ზუგდიდისკენ და თვითონ დარჩენილიყვნენ გალში, მაგრამ ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა - ჩვენ არსად არ მივდივართ. გაჯიუტდა, მაგრამ ეს არ იყო ბავშვური გაჯიუტება, ეს ზრდასრული ადამიანის გააზრებული პოზიცია იყო. დავრჩით. საბერიოში (ასე ჰქვია ენგურჰესის დასახლების იმ ნაწილს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით), ერთადერთი ოჯახი ვიყავით. ჩვენგან ენგურის ხიდამდე 12 კილომეტრია. მთელი 16 წელიწადი იქ გავატარეთ. 3-4 წელი ფეხი არ გაგვიდგამს საბერიოდან. დიდი სირთულეები გადავიტანეთ. კიდევ იმან გვიშველა, რომ ენგურჰესთან ახლოს ვცხოვრობდით და აფხაზებს ბრძანება ჰქონდათ, ჰესის გარშემო, 5 კილომეტრ რადიუსში მოსახლეობას არ შეხებოდნენ, ენგურჰესის უსაფრთხოების მიზნით, თორემ ჩვენი დარდი ვის ჰქონდა. ასე გადაურჩა ჩვენი სახლები გადაწვას. მერე ნელ-ნელა შევეჩვიეთ სიტუაციას და დავიწყეთ სიარული სოხუმში, ჩემი ქმრის დედას მივაკითხეთ. რაკი ჩემი მეუღლე იარაღით ხელში არ იბრძოდა, სოხუმში შესვლის და ცხოვრების უფლება მოგვცეს... დავდიოდით სოხუმში. მერე ჩემი ქმრის დედა ლოგინად ჩავარდა, მე აქეთ მოხუც, ბრმა დედას ვერ ვტოვებდი, ჩემი ქმარი წავიდა დედამისის მისახედად. დედამისი რომ გარდაიცვალა, სახლი ვერ გაიმეტა მისატოვებლად და დროდადრო დავდიოდით აქეთ-იქით. შესახედავად კი გავდა უფრო რუსს, ვიდრე ქართველს, მაგრამ მისი იქ ყოფნა სახიფათო იყო, ლაპარაკში მაინც ქართველობდა და სულ იმის მეშინოდა, არ მოეკლათ...“



ცოლ-შვილს სამი თვე არ ენახა მამა. დედამ 14 წლის სერგეი თან გაიყოლა და სოხუმში წავიდნენ. საკუთარ ეზოს რომ მიუახლოვდნენ, დედა საშინელმა წინათგრძნობამ შეიპყრო. ბიჭიც შეამზადა - ყველანაირი უბედურებისთვის მზად იყავი, შეიძლება მამიკო ცოცხალი არ დაგვხვდესო... ბიჭი იქით ამშვიდებს წინათგრძნობას აყოლილ დედას.

ეზოში სომეხი კარის მეზობელი დახვდათ, ვისთან ერთადაც გაიზარდა და მთელი ცხოვრება გაატარა კონსტანტინე გოროზიამ...

მზია კვირკველია: „მათი იქ ყოფნა არ გამკვირვებია, კარის მეზობლები იყვნენ, გვეიმედებოდნენ. ვკითხე, კოსტია სადაა-მეთქი. „კოსტია უმერ“ - ცივად მიპასუხეს... სამი თვის წინ დაღუპულა... რატომ არ გაგვაგებინეთ, ან აქ რას აკეთებთ-მეთქი? ჩვენ აქ ვცხოვრობთო. სახლი დაუსაკუთრებიათ, უკვე იქ ცხოვრობდნენ თურმე. როგორ თუ აქ ცხოვრობთ-მეთქი? ცინიკურად მიპასუხეს, მე მგონი შენ ვერა ხარ, ვერ გრძნობ შენ ვინ ხარ და ჩვენ ვინ ვართ, ნუ გავიწყდებათ, ქართველები რომ ხართო...



საიდანღაც მოსულმა რუსმა ან აფხაზმა კი არ წაგვართვა სახლი, საკუთარმა კარის მეზობელმა, სომეხმა... ჩემი ქმარი აივანზე უპოვიათ მკვდარი, გასისხლიანებული, შეიძლება დაეცა და მოკვდა, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ თვითონ მათ მოკლეს, სახლი რომ დაესაკუთრებინათ. არც ჩვენთვის გაუგებინებიათ რამე, არც იქაური პოლიციისთვის, არადა ის მეზობელი თვითონ პოლიციის მაიორია... თვითონ დამარხეს. ბავშვი ბღაოდა, ღრიალებდა, ვეუბნებოდი, ჩვენი შვილები ხომ ერთად გაიზარდნენ, ნუთუ ბავშვები იმის ღირსი მაინც არ იყვნენ, გაგეგებინებინათ, თვითონ დაემარხათ ბავშვებს მამა-მეთქი. ასეთი რამეები ახლა რაში გჭირდებათ, ქართველები ხართ, ნუ გავიწყდებათო. კიდევ გამიმეორა.

ბიჭო, განა არ იცი ვინ იყო კონსტანტინე, ვის ებრძოდა, ვინ მოკლა-მეთქი?

არ იბრძოდა, მაგრამ სულით მოღალატე იყო, ვძულდითო... მიისაკუთრეს ჩვენი ორსართულიანი სახლი, უზარმაზარი ბაღით, ქუჩაში გამოგვყარეს... გადავწყვიტე მეჩივლა სოხუმის პროკურატურაში. თურმე ყველგან არსებობს ადამიანი. არასოდეს დამავიწყდება ის კაცი. წარმოშობით გუდაუთელი აფხაზი იყო. ძალიან დამეხმარა. ბოლოს მითხრა, კი შენ გეკუთვნის სახლი, მაგრამ არ გირჩევ აქ დარჩენას, თუ ვინმე აფხაზი არ გყავს, შენც მოგკლავენო... მე დაგეხმარები, რომ როგორმე პატარა ფული გამოვართვა შენთვის, ბავშვებისთვის პურის ფული მაინც იქნებაო. იმ კაცმა სომხებს არაოფიციალურად წაართვა 50 ათასი რუსული რუბლი ჩვენთვის და მოგვცა... წამოვედით“.

სომხების მიერ მოკლული მამა. წართმეული სახლი. დამცირება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. არაერთხელ შევარდნიათ სახლში კბილებამდე შიარაღებული აფხაზები - ფულის მოთხოვნით. უკრძალავდნენ ქუჩაში დგომას, სტადიონზე თანატოლებთან ერთად თამაშს... ბიჭი იზრდებოდა და უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის ამგვარი ყოფა.



მზია კვირკველია: „ერთ დღეს მოვიდა და პირდაპირ მითხრა, დედიკო, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე? დამიჭერენ და ჯარში წამიყვანენ... ხდებოდა კიდეც ასე, ბიჭებს იჭერდნენ, თუ ოჯახი იმწამსვე არ გადაიხდიდა გამოსასყიდს, მიჰყავდათ ჯარში. ან აღრიცხვაზე უნდა დაგეყენებინა და გეხადა 200 დოლარი ყოველ გამოძახებაზე. დავაყენე აღრიცხვაზე, ორჯერ მომიწია კიდეც გადახდა. საშინლად ღიზიანდებოდა, სახლი წაგვართვეს და კიდე იქით უნდა ვუხადოთ ფულიო?! ვამშვიდებდი, სამაგიეროდ უშიშრად დადიხარ, ჯიბეში საბუთი გიდევს-მეთქი. რა საბუთი, რომ მოვიდნენ და დამიხიონ ეგ ფურცელი და მაინც წამიყვანონ, ჭკუა დაუშლით ამ განუკითხაობაშიო? ვამშვიდებდი, ნუ გეშინია, სახლს გავყიდი და შენ იქ არ დაგტოვებ-მეთქი. კიდე მეორე სახლი უნდა გავყიდოთ და ისევ მაგათ უნდა მივცეთო? რისთვისო? თურმე რა... ნიადაგს იმზადებს, რომ აქეთ წამოვიდეს ჯარში... ერთ დღეს მეუბნება. დედა, რაღაცის თქმა მინდა და ვერ გიმხელ, უკვე რამდენიმე თვეა ვწვალობო. მე უკვე ვგრძნობდი, რასაც მეტყოდა... მითხრა კიდეც - დედა, მე მივდივარ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

გადავირიე... მამიდაშვილი ჰყავს დაღუპული, 21 წლის ბიჭი, სოხუმის დაბომბვის დროს ისიც კისერში დაიჭრა და დაიღუპა. ის არ გვეყოფა-მეთქი? გაუთავებლად ვდაობდით. სამსახურიც ვუშოვე, ენგურჰესში ზეინკლად მოვაწყვე, დიდი არაფერი, ასი ლარი ჰქონდა ხელფასი, მომატებას პირდებოდნენ, მაგრამ მითხრა, დედა, ეს არაა გამოსავალი. კარგად გამიგე, თუ გინდა, რომ კაცად დავდგე, გამიშვიო. ერთხელ მშვიდად ვკითხე, რატომ გინდა იქ წასვლა-მეთქი.

საამაყო ჯარი ჰყავს სააკაშვილსო. ხომ იცი, ჯარი ჩემი ოცნებაა, მე ყველაფერს მივაღწევ, მე ოფიცერი გავხდებიო... ჯერ ერთი ეს და მერე, ვთქვათ და ჩვენი ჯარი შემოვიდა აფხაზეთში, რა ვუთხრა მე იმ ჯარისკაცებს, თქვენ რომ იბრძოდით, მე სად ვიმალებოდიო? აქ, ჩუმად, აფხაზეთში ვიჯექი და ველოდებოდი ამ მშვენიერ დღესო?



თუნდაც ვერ დაიბრუნოს საქართველომ აფხაზეთი, მაშინ მე უნდა მივატოვო აქაურობა და თქვენც საქართველოში უნდა წაგიყვანოთო.

დავთანხდი... იმასაც მეუბნებოდა, ხომ იცი, ამათ ჯარში თუ წამიყვანეს, მე აუცილებლად გამოვიქცევი ან გზაშივე მომკლავენ გამოქცეულს, თუ გავაღწიე საქართველოში, აქ თქვენ დაგწვავენო... მაიძულებდა დავთანხმებულიყავი...

მე თვითონ ვეხმარებოდი საბუთების შეგროვებაში და უხაროდა... ურთულეს პირობებში გაიარა კარანტინი, 50 კაციდან 2 დარჩნენ. ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში ჩაირიცხა. 43-ე ბატალიონში. გახარებული იყო, ყველანაირი უბედურება უკან მოვიტოვე, ყველაფერი გადავლახე, ყველა ნორმატივი ჩავაბარეო.

19 წლის იყო ჯარში რომ შევიდა. 20-ის იქ გახდა. ძალიან უხაროდა, პატარ-პატარა წარმატებები ჰქონდა. გახარებული მეუბნებოდა, უფროსები მეუბნებიან, ნამდვილი ჯარისკაცი ხარო. ყველას გავაგებინე, რომ აფხაზეთიდან ვარ და რომ ჩემი მთავარი მიზანი აფხაზეთის დაბრუნებააო.

ძალიან კმაყოფილი იყო მეგობრებით, უფროსებით. ერაყში წასასვლელად ემზადებოდა, ამისთვის 43-ე ბატალიონიდან 42-ეში გადავიდა. ერთი თვის გადასული იყო 42–ე ბატალიონში, როცა ომი დაიწყო... დაღუპვამდე 42 დღით ადრე, გალში ჩამოვიდა, საერაყო შვებულება ჰქონდა. თურმე მზვერავებში ჩაწერილა ბოლოს და იქ რომ ჩამოვიდა, მზვერავობდა, თავის ძალებს სინჯავდა. მითხრა, სულ ვეუბნები ჩემს უფროსებს, რომ მე აფხაზეთი კარგად ვიცი და მინდა დავუმტკიცოო. რომ ვაცილებდი, შიშით გული მისკდებოდა, ვინმეს არ ვეცანით და არ დაეჭირა, ცოტა ფულიც გავიყოლე თან, რიგითი თუ შეგვხვდებოდა რომ თავიდან მომეშორებინა, თორემ ისე 25 ათასი დოლარი ღირებულა ქართველი ჯარისკაცი... მე გული მისკდებოდა, ის კიდევ ტელეფონით ყველა აფხაზურ და რუსულ საგუშაგოს უღებდა სურათებს. უნდოდა დაემტიცებინა, რომ შეუძლია დაზვერვა...“

დაიწყო ომი. სერგეი დედას ბოლოს 7 აგვისტოს, შეღამებულზე ელაპარაკა. მთლად რომ დაემალა, დედას უფრო ეჭვებში ჩააგდებდა და ამიტომ ცოტა უთხრა, ბევრი დაუმალა.

მზია კვირკველია: „ბოლოს მითხრა, დედა, სანთელი მაინც დაანთე ჩემზეო. იმის შემდეგ მე მისი ხმა აღარ გამიგია... რომ მელაპარაკა თურმე უკვე ცხინვალის მისადგომებთან ყოფილან.

იცით, რა მასულდგმულებს? იმ ღამეს რომ გაიგო მოგების გემო... ბიჭები მიყვებიან, ვერ აგიწერთ რა მდგომარეობაში იყო სერგო, დედამიწაზე ვერ ეტეოდა, სულ იმას გაიძახოდა, აბა, ბიჭებო, წინო... ოცმეთაური მიყვებოდა, სამ-სამი გადიოდნენ, ეს სამეულები იცვლებოდნენ და სერგოს სულ გასვლა უნდოდა და ყველას მაგიერ გადიოდაო. ვეუბნებოდით, დაისვენე, როცა საჭირო იქნება ვეღარ გახვალო და რას ამბობთ, მე ვერ გამოვალო? რაღაცნაირი ძალა მოიკრიბა, არ გაჩერებულა, არ დაუსვენია, სულ წინ-წინს იძახდა, ასეთ მდგომარეობაში გავატარეთ მთელი ღამეო. სნაიპერობაზე ოცნებობდა, მაგრამ მეტყვიამფრქვევე იყო, თუმცა იმ ღამით ავტომატით უწევდა სულ ბრძოლა. 8 აგვისტოს, მეტყვიამფრქვევე დაჭრილა. ის ტყვიამფრქვევი სერგეის უპოვია, წუთში გაუმართავს და იმ ტყვიამფრქვევით იბრძოდა ბოლომდე...“

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა . ხალხს უყვიროდა, გაიქეცით, თავს უშველეთო და თვითონ იბრძოდა, ბიჭებს ეუბნებოდა 2 კაცის სიცოცხლე რომ გადავარჩინო, ეგაც საქმეაო. პოზიცია მაშინაც არ მიუტოვებია, როცა ავიაციამ დაბომბვა დაიწყო. უწერია კიდეც საბრძოლო მოკვლევაში, რომ სერგეი გოროზია თავის პოზიციაზე ბოლომდე იდგა, რათა გაეყვანათ დაჭრილები და დაღუპულები...

შვილი ცხინვალში იბრძოდა და დაიღუპა. დედა გალში იყო და არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა. გზები ჩაკეტილი იყო და 9 აგვისტოს მაინც წამოვიდა ტყე-ტყე, 18 წლის ქალიშვილთან ერთად. თბილისში 10 აგვისტოს ღამით ჩამოაღწია. მივიდა ვაზიანში, პასუხის გამცემი არავინ დახვდა, იქ სამხედრო პოლიციის გარდა არავინ იყო. მეორე დღეს მისულს უკვე ბატალიონის მეთაური კიკაბიძე დახვდა.

მზია კვირკველია: „კიკაბიძემ ვერ მითხრა პირდაპირ - დაიღუპაო. მითხრა დაჭრილია, ტყვედ არის აყვანილიო... არ ვამტყუნებ, ძნელი სათქმელია - შენი შვილი დაიღუპა... ორი დღის მერე რომ მივედი, მერე მითხრა, უფრო სწორედ თვითონ ისევ ვერ მითხრა, ჯარისკაცი მომიყვანა, ვისაც ნანახი ჰყავდა სერგო მკვდარი. იმ ბიჭმა მომიყვა, სერგო კისერში იყო დაჭრილი, ღრმად ხერხემლამდე, მე დავუხუჭე თვალები, გოროზია მკვდარიაო.

იმ ბიჭს კი ათქმევინა მკვდარიაო, მაგრამ თვითონ მითხრა, მე, ქალბატონო, დაჟინებით ვერ გეტყვით რომ მაინცდამაინც დაღუპულია, რადგან ყოფილა ასეთი შემთხვევები, მოუტანიათ ბიჭებს ასეთი ამბავი, მაგრამ ცოცხლები გამოჩენილანო. ჩემზეც თქვა ერთმა მოკვდაო და რომ ვნახე ვუთხარი, სად მოვკვდი, აგერ ვარ, შე უპატრონო-მეთქი, დღემდე ვერ იჯერებს ის კაცი ცოცხალს რომ მიყურებსო. ალბათ, ვინმეში ავერიე, ყველას საღებავი გვესვა სახეზე, ყველა ერთმანეთს ვგავდითო, მე სერგო არ მინახავს მკვდარი და შეიძლება ბიჭები ცდებოდნენო.

კი მითხრეს მკვდარიაო, მაგრამ მე თვითონ არ მინდოდა ამის დაჯერება და კიკაბიძის ნათქვამს ვებღაუჭებოდი...“

იმედს ბოლო „დეენემის“ პასუხმა მოუღო. მერე დედა გალში წავიდა. ადგილობრივებს შესვლის უფლება მიუციათ, შემოვიდეს რას ვერჩითო, მაგრამ მალე გამოჩენილან გუდაუთელები. ბოლო სიტყვებით ლანძღეს გმირიც და გმირის დედაც. დედას შვილის სურათი მიატანინეს.

მზია კვირკველია: „აჰა, კრასავჩიკ, სდოხ სუკა?“ ვდგავარ დედა და ვისმენ ამას...“

„ისევ გამოჩნდნენ ეს ვაჟბატონები. რაო, გმირს ტირიხართო? ბიჭები იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები სამძიმარზე მოსული, ისე სცემეს, ისე სცემეს ჩემ თვალწინ, ჩემი სერგი დამავიწყდა, თავბედს ვიწყევლიდი, ეს რა ვქენი... ერთს წელს ქვემოთ ჩასცხეს, თვალებიდან არ ამომდის, როგორ დაგორავდა სიმწრისგან საწყალი ბიჭი...~

„დეენემის“ პასუხმა რომ საბოლოოდ გაარკვია ყველაფერი, დედამ გალში ტრადიციულად დაიტირა შვილი. დასტიროდნენ სერგოს სურათებს და ტანსაცმელს.


სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

სერგეი გოროზია

დაიბადა 1988 წლის 4 მაისს, ქალაქ სოხუმში. იზრდებოდა გალში, სოფელ საბერიოში. 2008 წლის იანვრიდან მსახურობდა  საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის, სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში. 

კაპრალი სერგეი გოროზია 2008 წლის 7 აგვისტოდან მივლინებული იყო ცხინვალის რეგიონში, საბრძოლო მოქმედებების შესასრულებლად. 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან  სერგეი გოროზია საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად  მონაწილეობას ღებულობდა მოწინააღმდეგესთან პოზიციურ ბრძოლებში. დახლოებით 13:00 საათზე, მოწინააღმდეგის მხრიდან ავიაციის მიერ მოხდა მათი საბრძოლო პოზიციების დაბომბვა, რა დროსაც აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევით სერგეი გოროზია ადგილზე გარდაიცვალა.

მზია გოროზია-კვირკველია: " ჩემი შვილები სოხუმში დაიბადნენ, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო,  საცხოვრებლად მამაჩემის სახლში გადმოვედით გალში, სოფელ საბერიოში, იქ უფრო უსაფრთხოთ ვიყავით. პერიოდულად, ჩემი მეუღლე სოხუმში დადიოდა ხოლმე სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ჩემი მეუღლე ჩვენ სახლში მოკლეს სოხუმში, ეროვნებით სომეხმა მეზობლებმა, რომლებმაც მერე ჩვენი სახლი დაუსაკუთრეს.  ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო ჩვენთვის, ბავშვებისთვის...

ჩემი შვილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯარში წასვლის მამისის სიკვდილი იყო.  სერგეი ჩვენს მეზობელთან ერთად გაიპარა სოხუმში. მობილური გაუყიდია იმისთვის, რომ მამაისის საფლავზე წასულიყო და ფიცი დაედო. ახლა ვერ მოგივლიო, მე სამხედრო ფორმით მოვალ აქ, ღირსეულად დავიბრუნებ სოხუმს და ღირსეულად მივხედავ შენ საფლავსო... 

მერე  მითხრა,  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მივდვიარო. გადავირიე. მამიდაშვილი ჰყავს დაღუპული, 21 წლის ბიჭი, სოხუმის დაბომბვის დროს. ისიც კისერში დაიჭრა... ის არ გვეყოფა-მეთქი? გაუთავებლად ვდაობდით. შენ ჩემით იამაყებო, მე ამ პირობას გაძლევო.  ბოლოს დავთანხმდი. მე თვითონ ვეხმარებოდი საბუთების შეგროვებაში და უხაროდა.  ურთულეს პირობებში გაიარა კარანტინი, 50 კაციდან 2 დარჩნენ. ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში ჩაირიცხა, 43-ე ბატალიონში. გახარებული იყო, ყველანაირი უბედურება უკან მოვიტოვე, ყველაფერი გადავლახე, ყველა ნორმატივი ჩავაბარეო. 

19 წლის იყო ჯარში რომ შევიდა, 20-ის იქ გახდა. ძალიან უხაროდა, პატარ-პატარა წარმატებები ჰქონდა. გახარებული მეუბნებოდა, უფროსები მეუბნებიან, ნამდვილი ჯარისკაცი ხარო. ყველას გავაგებინე, რომ აფხაზეთიდან ვარ და რომ ჩემი მთავარი მიზანი აფხაზეთის დაბრუნებააო.

ძალიან კმაყოფილი იყო მეგობრებით, უფროსებით. ერაყში წასასვლელად ემზადებოდა, ამისთვის 43-ე ბატალიონიდან 42-ეში გადავიდა. ერთი თვის გადასული იყო 42–ე ბატალიონში, როცა ომი დაიწყო.

... ბოლოს 7 აგვისტოს მელაპარაკა. განგაში იყო, ჩვენ სვანეთისკენ წავედითო და ისევ უკან მოვბრუნდით, არაფერი არ ხდება, ახლა ყაზარმაში ვართ, ვწევართ არ ინერვიულოო. ტელევიზორი ჩართე საინფორმაციოს უყურე, ნახე რა ხდებაო. ეს არ იყო ჩემთვის უჩვეულო, მაშინ არ ჰქონდათ წვდომა და ხშირად მთხოვდა ხოლმე ამას. მერე მითხრა, ერთი სანთელი დაანთე ჩემ სახელზეო. ეჭვიც არ გამჩენია, როგორ ვერ ვიგრძნე დედამ?! ტელევიზორი რომ ჩავრთე და ომის კადრები ვნახე, მერე მოვედი გონს... დავიწყეთ რეკავა, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდით.

ბიჭები მიყვებიან, ვერ აგიწერთ რა მდგომარეობაში იყო სერგო, დედამიწაზე ვერ ეტეოდა, სულ იმას გაიძახოდა, აბა, ბიჭებო, წინო... ოცმეთაური მიყვებოდა, სამ-სამი გადიოდნენ, ეს სამეულები იცვლებოდნენ და სერგოს სულ გასვლა უნდოდა და ყველას მაგიერ გადიოდაო. ვეუბნებოდით, დაისვენე, როცა საჭირო იქნება ვეღარ გახვალო და რას ამბობთ, მე ვერ გამოვალო? რაღაცნაირი ძალა მოიკრიბა, არ გაჩერებულა, არ დაუსვენია, სულ წინ-წინს იძახდა, ასეთ მდგომარეობაში გავატარეთ მთელი ღამეო. სნაიპერობაზე ოცნებობდა, მაგრამ მეტყვიამფრქვევე იყო, თუმცა იმ ღამით ავტომატით უწევდა სულ ბრძოლა. 8 აგვისტოს, მეტყვიამფრქვევე დაჭრილა. ის ტყვიამფრქვევი სერგეის უპოვია, წუთში გაუმართავს და იმ ტყვიამფრქვევით იბრძოდა ბოლომდე...

თბილისში 10 აგვისტოს, ღამით ჩამოვაღწიეთ მე და ელენემ, ვაზიანში მივედით, სადაც ჩემი შვილი მსახურობდა, მაგრამ პასუხი ვერავინ ვერ გამცა. ბატალიონის მეთაურიც ვნახე,  კიკაბიძე. ვერ მითხრა პირდაპირ - დაიღუპაო. არ ვამტყუნებ, ძნელი სათქმელია. ორი დღის მერე რომ მივედით,  ჯარისკაცი მომიყვანა, ვისაც ნანახი ჰყავდა სერგო მკვდარი. იმ ბიჭმა მომიყვა, სერგო კისერში იყო დაჭრილი, ღრმად ხერხემლამდე, მე დავუხუჭე თვალებიო. კი მითხრეს მკვდარიაო, მაგრამ მე თვითონ არ მინდოდა ამის დაჯერება. დავდიოდით, ვეძებდით, უბედურ დღეში ვიყავით, ყველა. ბოლოს, ნომებერში დეენმის პასუხი მოვიდა…

სერგეის ომში დაღუპვის შემდეგ ჩვენც აღარ დაგვედგომებოდა  გალში და მე და ჩემი ქალიშვილი თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. დღეს ჩემი ქალიშვილიც, ელენე გოროზია ქართულ ჯარში მსახურობს, უკვე 11 წელია..

სოხუმის დაბრუნებაზე ოცნებობდა, ბავშობიდან ჰქონდა ეს ფიქრი. თავისი ახალგაზრდა სიცოცხლე ჩემმა შვილმა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირა. მეომრების ოჯახში გავიზარდეთ, ჩემი მამათილი, სერგოს ბაბუა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო, ოფიცერი. მე დედა რუსი მყავს და ისიც ომგამოვლილი, ბევრი საამაყო გმრიული საქციელი აქვს ჩადენილი ახალგაზრდა გოგონას. შემდეგ, ჩემ თაობას მშვიდი პერიოდი გვეღირსა, თუმცა დიდხანს არ დაგცალდა. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო 28 წლის ვიყავი, შვილები 4 წლის და 2 წლის მყავდა. ბავშობიდან ჰქონდათ ჩემს ორივე შვილს სამშობლოს დაცვის ჟინი და ეს შემთხვევითობა არ არის. ყველა იმ გმირს გულში გამჯდარი იყო სამშობლოს სიყვარული და სულისკვეთება, ვინც სამშობლოს დაცვის დროს დაეცა ბრძოლის ველზე..."

სერგეი გოროზია დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ. დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფალოზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.03.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0